სიყვარულის მუსიკა

სტანდარტული

როცა პირველად “ამელი” ვნახე და იან ტიერსენს მოვუსმინე, მივხვდი, რომ სწორედ ესაა კომპოზიტორი, რომელიც ახალ სამყაროში გიღებს კარს. მას შემდეგ ფრანგულ მოტივებზე აწყობილი მუსიკა ჩემი თანამდევი გახდა. მისი შემოქმედების საწყისი კომპოზიციები, უბრალოდ საოცრებაა, თუმცა მათი მოსმენა გარკვეულ მდგომარეობაში შემიძლია, ანუ “ბიტლზი”-საგან განსხვავებით, რომელსაც ნებისმიერ დროს შემიძლია დავუგდო ყური, იანის მელოდიას განწყობა სჭირდება. ან ძალიან ბედნიერად უნდა გრძობდე თავს, ან უნდა გტკიოდეს რაღაც, ყრუდ, გულში. მისი კომპოზიციებიც შესაბამისად დავალაგე ჩემ Playlist-ში.

ამას რომ ვუსმენ, ვერც კი ვიტყვი, რას განვიცდი. ეს გრძნობა ყველაფერზე მაღლა დგება. ხან რას ვხედავ, ხან რას. ძირითადად მუსიკოსების მარში და ფერადი ფურცლების წვიმა მიდგება თვალწინ. ასევე მახსენდება შარშანდელი ზამთარი, თოვლის ფიფქებში რომ ვცეკვავდი ღამით ქუჩაში. ლამპიონების მოყავისფრო განათება, ჯანსაღი, წმინდა ჰაერი და სასიამოვნო ღრჭიალი ფეხებქვეშ. საოცარი განცდა იყო…

როდესაც ეს ვნახე და მოვისმინე, სიამოვნებისგან კანკალი ამივარდა. უცებ თითქოს დედამიწიდან გავფრინდი სადღაც შორს… ასეთი კი მხოლოდ “ხოჭოების” მოსმენისას მემართება.

ესეც მოწყენილობის ჟამს…

მე ტიერსენთან ერთად ვიყავი კიოლნში, მეც დავაბოტებდი კოჭამდე თოვლში უმიზნოდ…

მასთან ერთად გავიჭედე ტეხასში. და მაშინ იანმა მხოლოდ ჩემთვის იმღერა…

ოსტინში მეც ექსტაზში ჩავვარდი.

ეს გახლდათ მსოფლიო ტური, როცა წარადგინეს ახალი ალბომი Dust Lane. მინდა გითხრათ, რომ მე სხვანაირ მუსიკას ველოდი, ისეთს, როგორიც “ამელი”-შია, ან “Good Bye Lenin!”-ში. თუმცა, მივხვდი, რომ ეს კომერციული გათვლა იყო, რადგანაც წინანდელი მუსიკით Live გამოსვლები გაძნელებული იყო. გულისფანცქალით ველოდებოდი ახალ ალბომს “Skyline”,  თუმცა მანაც იმედები გამიცრუა…

მთელი ალბომიდან მხოლოდ რამდენიმე ტრეკი ამოვიჩემე.

წუხელ კი მოხდა საოცრება! ვიპოვე ისეთი ჯგუფი, რომელიც იანთან ერთად განაგრძობს ჩემ გაბედნიერებას…

სამწუხაროდ, ეს გენიალური შვედური ჯგუფი დაიშალა, მაგრამ მათ მიერ დატოვებული 3 ალბომი ჩემს ერთფეროვან ცხოვრებას კიდევ დიდხანს გააფერადებს…

ამჯერად  “დეტექტივებზე” მეტს არ დავწერ, მათ ცალკე პოსტი დაიმსახურეს:)

 

 

 

 

Advertisements

17 responses »

  1. მოლი ბლუმის ბლოგზე გავიგე აქაურობის შესახებ. ბუენბრივია ისიც, რომ ბითლომანი ხარ და რა გული გამიძლებდა, რომ არ შემომეჭყიდა აქ.. :)))

    მინდა იცოდე, რომ დღეიდან ჩემი ბლოგის გარებიძაშვილებში იქნები. :))

  2. yann მან შეძლო და შემაყვარა პიანინო და დამაბრუნა მასთან 10 წლის შემდეგ, კონკრეტულად ამან http://www.youtube.com/watch?v=-ZJDNSp1QJA 🙂 ამელი კიდე ნამდვილი განტირთვაა Yannის ჰანგების ფონზე..

      • ძალიან მიყვარს, შემიძია მთელი დღე არაფერი ვაკეთო და მარტო ეგ დავუკრა, ისე გადის დრო ვერც ვიგებ..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s