დეპრესია

ვიდეო

-არ მოგწყინდა, შეჩემა ასე ცხოვრება? ვერ ატყობ, რომ ყელამდე მძღნერში ზიხარ?
-ჰმ, შენ ახალი მითხარი რამე!
(ნაწყვეტი ჩემი და ძმაკაცის საუბრიდან)

***
ბოლო ერთი კვირაა offline-ზე გავიდა. ყველაფერი ყელში ამოუვიდა. როგორ მიხვდა თავის მდგომარეობას? მარტივად! კინოს ყურების ხალისი დაეკარგა. წერაზე არაფერს ვამბობთ. არადა ახლაც ელოდება desktop-ზე საქაღალდე, სახელად kino, მასში კი ქვეფაილებად: Gus Van Sant, Robert Altman, moklemetrajianebi. “ინტელექტუალურ კინოს” მიეძალა ბოლო დროს. ფილმს ფილმზე ნახულობდა, ახლა კი ხალისი წაერთვა. უაზრო არარსებობას ისევ და ისევ “სიმპსონებით” იკლავს. სერიას სერიაზე ნახულობს, რამდენიმე საათით იმხიარულებს ცხოვრებას, მერე ისევ წყვდიადი. facebook-ს მოვალეობის მოხდის მიზნით ათვალიერებს, ბლოგზეც ამაოდ შედის, იცის ახალი არაფერი დახვდება. სხვისი ნაწერის კითხვაც ეზარება, არადა რამდენჯერ უთხრა საკუთარ თავს და სხვასაც, წავიკითხავო. “უშედეგოა”- ამბობს საკუთარ ყოფაზე და ისევ მულტფილმს უბრუნდება.

***
“სად არის ხსნა? საით არის ჭეშმარიტების გზა? ვინ ვარ, და რა მინდა? რატომ ვფლანგავ ასე უდიერად საკუთარ ცხოვრებას? როგორ შევიძლო, რომ ვიცხოვრო?”- დაძინებისას სულ ამაზე ფიქრობს.

***
ძილშიც არტ-ჰაუსი ესიზმრება. ხედავს საოცარ ფილმებს ღრმა აზრით, ზოგჯერ გადაღებებს ესწრება. აკვირდება რეჟისორისა და მსახიობების მუშაობას. იღვიძებს, სიზმარი-ფილმის სიუჟეტს მთვლემარე ბუტბუტებს და მერე კვლავ იძინებს. დილით აღარაფერი ახსოვს.

***
რამდენიმე საინტერესო იდეა დაებადა. გაუხარდა, უნაყოფო არ ვყოფილვარო სულაც. მაშინვე დახატა, დახვეწა და საიმედოდ შეინახა.

***
ერთწლიანი “შვებულების” შემდეგ საავადმყოფოს დაუბრუნდა. ეს იშვიათი გამონაკლისია, როცა უცხოთა საზოგადოებაში თავს მშვიდად გრძნობს. დინჯად საუბრობს, ავადმყოფებს იმედს აძლევს. მოკლედ, ისეა, როგორც თევზი წყალში.

***
საოპერაციო ბლოკზეც დაწერდა ორიოდ სიტყვას, მაგრამ ეთიკა უკრძალავს. ეს იშვიათი გამონაკლისია, როცა საზოგადო წესებს უტყვად ემორჩილება.

***
ალკოჰოლს მიეძალა. ბოლო 4 დღეა მუდმივად “გრადუსშია”. იცის, არ შველის, მაგრამ შეჩერებასაც არ აპირებს. იქნებ ცდილობს ცხოვრებას სხვაგვარად შეხედოს? იცის, რომ ის ისეთივე ნაგავია, უბრალოდ ამ დროს “დედამიწის რყევას” მთელი სხეულით გრძნობს. თავის ტკივილმა რომ არ შეაწუხოს, “პახმელიაზეც” სვამს…

***
უკვირს, აქამდე როგორ დაეცა, მაგრამ ახსენდება, რომ ამის აღსაკვეთად თითიც არ გაურყევია. შედეგი კი ლოგიკურად ეჩვენება. იცის, რომ კარდინალურად ერთ წამში ვერ შეიცვლება. ცდილობს დაიწყოს მტკივნეულ გზაზე შედგომა, ჯერ მხოლოდ უშედეგოდ.

***
“ცოცხალი ხარ?” -უკვე მერამდენე ადამიანი წერს, ან ურეკავს. “ვარსებობ”-ყველას ასე პასუხობს. ეს სიტყვა მის ამჟამინდელ ყოფას ზუსტად შეეფერება.

***
ცდილობს საკუთარი თავი შეიზიზღოს, მაგრამ ზედმეტად ეგოისტია ამისთვის. “მეყო წუწუნი, დროა საკუთარ თავზე ვიმუშაო!” შეუძახებს ხოლმე, მაგრამ ეს მუხტი ნახევარ საათზე დიდხანს არ გრძელდება. მერე კვლავ მელანქოლიის მორევში ეშვება. დაიღალა…

***
“სიგარეტია ამ ყველაფრის თავი და ბოლო!”- ამბობს და კიდევ ერთ ღერს უკიდებს. შავ ნახველს იღებს უკვე რამდენიმე დღეა. დაიღალა…

***
“კუზიანს სამარე გაასწორებს!”-ამ სიტყვებით თიშავს კომპიუტერს და დასაძინებლად მილასლასებს. “მტკივნეული ყოფილა ცხოვრება!” დაიღალა…

***
პირობას დებს, რომ ორშაბათიდან შეიცვლება. არ დაელია ეს “ორშაბათი”. დაიღალა…

***
ცხოვრებამ დაღალა…

 

Advertisements

11 responses »

  1. მიზეზების ქექვა ზედმეტია აქ, იმიტომ, რომ თვითონ უკეთ იცი; თანაგრძნობა მეეჭვება, გესიამოვნოს ან გჭირდებოდეს; რჩევებს რაც შეეხება, არა მგონია, ვინმემ რაიმე ახალი გითხრას, მსგავსი შაბლონების გარდა: მიმოიხედე ირგვლივ, სხვები შენზე უარესად არიან, დატკბი იმით რაც გაქვს და ა.შ… მოკლედ, გავატარეთ ესეც…მაგრამ მართლა მიჭირს გავიგო შენი ყოფის მთელი ტრაგიზმი… "სად არის ხსნა? საით არის ჭეშმარიტების გზა?" – მაგრამ ეძებ კი? ასე ეძებ?

  2. შენ ფილმს ვერ უყურებ?! ვერ ვიჯერებ!მე უკვე სმა შემიძლია. ორშაბატს მოდი, იქ წავიდეთ და გავიყინოთ თან რაღაცებზე უნდა დაგელაპარაკო. მოდი უეჭველი და წავიდეთ იქ, თორე მერე გადავიფიქრებ :)))

  3. რაღაც მქონდა სათქმელი დღეს და ვერ გითხარისავით. კი არადა, დიდიხანია მინდა გითხრა. ხოოდა, თავი ვერ მოვაბი კაროჩე და იმასაც ვფიქრობ, როგორ მოვიქცე საერთოდ :)))

  4. მარტო შენ არ ხარ დეპრესიაში
    მაგ დროს პირველი დამხმარე მუსიკა და წელიწადის დროებია!ან რამე სიახლე , უმნიშვნელოც კი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s