ხელოვნება, რომელიც გცვლის. კინო

სტანდარტული

ძალიან მრცხვენია ამ თემაზე საუბარი! თითქოს შავ ლაქად მიჰყვება იგი ჩემს ცხოვრებას, მაგრამ მას ვერავინ ამჩნევს! მხოლოდ მე ვიცი და ამის წაკითხვის შემდეგ თქვენც გახდებით ამ საიდუმლოს თანამონაწილენი.
იყო დრო, როცა ჰომოსექსუალიზმი და ზოგადად ჰომოსექსუალები ჩემში უკიდურეს აგრესიას იწვევდნენ. მე მათ, როგორც ადამიანებს, არ აღვიქვამდი. ზოგადად სიტყვა “გეი” არ არსებობდა ჩემთვის, “პიდარასტი”- იცოცხლე. ამ სიტყვას თან მოვაყოლებდი აუცილებლად გინების კორიანტელს და ეს ორი ისე შეეზარდა ერთურთს ჩემს შეგნებაში, რომ ცალ-ცალკე მათი არსებობა წარმოუდგენელი გახდა. მე იმ იშვიათ გამონაკლისს ვეკუთვნოდი, რომლებიც “პიდარასტების პარადის” ჩატარების მომხრეები იყვნენ, თუმცა ნამდვილ მომხრეთა მიზეზებისგან განსხვავებით, მე ჩემი მიზეზები მქონდა.
“როგორ არ გამოჩნდება ხალხი, ვინც დაავლებს ხელს ჯოხს, კასტეტს და ამ უმსგავსოთა ხროვას კარგად გაასილაქებს? მე კი აუცილებლად მათ შორის ვიქნები და საკუთარ გასაკეთებელს, ვალს მოვიხდი მომავალი თაობებისა და ერის წინაშე!”- ასეთი აზრები ტრიალებდა თავში კარგა ხნის განმავლობაში…
გავიდა დრო და  ოდნავ დააშოშმინდა ჩემი ჰომოფობი გონება, თუმცა გინება და დამცირება სქესობრივი უმცირესობისა ვერ მოვიშალე. ხმამაღლა თუ არა გულში მაინც შევუკურთხებდი ხოლმე და ეს შვებას მგვრიდა! (რაოდენ ლაჩრული, არაკაცური იყო ჩემი საქციელი თქვენვე განსაჯეთ. მე კი  ამას საკმაოდ გვიან  მივხვდი!)
ასე გაგრძელდებოდა ალბათ კარგა ხანს, მითუმეტეს თუ საზოგადოებაც ხელს გიწყობს! ხედავ, რომ არავინაა მათი დამცველი და ყველა თელავს თითოეულ ასეთ ინდივიდს. ვინც გაბედა და ხმა ამოიღო მათ დასაცავად, მასაც “პიდარასტის”, “თაობის გამრყვნელის”, “ეკლესიის შეურაცმყოფელის” იარლიყი მიაკერეს. ამის შემდგომ, რათქმაუნდა, ბრბომ ისიც გათელა დაუნანებლად.
ერთ საღამოსაც, ნამდვილ სინემას დანატრებული, ბლოგებზე დავძვრებოდი და საკბილოს ვეძებდი. სწორედ ერთ-ერთ  ბლოგზე წავაწყდი ამ ფილმის შესახებ მოკლე რევიუს.

“პიდარასტების პროპაგანდა!”- ჩავილაპარაკე და ფილმის გადმოწერა დავიწყე, რათა შემდგომ მეთქვა: “გაქვთ ნანახი ეს ფილმი? მაგის გადამღების ცისფერი დედა მოვ….”
სურათის დასაწყისში ნათქვამმა ფრაზამ, “ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე” მიმახვედრა, რომ “ჰეფი ენდის” იმედი არ უნდა მქონოდა.
” ალბათ ასეც უნდა იყოს! ვიღაც ჯიგარი ალბათ დაბრიდავს ამ პიდარასტს და ვსიო! მერე იქნება მორალის კითხვა, თუ რა ცუდია ჰომოფობი საზოგადოება. ჰომოფობი ვარ, ვინმეს რამე პრობლემა აქვს?”- გავიფიქრე და ყურება განვაგრძე…

ფილმის დასრულების შემდეგ გაშეშებული ვუყურებდი ჩამქრალ ეკრანს. იმ მომენტში მე მივხვდი, თუ რა ტკივილს განიცდის თითოეული მათგანი, როცა ჩვენ მათ ვკლავთ! დიახ, ვკლავთ ჩვენი ზიზღით, ჩვენი ამრეზილი მზერით, გადაკვრით ნათქვამი დაცინვით. მივხვდი, თუ რაოდენ უსუსური ვყოფილვარ, როცა ჰომოფობობა მეამაყებოდა…
წამით გავიაზრე, რომ საზოგადოებაც ისევე გახელებით ცდილობს დაიბანოს ხელი, როგორც ამას მთავარი გმირი ცდილობს ერთ მომენტში, როცა გეის ჩამოართვა ხელი, რათა მოიცილოს ის ჭუჭყი, რასაც თვითონ ჰომოსექსუალიზმს უწოდებს.
მე  ვცდილობ დაგანახოთ, თუ როგორ შეიძლება ჩვენმა ნათქვამმა ერთმა სიტყვამაც კი მოკლას ადამიანი. და თუ სადმე მოისმენთ, ან წაიკითხავთ, რომ ვიღაც ახალგაზრდამ თავი მოიკლა მისდამი ჰომოფობური დამოკიდებულების გამო, დაფიქრდით, იქნებ ეს სწორედ თქვენ ჩაიდინეთ თქვენივე გაუაზრებელი ზიზღით…

P.S. 17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეა.

Advertisements

6 responses »

  1. ერთი წლის წინ მეც ეგეთი დამოკიდებულება მქონდა ყველანაირი სექსუალური უმცირესობის მიმართ, მაგრამ ახლა შენნაირად ვფიქრობ. მე მგონი რამდენიმე მეგობარმა უფრო იქონია გავლენა ჩემს შეხედულებაზე ვიდრე კინოხელოვნებამ.პ.ს. ფილმს ვიწერ.პ.პ.ს. უფრო ხშირად წერე პოსტები რა !

  2. კარგი მეგობრები გყოლია! მე კი კინომ მითხრა ის, რაც არავის უთქვამს ირგვლივმყოფს… შევეცდები ხშირად ვწერო. უბრალოდ ძალიან მძიმე კვირა მქონდა და ვერ ვახერხებდი

  3. ამ ფილმს ცრემლის გარეშე ვერასდროს ვუყურებ.მაგრამ ადამიანი ვერასდროს მიატოვებს ჰომოფობიას ამ ფილმის გამო, ან ნებისმიერი მიზეზის გამო, თუ მასში არ დევს შემწყნარებლობა, რომელიც დღევანდელ ქრისტიანულ საზოგადოებას დიდად აკლია.

  4. გეთანხმები ომ, მაგრამ თეოლოგიურ საკითხებში არ გადავეშვათ! არ მიყვარს ამაზე საუბარი… ზოგადად, როცა ხელოვნება გიყვარს და მისგან ელი ხოლმე პასუხებს, ხდება ისეც, რომ სწორედ ის ახერხებს შენ შეცვლას! მიუხედავად იმისა, თუ რა საზოგადოებაში გიწევს არსებობა და როგორი იყო შენი მსოფმხედველობა მანამდე

  5. მე თეოლოგიის პრინციპების გამოუსადეგრობაზე არაფერი მითქვამს. უბრალოდ, მათ მხოლოდარსებობაზე მივუთითე.სამწუხაროდ, ფილმს როცა ხელოვნების ნიმუშს ვუწოდებთ ჩვენ, ბევრი არც უყურებს მას. ამ უაზრობებზე დროის ხარჯვას, დიდი ჩაკი და რემბო ,,ოლმაითი'' არ სჯობს?ნუ გამახსენებ, რა ბრძოლის ფასად მიზის, რომელიმე კარგი ფილმი ვანახო ჩემს ზოგიერთ ახლობელს

  6. საზოგადოების შეცვლა რომ გინდა და ხელოვნება ვერ შველის მაშინ?(საზოგადოებაში ძალიან ახლობლები ვიგულისხმე)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s