სტუდენტის ერთი დღე, ანუ ჩემი ყოვედღიური რუტინა [ნაწილი I]

სტანდარტული

თვალებდახუჭული ვიღებ მობილურს და “ბუძილნიკ”-ს ვთიშავ, აქვე გავიფიქრებ, რომ აუცილებლად შევცვლი მაღვიძარას მელოდიას. თბილად ვეხვევი და ძილს ვაგრძელებ. კიდევ კარგი, თანამედროვე Alarm-ებს ასეთი ფუნქცია აქვს: გათიშავ და რამდენიმე წუთში კიდევ რეკავს:) 3 წუთიანი ინტერვალით რამდენჯერმე დარეკვის შემდეგ სწრაფად ვდგები, რადგანაც უკვე დამაგვიანდა. ტრუსების ამარა გამოვრბივარ და მაშინვე სიგარეტს ვეძებ. მოვუკიდებ, ჩამოვჯდები და ვფიქრობ: “აი, დასრულდეს ეს კურაციაც, მოვიშორო ეს საგანი და დავანებებ თავს! საერთოდ რატომ ვეწევი?” გამოცდაზეც კი რომ მაგვიანდებოდეს, ეს დაწყევლილი რიტუალი მაინც უნდა შევასრულო. 3-4 წუთში ვბრუნდები საძინებელში და ვცდილობ იქ შექმნილ ქაოსში გავერკვე. ტანსაცმლის ძებნაში ვპოულობ მობილურის დამტენს, რომელსაც დაძინებამდე თითქმის 1 საათი ვეძებდი, კრიალოსანს, სათამშო ცეპს, ო’ჰენრის მოთხრობათა კრებულს, მშრალ წებოს, სიგარეტის კოლოფს, რომელიც ფერფლითაა სავსე. ეს ყოველივე არეულა ჭუჭყიან ტანსაცმელთან, რომელთა გარეცხვაც უკვე მერამდენედ გადავდე. მაშინვე პირობას ვდებ, რომ აუცილებლად გავრეცხავ, როგორც კი სახლში დავბრუნდები. ვიცმევ სუფთა ტანსაცმელს, რასაც პირველს წავაწყდები და მერე მახსენდება, რომ სააბაზანოში არ გავსულვარ. მალე გამოფხიზლებული, სველი შუბლით და თმით სარკის წინ ვდგავარ. მოვალეობის მოხდის მიზნით ვისწორებ თმას და ბაკენ-ბარდებს. ვიკეთებ საათს, რომელიც გაჩერებულია და დაქოქვას საჭიროებს, ვიკეთებ ყურსასმენებს და გავდივარ. ვკეტავ კარს და ზარს ვაძლევ. (კიდევ ერთი გაუცნობიერებელი ჩვევა, რომელიც ვერ მოვიშალე) საათს ვიხსნი, ვასწორებ. ჩავრბივარ კიბეებზე და მაშინვე “პოპულში” შევდივარ. იციან რაც მინდა, ამიტომაც არფერს მეკითხებიან, არც მე ვითხოვ რამეს. ფულს ვაძლევ და ისინიც ხურდას ხმამაღლა მომაწვდიან სიგარეტთან ერთად. გამოვდივარ თუ არა, ვხსნი და ნაგავს იქვე მდგარ ყუთში ვყრი. კოლოფს ჯიბეში ვიდებ და ტელეფონს ვიღებ და Playlist-ს ჩამოვყვები. ამ ბოლო დროს ძირითად პოლ მაკარტნის RAM-ს შევეჩვიე და შესაბამისად…

გაჩერებაზე ტრანსპორტის მოლოდინში ვფიქრობ: “სახლის კარი დავკეტე თუ ღია დავტოვე? ხომ არ ავბრუნდე? მეზარება…” არასოდეს არ ვბრუნდები შესამოწმებლად ისე მივდივარ უნიში. გზად ვფიქრობ რა მიზეზი ვთქვა ლექტორთან დაგვიანების გასამართლებლად. (რამოდენიმე “მარგალიტი” ჩემი ფიქრებიდან: დილით წნევა მქონდა და ვერ მოვედი… მეგობარს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა და მთელი ღამე საავადმყოფოში ვიყავი… დავეცი და ფეხი ვიღრძე… “მარშუტკა” ავარიაში მოყვა და გადაბრუნდა… სახლიდან გამოსვლისას ბანდიტურმა დაჯგუფებებმა სროლა ატეხეს და მე “პერესტრელკაში” მოვყევი… სახლთან დამხვდნენ და მესროლეს…) ლექტორის წინ კი ყოველთვის ვამბობ: გასამართლებელი მიზეზი არ მაქვს, ჩამეძინა, ტრანსპორტმა დაიგვიანა.

Advertisements

9 responses »

  1. მიზეზებზე რამდენი ვიცინე :Dჩემი ჩვევა : სახლიდან რომ გამოვდივარ და კარს ვკეტავ სახელურს ვწევ დაბლა ყოველთვის! ზარი არ მუშაობს, თორემ მეც მაგას გავაკეთებდი ალბათ 😀

  2. მაგარი იყო 🙂 'გზის ფული არ მქონდა' ჩემი საფირმო მიზეზია ხოლმე მარა ვინ გიჯერებს ? 🙂

  3. 😀 ძირითდად საჭმლის გამო ვაგვიანებ. და ახლა გოგის რო ვუპასუხე იმას ჩავიხვევ და ყველა დაგვიანებაზე ვიტყვი: მამალი არ მყავს! 😀

  4. მარტო სტუდენტის რომ? მე სამსახურში წასვლის ყოველი დღე ამდაგვარი მაქვს.. როდემდე მაპატიებენ დაგიანებას არ ვიცი..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s