Free As A Bird- ანუ შიში

სტანდარტული

უშიშარი არავინაა ქვეყნად. “თვით ძია ვასოც” კი.

-არა, ასეთი დასაწყისი არ ვარგა! პირდაპირ თქვი სათქმელი!

-მერე, სხვანაირად რომ გაიგონ?

-ხოდა იყავი ეგრე, სხვის შეხედულებებზე დამოკიდებული.

 

ჩემ შიშს სახელი არ აქვს. ის მოულოდნელ მოდის ჩემთან და ასევე სწრაფად მიდის. არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი, ალბათ სწორედ ამიტომაც ვერ ვკურნავ მას. დღეს, ძმაკაცმა ფროიდზე და ბავშვობის დროინდელ კომპლექსებზე ჩაილაპარაკა რაღაც. ზუსტ პერიფრაზს ვერ ვაკეთებ, ისე მისკდება თავი. ასე იცის, ლუდის თრობიდან გამოსვლამ.

არის პერიოდი, როცა არავინ არ მინდა ირგვლივ, საერთოდ არავინ. არავის ვწერ, არ ვურეკავ. ვარ მარტო და მთელი ღამით “სიმპსონებს” ან ფილმებს  ვაკვდები. სიგარეტი რომ არ მქონდეს საყიდელი, გარეთაც არ გავიდოდი, ალბათ. ასე გრძელდება გარკვეული პერიოდი და მერე ყველაფერი იცვლება. კალაპოტში ვდგები.

შევეცდები ქვეცნობიერს ჩავწვდე და ამ უაზრო ქმედების ახსნა ვიპოვო.

საბოლოოდ იმ აზრამდე მივდივარ, რომ ჩემი ასეთი მდგომარეობა, სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების მიმართ შიში. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მაღიზიანებს ხალხის მასის ყურება და მასში გათქვეფა. სწორედ ამისგან თავდასაცავად თვითიზოლირებას ვცდილობ, ფიზიკურად და გონებრივად. არა, ჩემთვის ცუდი საზოგადოებას არაფერი გაუკეთებია, მაგრამ არც კარგი დამოკიდებულება მახსენდება მოცემულ მომენტში. იქნებ, ეს შიში, სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი “მე”-სადმი თრთოლვა? იქნებ, ხალხს არც არაფერი დანაშაული არ მიუძღვის ჩემ წინაშე? უფრო ღრმად უნდა წავიდე საკუთარ ფსიქიკაში.

ბავშვობა ისეთივე მქონდა, როგორც ბევრ 90-იანელს. არც ვშიმშილობდი, არც თავზე გადამდიოდა. უბრალოდ ესაა, რომ ჩემგან ყოველთვის საუკეთესოს მოელოდნენ. სწავლას არავინ მაძალებდა, სიამოვნებისთვის ვსწავლობდი, მაგრამ ამან შექმნა ჩემ ირგვლივ მოსაზრება, რომ “დიტომ ეს უნდა იცოდეს!” სწორედ ამიტომაც, ერთგვარად ვიკისრე პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და მივყევი საკუთარი პიროვნების დახვეწას. სწორედ ამ პასუხისმგებლობამ გამიჩინა ჩემდა უნებური შიში ხალხის წინაშე. შიში იმისა, რომ რამე არასწორად არ გავაკეთო. არადა, ცხოვრებისეული შეცდომები რომ არა, ადამიანის მენტალური განვითარება ერთ წერტილზე გაიყინებოდა. სწორედ კაზუსები გვაყალიბებს პიროვნებებად. მე კი ვცდილობდი, არაფერი არ შემშლოდა. სწორედ აქ შემეშალა ალბათ.

გადავიქეცი “მექანიკურ ფორთოხლად”. ვამბობდი იმას, რაც ყველასთვის მისაღები იყო. ჩემი აზროვნება ზუსტად იმეორებდა ბრბოს ფიქრების კონტურებს. ძნელია, განვითარდე, როცა არავინაა ირგვლივ, ვინც საწინააღმდეგოს გეტყვის და შეგეკამათება. არა, საკუთარი აზრი გამაჩნდა, ოღონდ მის გამოთქმამდე აუცილებელი იყო ყველაფერი შემესწავლა ობიექტის ირგვლივ. მაგალითად, საუბარი იყო ლენინზე. მე სანამ რამეს ვიტყოდი, აუცილებელი იყო მის შესახებ ყველაფერი მცოდნოდა, დაწყებული მისი ბავშვობიდან, დამთავრებული მისი ფილოსოფიური მოძღვრებებით და შეხედულებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრის გამოთქმისგან თავს ვიკავებდი. აქ ჩნდებოდა შიში იმისა, რომ ვიღაც “ჩამჭრიდა” ჩემი არასრული ცოდნის გამო. ამას ემატებოდა იმის გააზრება, ვისთან მქონდა საუბარი და პირადად ის როგორ იყო განწყობილი პერსონის მიმართ.

როცა არ იცი, ან უნდა ისწავლო, ან შეეჩვიო ამ აზრს. მე კი, თუ სწავლის საშუალება არ არსებობდა, ვცდილობდი პირში წყალი ჩამეგუბებინა. ბოლო პერიოდში კი თვითიზოლაციას მივმართავ. გავდივარ ქუჩაში და ასე მგონია, რომ ვალდებული ვარ, ვიღაცის წინაშე რაღაცით. ეს საშინელი აკვიატება მოსვენებას არ მაძლევდა, ამიტომაც დავიწყე გაქცევა. გამოვიკეტე ჩემ სამყაროში.

ადამიანთან ურთიერთობისას 5 წუთი მჭირდება მისი აზროვნების შესაფასებლად. თუ მივხვდი, რომ მასთან ურთიერთობა უსიამოვნოა (რაც ჩემ შემთხვევაში საკმაოდ ხშირია), გავრბივარ. სწორედ ამიტომაც მიჭირს კონტაქტების დამყარება, მეგობრების შეძენა. ალბათ ეს განაპირობებს, რომ უცხოს პირველი არასდროს ვეცნობი. საშინელება კი ისაა, რომ არც კი ვცდილობ შეცვლას. უცნობებთან სრულიად თავისუფალი მხოლოდ ერთ ადგილას ვარ, საავადმყოფოში. პაციენტებთან საუბარი და მათი თანაგრძნობა საოცარ სიამოვნებას მანიჭებს, მიუხედავად მათი აზროვნებისა. ხომ გაქვთ, ხანდახან შეგრძნება, რომ “მშობლიურ სახლში იმყოფებით”, სრულიად დაცული, კომფორტში მოქცეულნი? მე ეს განცდა კლინიკაში მეუფლება, სხვაგან არსად. თქვენ წარმოიდგინეთ არც კინოთეატრში, თუმცა ეს ცალკე თემაა და ამაზეც დავწერ მოგვიანებით.

მენტალური ცვლილებები კი ჩემში მაინც მოხდა. მუსიკა, კინო, ლიტერატურა- ჩემი მასწავლებლები! ოღონდ აქაც გაჩნდა ერთგვარი დისკომფორტი. მე ხომ არ შემიძლია ყველაფერი წავიკითხო, ყველაფერი ვიცოდე? ე.ი. ჩემი ცოდნა არასაკმარისია. თუმცა დროთა განმავლობაში ესეც შეიცვალა, მხოლოდ კინოს მიმართ დარჩა ძველებური განწყობილება. “ბიტლზი”-ს მოსმენის შემდეგ, მე მივხვდი, რომ სხვა არანაირი მუსიკა არ მჭირდება ბედნიერებისათვის. ასეც ვაგრძელებ ყოფას, მაგრამ არ გეგონოთ, რომ სხვას არაფერს არ ვუსმენ მიზანმიმართულად. უბრალოდ, თუ არ მომეწონა მელოდია, ვთიშავ და ეგაა. აი, “სინემაში”, მუსიკისგან განსხვავებით, ცოტა მეჭედება… აქ საკუთარ საქციელს ლოგიკას ვერ ვუძებნი. აქ ვცდილობ იდეალური ვიყო. ვუყურო ყველაფერს, კარგსაც და ცუდსაც. ისეთ ფილმებსაც კი, რომელთა ცქერისას დისკომფორტს განვიცდი. ბოლომდე ჩავათავებ და მერე გონებაში ვაჯამებ. არადა, ხომ შეიძლება, უბრალოდ გამოვრთო?

ამ ყველაფრის დაწერა უბრალო შემთხვევამ გადამაწყვეტინა. რამდენიმე დღის წინ მე და მოლის სასიამოვნო კამათი გვქონდა. (სიტყვა “კამათი” ნუ შეგაშინებთ! იგი არ გულისხმობს შეურაცხყოფას და ლანძღვას!!! ჯანსაღი კამათი ყველაზე კარგი რამაა, რაც  კი ადამინმა ევოლუციით განივითარა). მან ადვილად მაჩვენა, რომ ჩემი სწრაფვა იდეალურობისკენ, ულოგიკოა, რაშიც მეც დავეთანხმე. (მაგრამ კინოსთან მიმართებაში ვერ შევიცვლები, მაინც! 🙂 თუმცა, ეს არაა მთავარი. დღეს მან აღნიშნა, რომ კომენტარის არდაწერა ხელს უშლის ბლოგების დამეგობრებას. 100%-ით მართალია, ვერაფერს იტყვი. ამ სიტყვებმა საშუალება მომცა საკუთარ საქციელს ჩავფიქრებოდი. ბევრის ბლოგს ვკითხულობ, მაგრამ მხოლოდ მათ ვუტოვებ კომენტარს, რომლებმაც მეც დამიწერეს ერთდროს და ახლაც აქტიურობენ. მივხვდი, რომ აქაც იდუმალ შიშთან მაქვს საქმე…

ადამიანი წინ უნდა მიიწევდეს, სიახლის არ უნდა ეშინოდეს, უნდა განვითარდეს, რაც ასე ადვილია ვირტუალური სამყაროს პირობებში. ამ სიტყვების დაწერის შემდეგ, მე უკვე აღარ მაქვს უფლება შიშს დავმორჩილდე, ჩავიკეტო. ამიტომაც, საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ წაკითხვითანავე კომენტარი დავტოვო:) (საიდან დავიწყე და სად დავამთავრე, კაიფობთ? :D) ეს, ერთი შეხედვით უბრალო დეტალი, მთელის ნაწილია. მისი შეცვლით, არის ალბათობა, რომ მექანიზმის მუშაობაც შეიცვალოს. ვცადოთ, ვნახოთ რა გამოვა…

 

Advertisements

4 responses »

  1. აჰა, გასაგებია შენი უკანასკნელი კომენტარის პათოსი, ჩემთან რომ დატოვე…
    იცი რა, პერიოდული თვითიზოლირება ცუდი სულაც არაა, თუ ადამიანი ასე ისვენებს. ეგ შიში კი, შენ რაზეც საუბრობ, მე კარგა ხნის მიძინებული მეგონა და ამ ბოლო დროს ისევ წამომიტივტივდა, მგონი… 🙂
    მოკლედ, კარგია, თავს სხვა მხრიდანაც რომ ჩაუღრმავდი და მიზეზების ძიება დაიწყე, თუ სურვილი გექნება, მოძებნი იმ ნიშას, საიდანაც საზოგადოებასთან გექნება დაბალანსებული კონტაქტი – შენც რომ სარგებელი მოგიტანოს და პირიქითაც. მოკლედ, მიხარია, რომ უაზროდ აღარ ისხამ ალკოჰოლს და ფხიზლდები 🙂

    მოლისთან კამათს ნამდვილად არაფერი სჯობია, ყოველთვის უაღრესად კორექტულია, მაგრამ დათმობა არ იცის და შენც იძულებული ხარ, უფრო კარგად დაუკვირდე იმას, რაზეც კამათობ და მეტად განავითარო შენი აზრი 🙂

    ჰოდა, ფროიდს რაც შეეხება, შენ მეგობარს არ ვიცნობ, მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც მოდაში შემოვიდა ყველგან მაგის ხსენება. ამიტომ გირჩევდი, უბრალოდ, დაივიწყო 🙂

    • ფროიდი უბრალოდ ფსიქიატრიაზე ლაპარაკმა მოიტანა და მაშინ მითხრა! 🙂
      ცვლილებები დავიწყე, როგორც ხედავ! 🙂 ვნახოთ რა იქნება…

  2. კარგად გიცნობ, მაგრამ იმაზე ცუდად, ვიდრე მგონია 🙂 ერთია, ადამიანი რას განიცდის, მეორე-რას წერს, და მესამე- როგორია საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელ-კატეგორიებთან.
    პოსტს რომ ვკითხულობდი, გამახსენდა, დახუნძლულები რომ მოვდიოდით ,,ამარკორდიდან” და უცებ ისევ ძლიერად მომინდა, დროის ჩემინებისაებრ შენელება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s