ერთი შეხედვით სისულელეები, ტკბილად რომ მახსენდება

სტანდარტული
  • ორიოდ წლის წინ ახალი წლის ღამეს ცხელ აბაზანაში ჩაწოლილი ვსვამდი შამპანურს პირდაპირ ბოთლიდან.

 

  • შარშან ახალი წლის ღამეს, ფეიერვერკების შემდეგ სახლში სინათლის ყოველგვარი წყარო გამოვრთე და მთელი ღამე ვცეკვავდი ვალსს ამ მელოდიაზე…

  • გასული წლის 25 ივნისს ბირლზის ლეგენდარულ სიმღერას All You Need Is Love-ს 43 წელი შეუსრულდა 🙂 ამის აღსანიშნავად აივანზე გამაძლიერებლები დავდგი და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ბოლო ხმაზე ჩართულ სიმღერას ვასმენინებდი სამყაროს.

  •  წელს იეჰოვას სექტის წარმომადგენლის გონებაგამაწყალებელი საუბარი რომ ამერიდებინა თავიდან, განვუცხადე, რომ ათეისტი ვარ (რაც რაღაც დოზით სიმართლეცაა). ხრიკმა მოლოდინი გაამართლა.

 

  • წინა სემესტრში ყველა საგანზე ერთი მეცადინეობა მაინც მეძინა. დამადასტურებელი დოკუმენტური მასალებიც არსებობს 🙂 🙂

 

  • 2011 წლის 2 მაისს, 01:59-ზე კომპიუტერთან ვზივარ და თქვენთვის ამ პოსტს ვწერ! 🙂

P.S. თუ კიდევ გამახსენდება რამე დავამატებ!  🙂

Advertisements

7 responses »

  1. ამაზე უნდა დაგეთაგეთ :))))) მაგრამ რადგან არ გააკეთე მე მაინც გავაგრძელებ და გავავრცელებ ამ თემას :))))ტიერსენზე ვალსის ცეკვა კარგი იდეაა სხვათაშორის 😉

  2. მართლაც საოცრებაა ამ ვალსზე ცეკვა 🙂 შენ წარმომიდგენიხარ, მით უმეტეს 🙂 ფაქტები, რამდენიც გინდა! ერთი სურათი მაინც გაგეჩრა სადმე აქ :Dიეჰოვას საგალობლები არ გინდოდა აქ? :Dშამპანური აბაზანაში, მართლაც რო გაასწორებდა 🙂 შარშან მარტომ გავატარე ახალი წლის ღამე და ჩემზე ბედნიერი აავინ მეგულებოდა. ახლა მივხვდი რომ შევცდი 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s