And… Action!

სტანდარტული

ვერ გეტყვით, როდის მოხდა პირველად ჩემი სინემასთან გაცნობა, მაგრამ ფაქტია, მან თავი საოცრად შემაყვარა. მას შემდეგ, რაც ფაქტიურად ამოვწურე “რუსთავი 2”-ის, “იმედი”-ს და “პირველი არხი”-ის ფილმოგრაფია, დამრჩა სიცარიელის განცდა. მთელი ამ კოლექციიდან დაახლოებით ათიოდე მათგანი თუ გამოირჩეოდა აზრობრივი ღირებულებით. განსაკუთრებით დამამხსოვრდა საღამო, როცა TV-ში ლარს ფონ ტრიერის “ანტიქრისტე” უჩვენეს.

ეს პირდაპირ საოცრება გახლდათ… ფილმზე მოგვიანებით მოგახსენებთ, უფრო წვრილად. მე  უფრო იმის განცდამ მომხიბლა, რომ ამას ზუსტად მაშინ ასეულობით მოქალაქე უყურებდა. რომ წარმოვიდგინე მათი გაოცება, შემდეგ აღშფოთება და ლანძღვა-გინება, ლამის სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა. ეს ერთგვარი სილა იქნებოდა მათთვის სახეში, რითაც მისი აღმატებულება ტრიერი ასე გვანებივრებს. თუმცა ეს ადრე იყო. ახლა სადღა ნახავ ტელევიზორში ფილმს? ნახავ არა, წაიკითხავ! ხალხს წიგნის კითხვა ეზარება და ფილმს წაიკითხავენ, როგორ ფიქრობთ? თუმცა, ცოდვა გამხელილი სჯობსო, და აქვე გეტყვით, რომ დევიდ ლინჩის “შინაგანი იმპერია” სწორედაც რომ წავიკითხე.

რა ძალა მადგა? ერთ კვირაში თბილისში დავბრუნდებოდი და ჩავიწერდი ნორმალურად, მაგრამ ალბათ ესაა სწორედ კინოს სიყვარული.

კინო კი ყველას სხვადასხვანაირი უყვარს. ზოგისთვის ეს განტვირთვის, დასვენების საშუალებაა, ზოგისთვის კი ეს ნამდვილი თავგადასავალია, წამებით, ტკივილით, სიხარულით აღსასვსე. სხვისი რა გითხრათ, და ჩემთვის კინო არაა ეკრანზე კადრების უბრალო მოძრაობა. ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფილმი. როცა ეკრანზე პირველი კადრები ჩნდება, მე ვწყვეტ არსებობას გარე სამყაროსთვის…  მიყვარდება მთავარ პერსონაჟთან ერთად, ვიბრძვი, მეზიზღება, ვკვდები… და როცა ტიტრები იწყებს ასვლას, მე დაღლილი ვარ… ოღონდ ეს არის საოცარი სიამოვნების განცდა, როცა ემოცია აღარ გაგაჩნია, რადგანაც ყველაფერი ამოიღე და ეკრანს გაატანე ისე, რომ შენს გვერდით მჯდომს არაფერი გაუგია. ან, სულაც პირიქით, იმდენი ემოცია დაგიგროვდა, რომ მზად ხარ პირველივე შემხვედრს ჩაეხუტო და სითბო გაუნაწილო. ეს კი, პირადად ჩემთვის, იმ ჯადოსნურ საათნახევარს შეუძლია, დაბნელებულ დარბაზში რომ ვატარებ.

ცალკე თემაა ფილმის კომპიუტერში ნახვა. აქ საშუალება მაქვს დავაპაუზო, უკან გადავახვიო, უფრო მეტად დავუკვირდე სიუჟეტს, რაღაც მომენტში გავთიშო და ვინერვიულო ( აი როგორც წიგნის კითხვისას, საინტერესო მომენტში რომ წიგნს ხურავთ და თქვენთვის განიცდით, “არ შეხვიდე!”, “გამოდი”, “ნეტა ვერ დაინახოს”).

“გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ სინამდვილეში სხვას არაფერს აკეთებენ”- მოლიმ მითხრა ერთხელ. მე თავს არ მოგახვევთ ჩემ გამოვნებას, უბრალოდ დავწერ იმაზე, რა მომწონს, რას განვიცდი და როგორ “ვკითხულობ” კინოს. მე არ ვარ კინოკრიტიკოსი, ამიტომაც ზედმეტად მკაცრად(“რა უფლება გაქვს, ამას რომ აკეთებ? თავი ვინ გგონია?”), დაცინვით, ნუ განმსჯით, თუმცა თქვენგან მხოლოდ ჯანსაღ კრიტიკას ველოდები!

იდეა ასეთია. ვირჩევ რეჟისორს, რომლის ყველა ფილმს ვნახულობ ქრონოლოგიურად და მერე ვწერ მის მთლიან შემოქმედებაზე. ცალკე პოსტად გამოვყოფ ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო ფილმს, და მის ბოლო ნამუშევარზეც არ დავიზარებ დაწერას. მოკლედ, ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს. თქვენგან კი აზრის გამოთქმას დაველოდები. რჩევებს და თხოვნებს შეძლებისდაგვარად გავითვალისინებ.

ახლა კი მომიტევეთ, ფილმი მელოდება 😀

Advertisements

23 responses »

  1. ჩემთვის კინო უფრო განტვირთვის, დასვენების საშუალებაა (c) მაგრამ მიყვარს იმ ხალხთან საუბარი, ვინც ფილმებს შენსავით უყურებს.

    რაც შეეხება, სილას… რა გითხრა, მე ასეთი ემოციები არ მქონია, თუმცა ვუშვებ, რომ ვიღაცისთვის ანტიქრისტე მართლა სილის გაწვნა იყო.

    მომიტევეთ დილეტანტის აზრი, მაგრამ ასეთი აფეთქებები, ვფიქრობ, ვიზუალური ეფექტების და კოშმარული კადრების გარეშეც შესაძლებელია. მონანიებას, მაგალითად, თავის დროზე, არანაკლები (მეტი თუ არა) რეზონანსი ჰქონდა.

    • “რაც შეეხება, სილას… რა გითხრა, მე ასეთი ემოციები არ მქონია, თუმცა ვუშვებ, რომ ვიღაცისთვის ანტიქრისტე მართლა სილის გაწვნა იყო.”
      პრემიერაზე ხალხი კინაღამ გაგიჟდა:) ოთხ მაყურებელს საერთოდაც გული წაუვიდა…

      “მონანიება” ისეთი ფილმია, რომ ქართველებს უნდა გვეამაყებოდეს (ჩემი მოკრძალებული აზრით) კოშმარულ კადრებს რაც შეეხება, ეს წმინდა გამომხატველობითი ფორმაა. ტრიერმა მაგალითად “ანტიქრისტე”-ში ეფექტის გასაძლიერებლად გამოიყენა, თუმცა თავის დროზე მის “დოგვილში” ასეთი კადრები არ გვხვდება, მაგრამ შოკი, მაშინაც დიდი იყო.
      P.S. ლარს ფონ ტრიერის შემოქმედებაზე უფრო წვრილად მერე დავწერ

      • გვეამაყებოდეს და სილა ერთმანეთს არ გამორიცხავს.

        რაც შეეხება, გემოვნებაზე დავას, ჩესტერტონის ფრაზაა “о вкусах не спорят – из-за вкусов бранятся, скандалят и ругаются.” ოღონდ, მანდაც არსებობს ნიუანსი. დავას აზრი აქვს იმასთან, ვისი პოზიციაც შენთვის მნიშვნელოვანია, პირველ შემხვედრთან საკუთარი ხედვის უპირატესობების მტკიცებას რა აზრი აქვს? ჰგონია მანველიძე (ან სხვა ვინმე) დიდი მწერალი? ეგონოს. აი, დარდიც.

      • ვიცი, რომ არ გამორიცხავს. საამაყოა, რომ აბულაძემ “სილა სტკიცა” საზოგადოებას და ეს ასე მაღალმხატვრულად გამოუვიდა!

  2. მდა…
    “ანტიქრისტე” ის ფილმია, რომელზეც დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ვერ ვუყურებ ალბათ ვერასოდეს. თრეილერსაც ვერ გავუძელი.
    სხვა დანარჩენში ვემთხვევით ისევ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მე ძალიან ძალიან ძალიან პასიური მაყურებელი გავხდი ფილმების 😦

    • ვაიმე სალ რას ამბობ. ანტიქრისტე არის ძაააალიან მაგარი ფილმი. აი წარმოიდგინე, მთელი ფილმის მანძილზე მხოლოდ ორი მსახიობია და ყველაფერს რომ ეს ორი ადამიანი ქმნის. მერე რამხელა ფსიქოლოგიური დარტყმაა ბავშვის სიკვდილი და რას განიცდის დედა და როგორ იქცევა. კაროჩე, უნდა უყურო. ძალიან მაგარი ფილმია ❤

      • კარგი ფილმის ყურება მართლა სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ ჩემთვის ერთი დიდი პრობლემაა დაჯდომა და ყურება… აი, რაღაც ძალიან მღლის ახალი ფილმი:/ უკვე ნანახის ყურება კი მიყვარს ხოლმე ხუთჯერ და ათჯერ… წიგნებზეც ასე ვარ, თუმცა, წიგნის კითხვა არ მეზარება :/ რა ვიცი, აბა… ყოველდღე თითო ფილმს ვერ ვუყურებ, მოვკვდები ალბათ… კვირაში ერთი უკიდურეს შემთხვევაში 🙂

      • მესმის შენი! მე დღეში ერთ ფილმს მაინც თუ ვერ ვუყურე, ის დღე დაკარგულია ჩემთვის 🙂 მანიასავით მაქვს უკვე

  3. მეც მომწონს იდეა 🙂 რაღაც ბოლო დროს კი “გავპასიურდი”, მაგრამ იმედია ახლო მომავალში გამოვასწორებ 🙂

  4. ძალიან კარგი იდეაა, ფანტასტიური 🙂 ისე სიმართლე, რომ გითხრა, ჩემთვის ჩვეულებრივი კინომოყვარულის შეფასება უფრო საინტერესოა, ვიდრე ცნობილი კრიტიკოსების. ისინი სულ სხვა თვალით უყურებენ ხშირად 🙂 მოუთბენლად ველოდები პოსტებს ფილმებზე და რეჟისორებზე 🙂

  5. რაც შეეხება გემოვნებაზე არ დაობენს ფრაზას:დ
    ადრე წავიკითხე – გემოვნებაზე არ დაობენ, არამედ ჩხუბობენ და ხშირად ომსაც კი იწყებენოო :))

      • ხო :დ თავიდან რაღაც გაოცებულ-გაკვირვებული მზერა მქონდა ეგ რომ წავიკითხე :დ ვერ ვხვდებოდი რატომ უნდა იდაო გემოვნებაზე :დ მაგრამ, დროთა განმავლობაში დავრწმუნდი მაგ ფრაზის ჭეშმარიტებაში ;დ
        ნუ ზუსტი ციტირება არაა რა თქმა უნდა :დ მაგრამ 99% ეგრე იყო რა:დ

        რაც შეეხება შენს იდეას :დ თუ გაქვს მაგდენი დრო გოუ გოუ :დ

      • პოსტი კარგია, კარგზე ცოტა მეტიცაა: ისეთი კარგი პოსტია ერთი რომააა მეცოტავება :დ ორი მაინც უნდა იყოს :დ

  6. ველოდები სულ მოუთქმელად!!!ფილმი ჩემთვის განუყოფელი ნაწილია და დიდი სიამოვნებით ავიღებ ჩემნაირი ადამიანისგან რჩევას ახალი,უფრო მეტად საინტერესო კინოს შესახებ:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s