Magical Mystery Tour

სტანდარტული

თბილისი-ქუთაისის “მარშუტკა” ძლივს გამოეტია დიდუბის ავტოსადგურიდან და მივხვდი, წინ ხანგრძლივი, დამქანცველი მგზავრობა მელოდა. ასეთი დროს ერთადერთ მხსნელად დატენილი მობილური და “ბიტლზის”, ლენონის, მაკარტნის, ჰარისონის, სტარის ალბომები მევლინება. შეიძლება ითქვას, რომ მგზავრობის დისკომფორტს მუსიკა მინელებს. დღესაც ასე უნდა ყოფილიყო…

***
-უკაცრავად, მკლავზე რა გაწერიათ?
-რავიცი მე…
-როგორ არ იცით? ვერ გავარჩიე და იმიტომ გკითხეთ! რუსულადაა?
-მართლა გაინტერესებს?
-რომ არ მაინტერესებდეს არ გკითხავდით.
-ჯარში გამიკეთეს ბიჭებმა. რავა? შენც გინდა ეგეთი?
-არა, უბრალოდ მაინტერესებს…
-ციხის ცხოვრებაზეა რა…
-ააა, გასაგებია.
მაინც ვერ გავიგე რა ეწერა მსუქან, გაუპარსავ მძღოლს მარცხენა მხარზე დიდი, შავი სვასტიკის ქვეშ…

***
-ვინც გოგოს ატყუებს, იმის დედას შევეცი მე!
-რატო იგინები ძმაო?
-რას ქვია რატო ვიგინები? იცი მე ვინ ვარ?
-შენ იცი, მე ვინ ვარ?
-მე რა ვიცი ვინა ხარ?
-აბა, მე რატო უნდა ვიცოდე ვინა ხარ?
– … ……ია ვარ ძმაო, ნახალოვკელი!
-ნახალოვკაში …..ძეს იცნობ?
– არა ძმაო! რა გაგების კაცი ხარ?
-კაი ბიჭი ვარ ძმაო! ვინ კითხულობს, ბრატ?
-მუჟიკი ვარ!
-ახსენი, ძმაო! მუჟიკს ბევრი ახსნა აქვს…
ყურსასმენები გავიკეთე…

***

საათნახევრის წინ ამ ორმა კინაღამ ერთმანეთი დახოცა, ახლა კი რიკოთის ერთ-ერთ “ზაბეგალოვკაში” არყის ჭიქებს ურახუნებენ ერთმანეთს და მათი გაცნობისას სვამენ. უბრალოდ მეცინება და  Playlist-ში ვიქექები…

***

ჩხუბის ხმამ გამომაფხიზლა. Hey Jude-მ ყურსასმენში მიმახვედრა, რომ ზუსტად 51 წუთია რაც მძინავს. (51 წუთი და 1 წამი – ბიტლზის ალბომიs Past Masters: Volume Two-ს სრული ხანგრძლივობა. ავტორის შენიშვნა.) ეს ორი კიდევ ერთმანეთს ურტყამს, უბრალოდ ალკოჰოლმა ლოგიკა და აზროვნება დაახშო, თორემ  “ცხენის ძალები” უცვლელი დარჩა. საქმეში ქალები ჩაერივნენ, მძღოლიც აყვირდა: “დაწყნარდით, ჩემი ძამია! არ მინდოდა ამის თქმა მარა, ჩემი სანერვიულოც მეყოფა! “უტორმუზოდ”( აქ მძღოლს უნდა ეთქვა “უმუხრუჭოდ”. ავტორის შენიშვნა) მივდივარ, მანქანა გაფუჭდა. შეინარჩუნეთ სიმშვიდე!” მძღოლის ამ სიტყვებმა ისე იმოქმედა აყაყანებულ მგზავრებზე, როგორც ნიტროგლიცერინი მოქმედებს სტენოკარდიული ტკივილისას, მხოლოდ იშემიურ პაციენტებში.

***

ვიღაცამ თქვა, ეს ყველაფერი მძღოლის ბრალია, რიკოთზე რომ გაჩერდაო. მძღოლმა თავი დაიცვა: “ჩემი რა ბრალია, ქალბატონო, ამხელა კაცებს ძიძასავით ხომ ვერ გამევეკიდები, ნუ დალევთთქვა?” შემდეგ კი თავისთვის ჩაიბურტყუნა: “ჩემი ბრალი მარტო ისაა, ცხოვრებაში “შოფრის” გარდა ვერაფერი რომ ვერ გამოვედიო”

***

რაღა დამაძინებდა? “ამბობენ, გზისპირა პეზაჟები მოსაწყენიაო”- გამახსენდა ტიტრი (“სლოგანს” აღარ ვხმარობ! გოიმი ხომ არ ვარ?) რომელიღაც მანქანის რეკლამიდან. შენი დედაც, ფრედერიკ, ცამდე მართალი ყოფილხარ! (ავტორი აქ გულისხმობს ფრედერიკ ბეგბედერს, ავტორს ბესტსელერისა “99 ფრანკი”. ამ წიგნმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა. სწორედ ამიტომაა, “სლოგანის” მაგვრად “ტიტრს” რომ წერს. იხ. ზემოთ). “თუ გინდა იყო მაგარი, იყავი ის, რაც ხარ”- აჰა, კიდევ! წყეული რეკლამა!!!!
მოკლედ, გზას ვუყურებდი, მძღოლის სიტყვებზე, ცხოვრებაზე, ჩემს არჩევანზე და მსგავს ფილოსოფიურ იდიოტობებზე ვფიქრობდი, როცა ჩემი მზერა ავტოკოლონამ მიიპყრო. გადამზიდ ტრაილერებს (ასეთი სულ 5 დავთვალე) შავი “მინივენები” (მე ასე მომეჩვენა, ყოველშემთხვევაში) მიჰყავდა დედაქალაქისკენ. წამსვე გამახსენდა ადრე ნანახი მსგავსი სურათი.  მაშინ თეთრი “მარშუტკები” შემოსკუპებულიყვნენ ტრაილერებზე. ისინი ახლა ყვითელი სახით გვევლინებიან ტიფლის ქალაქში და მათი დათვალიერება 80 თეთრით განისაზღვრება. მივხვდი, რომ უახლოეს ხანში, ავტოთა მარაქას დედაქალაქში ყვითელი ტაქსებიც შეუერთდებიან. ფაქტია, სტუდენტისთვის “მარშუტკა” ფუფუნებად იქცა, აგერ უკვე 1 თვეა, და ყვითელი ტაქსები ალბათ საოცნებო ტოტემი გახდება ყველასათვის. “და გახსოვდეთ, რომ ეს პირველი დიტომ შეგატყობინათ!” 2012 და ჯანდაბა ჩემს თავს! (ფრაზა სკანდალური ფილმიდან “2012”. “დიტოს” მაგივრად ფილმში გამოყენებულია “ჩარლი ფროსტი”. ავტორის შენიშვნა)

***

-“იზვინი” “ბრატ”! თუ იცი, ბათუმის “მარშუტკები” იქნება კიდევ?
-აი,სადგური იქითაა.
-მანდ არაფერი არაა. თუ ჩამოივლის აწი?
-ჯერ 9 საათია. ჩვენ რომ წამოვედით ბათუმის ტრანსპორტი დიდუბეში იდგა. ალბათ ჩამოივლიან.
-“სპასიბა”
ნელა მოვშორდი საოცრად ლამაზ გოგოს და მის მოუხეშავ, რაღაცნაირად მახინჯ კავალერს. ბავშვები არ ეთქმოდათ. 30 წელს გადაშორებული წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. მოშორებით დავდექი და თვალს მალულად ვაპარებდი მათკენ. მათთვის კი ამ დროს არაფერი არსებობდა ირგვლივ… არც გაცხარებული მგზავრი, მძღოლს რომ ლანძღავდა, არც ტაქსისტთა ბრბო, მგზავრებს რომ ყორნებივით დასტრიალებენ… იყვნენ მხოლოდ ორნი, და მეტი არავინ. უეცრად, ეს მახინჯი დაიხარა და გოგონას საოცრად ნაზად აკოცა ტუჩებში. ეს უბრალო ამბორი არ გახლდათ, ეს იყო საოცრება! თავისი ენების გადაჭდობით და მკერდზე მიკვრით. და მე მივხვდი, რომ სანამ ერთი ასეთი წყვილი მაინც იქნება ამ ორ გოჯ მიწაზე, საქართველოდ რომ იწოდება, გადაშენება არ გვემუქრება.
სიომ დაჰბერა. რაღაც ახალს, ყველასათვის მიუღებელ, მაგრამ ჩემთვის საოცნებო ცვლილებების სუნს ვგრძნობ ჰაერში…

Advertisements

5 responses »

  1. კარგი დასასრული მოუძებნე 🙂 არაფერი დასრულებულა და ყველაფერი ჯერ კიდევ გრძელდება.პროგნოზები მომეწონა. 😀

  2. მუსიკაზე ვსაუბრობდი ჩემს მეგობართან და სწორედ მან მომასწავლა შენი ბლოგი :)მხოლოდ ეს პოსტი წავიკითხე ჯერჯერობით და დანარჩენებსაც ვაპირებ, ჩავუყვე… ძალიან მომწონს! 🙂 წარმატებები! 🙂

  3. თამარას რეკომენდაციით ვარ აქ, პირველი პოსტი წავიკითხე და ეს ბლოგი უკვე მომწონს.კარგად დანახული და ზუსტად გადმოცემული ტიპაჟებია მაგ ჩანახატებში და ფინალი – ძალიან კარგი. მეც ზუსტად ამის იმედი მაქვს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s