ცხროვრება, როგორც Reality Show

სტანდარტული

-გაიგე? რაღაც გადაცემა იწყება ტელევიზორში! ხალხი თურმე ერთ სახლში იცხოვრებს და 24 საათის განმავლობაში კამერებით დააკვირდბიან!

-მერე. ვინ აიტანს ამას?

-ვინც აიტანს, სწორედ ის მოიგებს.

( ფრაზები ახლო წარსულის მოგონებებიდან)

როცა ე.წ. “Reality Show”-ების ბუმი დადგა ჩვენ ქვეყანაში, ხალხი ეკრანებს მიეჯაჭვა. იყო საუბრები მეორე დღეს ნანახზე, გაგონილზე, კეთდებოდა პროგნოზები და ადამიანები მათვის უცხო პირების ცხოვრებას საჯაროდ განიხილავდნენ. არაფერი რჩებოდა შეუმჩნეველი, აღურიცხავი… რას იზამ? კამერები ტუალეტშიც კი დაემონტაჟებინათ რეჟისორებს, რათა უმცირესი დეტალიც კი არ დარჩენილიყო ყურადღების მიღმა.

დღეს კი ჩვენ თვითონ ვართ Reality Show-ს მონაწილენი. გაიხედეთ ირგვლივ, ყველგან კამერაა. დაწყებული მაღაზიიდან, გაგრძელებული ქუჩით და უნივერსიტეტით. დასვენება რომ გინდოდეს პარკში, იქაც კი “ყოვლისმხედველ თვალს” ვერ დაემალები. დაცულობის შეგრძნებას ტოვებსო, გამიგონია, მე კი პირიქით, პირადი ცხოვრების დაუცველობის გრძნობას მეუფლება. ვიცი, ვიღაც მაკვირდება, თვალს არ მაცილებს და საჭიროების შემთხვევაში “იქ” წარადგენს ფოტო-ვიდეო მასალას “სადაც საჭიროა”. მიუხედავად იმისა, რომ გუნებაში არაფერი მსგავსი არ მიდევს. იმას კი არ ვამბობ, რომ საერთოდ მოვხსნათ და გავაქროთ ყველაფერი, არა ბატონო, მაგრამ სადღაც ხომ მაინც უნდა იყოს ადგილი, სადაც თავისუფლად ამოისუნთქავ?

ისე, ხანდახან წარმოვიდგენ მის სახეს, ვინც ამ ყველაფერს უყურებს… რამდენი უცხო ირევა მის მზერაში, რამდენს უკვე სცნობს, აკვირდება, იძიებს, უყვარს და ეზიზღება. ალბათ იმ დიდ ოთახში, სადაც უზარმაზარ მონიტორზე ირევიან ადამის შვილნი, სადღაც, კუთხეში პატარა კამერაც ჰკიდია…

ასე რომ, დილით მოწესრიგდით და ისე გამოდით ქუჩაში, კამერას გაუღიმეთ და ხელი დაუქნიეთ, ან შუა თითი უჩვენეთ…

გახსოვდეთ, Big Brothesr Is Watching You!

P.S. ამ პოსტის დაწერა აზრად არ მომივიდოდა თავში, რომ არა ორი მოხუცის საუბარი, რომელთაც აღნიშნეს, რომ მალე სადარბაზოებში კამერებს დაამონტაჟებენ. ჭორია ეს თუ არა, ამას დრო გვაჩვენებს…

Advertisements

9 responses »

  1. კარგი პოსტია. რაც შეეხება კამერებს: იმდენი დააყენონ და იქ – რამდენიც გაუხარდებათ. გადაიღონ, ჩაწერონ და “ისიამოვნონ” . მერე რა? რა მერე? ვინ უნდა უყუროს ამდენ ადამიანს? 2 მა , 6 მა თუ 1000 მა ადამიანმა? ღმერთს ვთხოვ ჩვენზე უკეთესისთვის არაფრისთვის ეყურებინოთ თავისი უბადრუკი ცხოვრების მანძილზე! 🙂

    • უბრალოდ ნერვების მომშლელია, პირადად ჩემთვის, თორე რაც უნდათ, ის უქნიათ! 🙂
      P.S. კეთილი იყოს შენი კომენტარი ჩემ ბლოგზე! 🙂

    • ყოველგვარი ჯამბაზური გამოხტომა შენ უნდა მოგწონდეს? (რათქმაუნდა ჩემი პოსტები მაქვს მხედველობაში) 😀

  2. პირველად სკოლის კედლებს შემოეჩვია შავი მექანიკური თვალი. მაშინდელი შეგრძნება, რომ სადღაც შენი მოქმედება ფიქსირდება და იწერება, სხვაგანაც გამყვა. დიდი უსიამოვნო რამეა.

  3. ერთადერთი კამერა რომელიც ხელს მიშლის ელვისშია :დ ტოისწ, კამერები :დ დანარჩენი არ შემიმჩნევია ჯერ და ამიტომ მკიდია :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s