ქვემორე არსებული პოსტის დაწერისაკენ მიბიძგა გლეხის ბიჭის პოსტმა SPERMATOHOMOVIALOGIA ანუ 21+. მადლობა მას ამისთვის!
ყველანი ყალბები ვართ. ვემორჩილებით დაწერილ და დაუწერელ კანონებს. არ ვფიქრობთ, არ განვიხილავთ, არ ვმსჯელობთ. თვალახვეულები მივყვებით ცხოვრებას. გულში კი ჩუმად ვამბობთ: ფაქ ზე სისტემ!
დავცინით სხვას, მაგრამ დასაცინი თვითონა ვართ. ეს ჩვენ ვართ ნიჭიერები, მაგრამ ზარმაცები, სხვები კი „ზუბრიაჩკები“ არიან.
ეს სხვაა ტრაკის მლოკველი, ჩვენ კი შეუვალობის განსახიერებანი ვართ. ჩვენ ვართ დაუმორჩილებელი, თავისუფალი ნაცია და მერე რა, რომ სახეში გვაფურთხებენ, ეს არ გვიშლის ხელს დავტკბეთ საკუთარი მშვენიერებით.
ჩვენ ვაპროტესტებთ ამერიკის პოლიტიკას ირანთან მიმართბაში და მერე რა, რომ გადასახადებმა ლამის გაგვყვლიფეს. 80 თეთრი მგზავრობა? მადლობა, რომ ლარი არა. რა გასაპროტესტებელი ესაა. აი, მესმის, ვიღაც „ჭე“ პოლიტიკოსის გაქსუებული შვილი რომ დაიჭირონ გაგლეჯილ კაიფში! აი, ეს უკვე პოლიტპატიმრობაა და ნამდვილად იმსახურებს პარლამენტის წინ რამდენიმედღიან მიტინგს.
ჩვენ ვიძახით: Fuck The Police და ვიცით, რაიმე რომ მოხდეს, მათვე დავურეკავთ საშველად.
„ექიმი ჰაუსი მაგარი კაცია. მაგრა აკაჩავებს პაციენტებს. იმენა ასაზიზღრებს.“ აბა ექიმმა „ბატონო-შენი ჭირიმეს გარეშე“ მოგვმართოს, ნახავს რაც მოუვა!
ეს ჩვენთან მოეთხოვება ექიმს, იყოს ღმერთი და გააცოცხლოს მიცვალებული, რომლის პირველი სიტყვები აუცილებლად იქნება: „მადლობა ღმერთო, რომ გადამარჩინე“. ალბათ ხვდებით, რომ ექიმს არ იგულისხმებს იგი. და თუ მკურნალმა ვერ შეძლო გვამის რეანიმირება, გინებით ავიკლებთ, ტელევიზიებს მოვიყვანთ, საქვეყნოდ გამოვაჭენებთ. სათაურსაც ნათლად ვხედავ „პროპაგანდის ყუთის“ კუთხეში: „მკვლელი ექიმების მორიგი მსხვერპლი!“ და ამ ჩემს …-ს ექიმი მართალი იყო, თუ არა, კომისია დაინიშნა თუ არა. ნა ხუი ვსიო!
ეს ჩვენა ვართ ყველაზე „პრადვინუტი ნაროდი“, ეს ჩვენა ვართ ევროპა. ჩვენ ათეისტებს ვუწოდებთ საკუთარ თავს და ამის დასამტკიცებლად ვაგინებთ ღვთისმშობელს. მერე რა, რომ ამით მორწმუნე თანამოქალაქეს, მეგობარს, მშობელს ვაყენებთ შეურაცყოფას. აბა ვინმემ ალაჰზე თქვას რაიმე? ან ებრაელებს დასცინოს ჩვენი თანდასწრებით! „ოოო, შე ანტისემიტო, ფაშისტო ნაბიჭვარო!“
„ქალიშვილობა? დამცინი? რაღა დროს ეგაა? რომელი საუკუნეა?“
ჰკითხე აბა „განვითარებულ“ ახალგაზრდას, მოიყვანდა თუ არა ცოლად არაქალიშვილს? „მთავარია სიყვარული იყოს და სიფრიფანა აპკს მნიშვნელობა არ აქვს!“ მაშ მეტი მტყუანს?
„ სვეცკ“ გოგოებს ჰკითხე, მიდი, ნუ მოგერიდება! ნახე, რა პასუხს მიიღებ. იქნებ ელოდები, რომ მე დავწერ სავარაუდო პასუხს? Bitch Please! არ ვიცი, და არც შევეცდები ჩემი გარყვნილი ფანტაზიის ნაყოფი მოგახვიო თავს.
სანამ მანქანა არ მეყოლება, სანახევროდ დახეული ჯინსი არ მეცმევა, რომელშიც მინიმუმ 300$ გადავაგდე, კლუბში ვიპ- კაბინაში არ ვიჯდები, მანამ ინტერნეტიდან პორნოს გადმოწერის გარდა არაფერი დამრჩენია. ფეხებზე არ ჰკიდია ყველას… კაი, არაა საჭირო ვინმესთვის თავის შეცოდება.
-ჩვენ უნდა გავუგოთ სქესობრივ უმცირესობებს და პატივი უნდა ვცეთ მათ! უნდა გვახსოვდეს, რომ ჰომოფობია ჰკლავს!
-და გაიგე, რომ თბილისში გეი-აღლუმის ჩატარებას აპირებენ? ( ჩამჭრელი და პროვოკაციული კითხვა)
-რაააა? მაგათი პიდარასტი დედა ტუუუუუუუუუუუუუუუუ.
სურამელაშვლის მუსიკის დედაც არ მოვტყან, როცა ბითლზები, ზეპელინი, პინკ ფლოიდი, ქვინი „გვყავს“? საყვარელი სიმღერა? მარტივია. ლეთ ით ბი, იესთერდეი, ზე ვოლ(აი ის, კლიპში რო რობოტი მასწავლებლები იჩითებიან) , სტეირვეი თუ ჰევენ, ვი არ ზე ჩემპიონს. დალშე? რა, არაა საკმარისი? ნუ ჩამეძიები, ინტერნეტი ჭედავს და ვერ დავგუგლავ სხვა სიმღერების სახელებს. რესტორანში რომ გავილეშები,შენი აზრით, დამკვრელებს 20 ლარიანს რომ ავფარებ სახეზე, რას ვეტყვი? „ჯიგრულად, ერთი „ბოჰემიან რაფსოდი“ შეუბერე რა!“ ხოოოო. სურამელაშვილის მუსიკის დედაც მოვტყან!
-„სიცოცხლის ხე“ მოგეწონა?
-არაააა. ნაგავია! რაში გადავყარე 2 საათი არც კი ვიცი.
- და ტერენს მალიკის სხვა კინოები გაქვს ნანახი?
-ვისი? ააა, ამ რეჟისორის? რა, სხვა ფილმებიც აქვს?

ოოო, ბლინ! კიდევ რამდენს დავწერდი, მაგრამ მეზარება წყლის ნაყვა. ამ ფუჭ ნაწერსაც რამდენიმე ადამიანი წაიკითხავს და გულს მოიფხანს მხოლოდ. იმედია, იმის ახსნა მაინც არ დამჭირდება, რომ აქ დაწერილი მოსაზრებანი ყველას არ ეხება! საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არსებობს ხალხი, რომელთაც შეუძლიათ ფიქრი, განსჯა, მაგრამ ჩუმად არიან. ერთხელაც ეს სიჩუმე დაირღვევა და მერე….