გზა, რომელიც ავირჩიე

სტანდარტული

   დღეს სალიმ მითხრა:  “არ ხარ ხელმოცარული!  ან ცხოვრების მიზანი გჭირდება ან სიყვარული შენ და სხვანაირად იფიქრებ :)” სიყვარული რომ ყველას გვჭირდება, გენიოსებმა თავის დროზე გვითხრეს და ეს აქსიომა თითოეულმა ჩვენგანმა იცის. აი ცხოვრების მიზანი კი…
   გზა, რომელსაც ვირჩევთ განაპირობებს მთელ ჩვენს ცხოვრებას. იგი რომ ია-ვარდით ფენილი რომ არა არის, ამასაც ვხვდებით (ან გვეუბნება მაინც ვინმე) როდის ვხვდებით: რა გვინდა, რისთვის გავჩნდით, და რა არის ჩვენი მიზანი?
   ბავშვობიდან ყველა ამას მეუბნებოდა, ნაცნობიც და უცნობიც, შენი თითების პატრონი ან ქირურგი უნდა გახდე, ან პიანისტიო. მშობლებმა ყურად იღეს ეს შეგონება და სამუსიკო სასწავლებელს მიაბარეს ჩემი თავი. ტანჯვის შვიდმა წელმა განვლო და… მხოლოდ მხოლოდ მას მერე შემიყვარდა პიანინო. დღეს იგი ჩემი კარგი მეგობარია.
   როდის დადგა ჭეშმარიტების მომენტი? ახლაც ნათლად მახსოვს ის ღამე…
   ბებო მაშინ ცოცხალი იყო. 1995 წელს ინსულტი დაემართა, ხალხურად რომ ვთქვათ “წნევამ დაარტყა”. მას შემდეგ მარცხენა მხარე სრულად წაერთვა. 1 დღე მახსოვს მხოლოდ შორეული მოგონებებიდან, როცა ბებო ორივე ფეხით და ჯოხის გარეშე მოძრაობდა. სუნთქვა მას შემდეგ უჭირდა, რაც ახალგაზრდობაში ვირუსული ინფექციის გამო ძლიერი ბრონქოსპაზმი დაემართა და ტრაქეოტომია დასჭირდა. ამას დაუმატეთ ხანგამოშვებით ასთმური შეტავებიც. მოკლედ, მძიმე სურათი იხატება.
   დეიდა ექიმი მყავს. რაიონულ საავადმყოფოში თერაპევტია. ღამის მორიგეობები მაშინაც და ახლაც საკმაოდ ხშირად აქვს. ბაბუას გარდაცვალების შემდეგ, მორიგეობის ღამეს მასთან ვრჩებოდი. ბებოს მარტო არ ვტოვებდით. რატომ მარტო, დეიდას ოჯახი ხომ ჰყავსო, იკითხავს დაკვირვებული მკითხველი.  დეიდაჩემმა მთელი პირადი ცხოვრება მედიცინას და მშობლებს შესწირა, ვერადავერ “გამონახა დრო” გათხოვებისთვის, თუმც მთხოვნელები არ აკლდნენ…
   ასე იყო იმ საკრალურ ღამესაც… უცნაურმა ხმამ გამაღვიძა. უცნაურმა, მაგრამ ასე ნაცნობმა… ასთმური შეტევისას ადამიანის სუნთქვის ხმა თუ ვინმეს გაგიგონიათ, მიხვდებით, რა განცდას იწვევს იგი ადამიანში. წამოვვარდი, ბებო საწოლში წამოვაჯინე. რადგანაც ეს სცენა უკვე ნანახი მქონდა მოქმედების გეგმა უმალ დავსახე. 

წესი პირველი: თუ რამე მოხდა მაშინვე დამირეკე!
წესი მეორე: გახსოვდეს პირველი წესი!
                                                                        (დეიდაჩემის შეგონებებიდან)

   ახლა წარმოიდგინეთ, რა დროს ხდება მოქმედება. 2000 წლის ადრეული გაზაფხულია. მეოთხე კლასის მოსწავლე ვარ, სულ რაღაც 9 წლის. შუქი ხშირად ქრება, დაყაჩაღება-დაუთოვება გაუგონარი ცნებები არ გახლავთ, მობილური ქსელი ჯერ კიდევ ახალფეხადგმულია. მობილური აპარატი საოცრად ძვირია და ანტიკვარულ იშვიათობას წარმოადგენს. აგურისხელა Ericssonი ადამიანის სიმდიდრეზე და ფუფუნებაზე მიუთითებს. ხაზის ტელეფონი კი საშინლად ურევს. საავადმყოფო აქვეა, ასიოდ მეტრში, მაგრამ ღამის 4 საათზე არ გინდა ხმა მიაწვდინო ვინმეს, თუ ტელეფონი არ მუშაობს?


“სასწრაფოს რომ დავურეკო, სანამ ისინი მანოს ნახავენ და ის აქეთ გამოიქცევა, 5-8 წუთი მაინც გავა. ეს კი საკმაოდ დიდი დროა”- გავიფიქრე. შემდეგი მოქმედებები კი დროში ისე გაწელილად მომეჩვენა, თითქოს შენელებულ კადრს ვუყურებდი ტელევიზორში. არაფერზე არ ვფიქრობდი, მექანიკურად მომართული რობოტივით ვმოქმედებდი.


გახსოვდეს, ინჰალატორს ვასუნთქებთ მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი ჩაისუნთქავს!
                                                               (დეიდის სიტყვა, თქმული ადრე, მშვიდ ვითარებაში)

სპრეის ვასუნთქებ, ცოტა უშველა. ერთხელაც კიდევ… უკვე თავისუფლად სუნთქავს.

რახანაც ბებო ნაოპერაციებია, შესაძლოა სპაზმი ბოლომდე არ მოიხსნას!
                                                                  (ნათქვამი იქვე)

ვეძებ მომცრო ამპულას, რომლის დასახელება ახლა აღარ მახსოვს. 

“ვიცი შპრიცი სადაც დევს. 5 მილიგრამიანი მჭირდება. სპირტიანი ბამბა და რეზინის ზორტიც არ უნდა დაგვავიწყდეს. მინახავს ვენაში ნემსის გაკეთება, ამიხსნეს, რატომ უნდა გამოვწიო დგუში უკან, როცა ნემსს ვენაში შევიყვან. თუ სისხლი შპრიცში არ შემოვიდა, მეორეჯერ უნდა ვცადო. აჰა, ესეც ამპულა!”

ვხსნი შპრიცს, ვარგებ ნემსს, ამპულას თავს ვახერხავ, ვტეხავ. უფერო სითხე შპრიცში შემყავს, ზედმეტ ჰაერს გარეთ ვუშვებ. მარცხენა ხელით ბებოს მარჯვენა მაჯას რეზინის ზორტს ვუჭერ, ვენა მუქად ამოიბერა. კბილით ვაძრობ დამცავს ნემსს, თლილ თავს ქვემოთა მხარეს ვაქცევ. ვენას ზემოდან მოვექეცი, მცირე ბიძგი და თითქოს არარაობაში ამოყო ნემსის წვერმა თავი. დგუშს უკან ვწევ… მუქი სისხლი შემოიჭრა შპრიცში… 

ყურმილისკენ მივდივარ…

შიში არ მქონია, ხელი არ ამკანკალებია, პულსიც კი არ შეცვლილა. მანოს მოსვლის შემდეგ წარმოვიდგინე, რომ ვენაში ვერ მოვხვდი და დარეკვა დროზე ვერ მოვახერხე. მერე ამიტანა შიშმა…

ის განცდა, რაც ნემსის გაკეთების შემდეგ დამეუფლა, არ შეიძლება რამეს შევადარო. ეს იყო საოცარი სიამოვნების, კმაყოფილების, სიხარულის ნაზავი. გააზრება იმისა, რომ ვიღაცას სიცოცხლეს უნარჩუნებ, გავიწყებს ყველაფერ უარყოფითს. ადამიანის სიცოცხლის დაცვა- ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და ამ ტვირთის ზიდვა დიდი პატივია.

ამჟამად მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი ვარ, მეხუთე კურსზე ვსწავლობ. პიანისტობასა და ქირურგობას შორის არჩევანი სწორედ იმ ღამეს გავაკეთე.

Advertisements

7 responses »

  1. ჯერ ჩემი თავი გამიხარდა აქ ძალიან <3თითებზე ადრე გითხარი კომპლიმენტი თუ გახსოვს :)ექიმობა ძალიან საპასუხიმგებლოა არ გესწავლება ჩემგან და ყურადღებით უნდა იყო <3გამბედაობას გიქებ, მე ახლაც ვერ გავაკეთებდი მაგდენს, არა თუ მეოთხე კლასში :))

  2. All you need is love, pampaparampa…ეგეც მოვა :)ცხოვრების მიზანს რაც შეეხება, არ მჯერა, რომ ადამიანი, რომელსაც ცხოვრებისეული წვრილმანებით ტკბობა და დაფასება შეუძლია, უმიზნოდ და უაზროდ ცხოვრობს. თუ მეტის გაკეთება უნდა და ჯერ შესაძლებლობა არ მისცემია, ეს დროის და მოთმინების ამბავია მხოლოდ…

  3. მახსოვს სალ! მაშინ გითხარი კიდეც, მგონი, სულ ამს მეუბნებოდნენ ან ქირურგი ან…მადლობა შენ ამ პოსტისთვის!

  4. თამარა, ვიცნობ საოცრად ხელოვან ადამიანს, რომელიც 5 წელია ვერ ჩამოყალიბდა რა უნდა ცხოვრებაში და თავის ნიჭს ქარს ატანს. რას არ ჩავჩიჩინებ, მაგრამ… არადა ცხოვრებით ტკბობა მაგან იცის, თუ იცის. ალბათ პიროვნულია ყველაფერი

  5. ნიჭის ფლანგვა სხვაა, ალბათ არ უნდა და ამიტომაც არის პასიური, კმაყოფილია სწორედ იმით, რითიც ტკბება. "ვერ ჩამოყალიბება" კიდევ სადავო საკითხია, როგორც წესი, ცოტა სიზარმაცესთანაც აქვს ხოლმე კავშირი მაგას… დასანანია, თუ ასე დაიკარგება!მეც ვიცნობ თავისი საქმის ძალიან კარგ პროფესიონალს, რომელსაც ვერა და ვერ მიეცა თავისი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება და ამის გამო იტანჯება…კი, პიროვნულია! მაგრამ ადამიანს, რომელსაც გზაც ნაპოვნი აქვს უკვე, მხოლოდ ცოტა მოთმინება და საკუთარ თავზე მეტი მუშაობა მართებს… ასე მგონია…

  6. "ადამიანს, რომელსაც გზაც ნაპოვნი აქვს უკვე, მხოლოდ ცოტა მოთმინება და საკუთარ თავზე მეტი მუშაობა მართებს… ასე მგონია…" სრული ჭეშმარიტებაა!

  7. შვიდი წელი მეც ტანჯვაში გავატარე მუსიკალური სკოლა ისე დავამთავრე ფორტეპიანო მძულდაახლა შემიყვარდაცხოვრებაში ორი რამ უნდა აირჩიო სწორად– მეუღლე და საქმე, რომელიც გიყვარსშენ მეორე მოგიხერხებია: ))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s