The Lost Weekend

სტანდარტული

   თითქმის 1 თვე გავიდა რაც არაფერი დამიწერია. ვეცადე, მაგრამ არ გამოვიდა. არ იფიქროთ, რომ ფანტაზიის ნაკლებობას ვუჩივი, უბრალოდ მეზარება. ერთფეროვნება მოსაწყენია, ამიტომაც ვცდილობდი ახალი გატაცება მეპოვნა და მივაგენი კიდევაც. ეს გახლავთ მეტ გროუნინგის შედევრი- “სიმპსონები”. რამდენადაც ეს სერიალი ბავშვობასთან ასოცირდება, ვეცადე კიდევ უფრო ჩავჭიდებოდი მას. სერიებს სერიებზე ვიწერ(დი), ამან კი გამოიწვია ის, რომ ფაქტიურად ჩემი ცხოვრება ბოლო პერიოდში 22 წუთიან სასიამოვნო და მხიარულ მონაკვეთებად დაიყო. ადამიანებთან ურთიერთობით და სიახლოვით ნამდვილად არ გამოვირჩევი, ამიტომაც შეწყდა ჩემი აქტიურობა ფეისბუკზე (ვერ ვიტან სიტყვა “პირწიგნაკს”). ამიტომაც სულ მეკითხებიან : “სად ხარ? ხო მშვიდობაა? რაღაც აღარ ჩანხარ. პასუხს რატომ არ გვცემ?”  თითქოს დავიღალე, წასასვლელად ვემზადები, მაგრამ წასვლაც არ მინდა, არადა ზაფხულის აქ გატარების პერსპექტივაც არ მხიბლავს დიდად. სახლიდან მხოლოდ აუცილებელი სასიცოცხლო ჩვენებისას გავდივარ და საოცრად დაღლილი ვბრუნდები უკან. გარემო არ მამხიარულებს და ვცდილობ მუსიკასა და “სიმპსონებში” ვპოვო შვება. რაღაც ნარკოტიკივითაა, სხვას ვერაფერს ვაკეთებ. წარმოგიდგენიათ, ბოლო კვირების განმავლობაში 2 ფილმი ვნახე მხოლოდ, არადა რამდენი დამიგროვდა უკვე…
   ჯონ ლენონის ცხოვრებაში იყო პერიოდი, რომელსაც The Lost Weekend ეწოდა. მოდით ჩემ შემთხვევაშიც ასე დავარქვათ. ახლა კი თქვენის ნებართვით, დავჯდები და დავიწყებ რამდენიმე ჩაფიქრებული, “დაკარგული” პოსტის დაწერას. უახლოეს რამდენიმე დღეში შევეცდები ბოლო 4 კვირის განმავლობაში მომხდარი საინტერესო (ან პირიქით, უინტერესო) ამბები მოგიყვეთ…

Advertisements

5 responses »

  1. საოცარია პირდაპირ! დღეს ომარს ვკითხე რა ჭირს, სადაა და რა მოკლე პასუხებს მწერს-მეთქი 🙂

  2. ,,ხო მშვიდობაა?''–ეს მე ვარ :Dვიცით, სადაც ატაებ უმეტეს დროს, მაგრამ, პოსტებს მაინც ნუ მოგვაკლებ :))))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s