The Lost Weekend- The Simpsons

სტანდარტული

მულტფილმის შექმნის ისტორიას არ მოგიყვებით, უბრალოდ გეტყვით ერთს: 1989 წლიდან დღემდე გამოდის და მის ანგარიშზე 22 სეზონია.
თავიდან დავიწყე უკუღმა, ჯერ ოცდამეორე საზონი ჩავაბულბულე, შემდეგ ოცდამეერთე და ასე მეცხრამეტემდე. ბოლოს კი მივხვდი, რომ გრძელი გზა უნდა გამევლო და დავიწყე სულ თავიდან.

ასე გამოიყურებოდნენ ისინი თავიდან. ვინ იფიქრებდა, თუ ამდენხანს გასტანდა ეს შოუ.
ახლა კი…

პირველივე სეზონიდან მივხვდი, რომ ეს არაა საბავშვო მულტფილმი. გაგიკვირდათ ალბათ, მაგრამ ხუმრობების უმრავლესობა ისეა მოფიქრებული, რომ პატარა ამას ნამდვილად ვერ გაიგებს. საოცარია ასევე პაროდიები ცნობილ ხალხზე, მთავრობაზე, მულტფილმის შემქმნელებზე და ეკლესიაზეც კი. ნუ, საოცარ შავ იუმორზე არაფერს ვამბობ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სპეციალური სტუმრის ამპლუაში ისეთი ცნობილი ადამიანები მოხვდნენ, როგორებიც იყვნენ (და არიან): ჯორჯ ჰარისონი, პოლ მაკარტნი, რინგო სტარი, ვუდი ალენი, მელ გიბსონი, რიჩარდ გირი,  სტივ ჰოკინგი, ბილ გეიტსი, მარკ ცუკერბერგი, ჰიუ ლორი, დენიელ რედკლიფი, Fallout boy, Green Day და სხვანი და სხვანი… თან რაც მთავარია, თითოეულმა Star-მა საკუთარი პერსონაჟი თვითონვე გაახმოვანა.
ასევე მეტად საყურედღებოა ის ფაქტიც, რომ მულტფილმი გაჯერებულია არამარტო დიდი იუმორით, არამედ სიბრძნითაც. ერთი ფრაზა მომივიდა ახლა თავში პირველი სეზონიდან: “გახსოვდეთ, ომში გამარჯვებული არ არსებობს! ომში ორივე მხარე ყოველთვის წაგებულია! ასე რომ გახსოვდეთ: მშვიდობა, სიყვარული და საღეჭი რეზინი (ბარტმა ხომ უნდა აურიოს ბოლოს ყველაფერი:D:D)”. კიდევ ერთი: “სჯობს სიკვდილი, ვიდრე რასიზმი”
სურათში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს 60-იანი წლების ჰიპურ მოძრაობას, მათ იდეებს, მუსიკას. ასევე ცალკე უნდა აღინიშნოს ბიტლზიც, რადგანაც ისინი მრავალ ეპიზოდში გვხვდებიან და ეს კი მე როგორ მახარებს, ალბათ ხვდებით…


ცალკე გამოსაყოფია პაროდიები ფილმებზე, ე.წ. YouTube Star ვიდეოებზე, რაც საოცრად მხიბლავს.

 

გამოყენებული მუსიკა საოცრად ლამაზი გეჩვენება

თურმე ჰომერმა შექმნა გრანჟი… აბა კურტ კობეინიო იტყვით ალბათ…

მთავარი სიამოვნებაც ისაა, რომ ეს პაროდია კიდევ ცალკე პაროდიაა ფილმზე “უკან მომავალში” (იმედია ვიღაც მაინც მიხვდება რაც ახლა დავწერე:D)

ესეც 60-იანი წლების შედევრი, რომელიც ძალიან შემიყვარდა…
ძირითადი მესიჯები კი ასეთია: არა ომს, მშვიდობა და სიყვარული, ძირს რასიზმი, ჰომოფობია, ტერორიზმი, გავუფრთხილდეთ ბუნებას და საკუთარ პლანეტას, ვაშა მეგობრობას, ოჯახი უპირველეს ყოვლისა…
მეტი რაღა გავაგრძელო? უკვე სიმპსონომანია შემეყარა 🙂 ერთი კი დანამდვილებით ვიცი…

Advertisements

One response »

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s