ჟან ვიგო. ნაწილი 1.

სტანდარტული

ვარსკვლავის ჩამოვარდნას 2 ძირითადი მახასიათებელი გააჩნია:

  • ყველაფერი საოცრად სწრაფად ხდება. ზოგჯერ იმდენად სწრაფად, რომ თვალის შევლებასაც კი ვერ ასწრებ.
  • ეს საოცარი სანახავია და არასოდეს გავიწყდება, როდის დაინახე პირველად “ვარსკვლავის მოწყვეტა” (თქვენი არ ვიცი, და მე ახლაც მახსოვს ჩაფიქრებული სურვილი:) )

სწორედაც რომ ვარსკვლავის ჩამოვარდნას ჰგავდა ჟან ვიგოს ცხოვრება. საოცრად ხანმოკლე, მაგრამ შთამბეჭდავი და დაუვიწყარი.

დაიბადა- 1905 წლის 26 აპრილს. გარდაიცვალა- 1934 წლის 5 ოქტომბერს 29 წლის ასაკში, ტუბერკულოზით.

სულ 4 წელიწადი დაჰყო კინოში, როგორც რეჟისორმა, თუმცა ეს საკმარისი გახდა, დიდებას ზიარებოდა.

მისი პირველი ნაშრომი გახლავთ “ნიცის შესახებ”. ფილმი გადაღებულია 1930 წელს.

მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ნამუშევარი, რომელიც მუნჯ კინოს მიეკუთვნება, მაგრამ საოცრად ჟღერადი და მრავლისმთქმელია. ესაა ერთგვარი პამფლეტი, მსუბუქი ირონიით, ცოტაოდენი შავი იუმორით (რომელიც სინმდვილეში უფრო სატირალია, ვიდრე სასაცილო).  მუსიკა ისე მოერგო სურათს, რომ ერთგვარ მოქმედ პირად გვევლინება და შექმნილი სიტუაციის შესახებ ზოგჯერ უფრო მრავლისმთქმელია, ვიდრე კადრები. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ოპერატორის (ბორის კაუფმანი )  მუშაობა, საოცრად თავისებური და მრავალმხრივი ხედვა. ფილმში ხშირად გვხვდება სატირული შედარებები, სიტუაციური მეტამორფოზები, რამაც ძალიან მომხიბლა. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, ფილმის პირველ ნახვაზე წმინდა სახის თვალისმიერი და ყურისმიერი სიამოვნება განვიცადე, მაგრამ მეორე ჯერზე დავიჭირე ისეთი მომენტები, რამაც მიმახვედრა, რომ ეს უბრალოდ დოკუმენტურ ფილმს არ წარმოადგენს.  ეს წმინდა სახის ცხოვრებისეული, რეალური დრამაა, ნამდვილი პერსონაჟებით…

ჟან ვიგოს მცირეხნიანმა შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა ე.წ. “ახალი ტალღის” რეჟისორთა შემოქმედებაზე. მოკლედ, რაღა განვაგრძო, და მათთვის, ვინც დაინტერესდა, მაგრამ მოთმინების უნარი არ ჰყოფნის, რათა სურათი მაღალ ხარისხში გადმოწეროს, აქვეა ფილმის სრული ვერსია.

თუ არ გინახავთ ფილმი და აპირებთ (ან არ აპირებთ) მის გადმოწერას, გაფრთხილებთ, ქვემოთ მოცემული ტექსტი წარმოადგენს სურათის ჩემეულ განხილვას და შეიცავს “სპოილერებს”!

პირველივე კადრის ნახვისას, როცა ნიცას მაღლიდან დავაკვირდი, პირველი რამაც თავში გამირბინა იყო აზრი: რეჟისორი უბრალოდ აღწერს ლამაზ ადგილებს, გვაჩვენებს ზღვას, გართობას, მხიარულებას, ბლა, ბლა, ბლა. თუმცა, შემდეგ კადრში საოცარად მწარე სიმართლეს და ცხოვრებისეულ სატირას წავაწყდი. როგორ ყიდულობს კურორტი დამსვენებელს, ანუ როგორი ხარბია ადამის სული, რომელიც აზარტულ მახეში ებმევა და თავს კარგავს. წესით ასეც უნდა იყოს! ნიცა ხომ მდიდართა სავანეა! საოცრად ერთობიან, მორთვა-მოკაზმვაზე არაფერს ვამბობ. თუმცა ვიგო არ წყდება რეალობას და ეტაპობრივად გვაჩვენებს ედემის ბნელ მხარეებს. განსაკუთრებით საინტერესოა ჩაძინებული ხალხი საზოგადო მხიარულების ფონზე. ამით თითქოს ხაზს უსვამს ადამის მოდგმის სრულ ინდიფერენტულობას თანამოძმეთა მიმართ. მეტად ეფექტურია სიტუაციათა კარდინალური ცვლილებები: უყურებ უმშვენირეს თაღებს და უცებ ჰოპ! სადღაც ჯურღმულში ამოჰყოფ თავს. რეჟისორი არ მოერიდა სიბინძურეს. მან შეძლო და მდიდრული ქალაქი სრულად გააშიშვლა, არამარტო ხორციელად (დაუპირისპირა ერთმანეთს მატერიალური კეთილდღეობა და სიღატაკე) არამედ სულიერად (სანაგვიდან, კანალიზაციიდან უცებ მდიდრულ ბალზე ამოგვაყოფინა თავი). მერე რა, რომ ვიღაცას შია? მერე რა, რომ ხალხი წელს იწყვეტს შრომით? მერე რა, რომ ყელამდე ნაგავში უწევთ ცხოვრება? ეს ხომ მდიდრებს არ ეხებათ? ეს ხომ ნიცაა! და რათა მოახერხოს, გააძლიეროს ეს ეფექტი, გვიჩვენებს საზეიმო მსვლელობას, რომელიც ალბათ, უფრო საშუალო ფენისთვის არის გათვლილი. ერთ მომენტში ნიღაბში გამომწყვდეულ ადამიანს ვაწყდებით, რომელიც გისოსიდან იყურება და და თითქოს თვალებით გეუბნება: შენც ასე ხარ ნიღბების ტყვეობაში და აქედან თავის დაღწევა რთულია.

ძალიან მოვიხიბლე შედარებებით, მწვავე შენიშვნებით და სარკაზმით, რაც რამდენიმე ეპიზოდში წამიერად გაიელვებს. თუნდაც ის რად ღირს, მდიდრულად გამოწყობილი ქალბატონი არაამქვეყნიური სახით მოიჭიმება და უცებ შემდეგი კადრი სირაქლემაზე ხტება! ეს ხომ საოცარი სარკაზმია! ძვირად შეფუთულ სხეულში სირაქლემას ინტელექტს დაუვანია! განა სასაცილო არ არის?

არის ამ ფილმში რაღაც საოცრად ტრაგიკული. ესეც წამზე უფრო ცოტახანს გრძელდება. ჯარისკეცების მარშირებას ვგულისხმობ. რეჟისორი გრძნობს ალბათ ამ ფაციფუცს, რაც ევროპის შუაგულში ტრიალებს. მომასწავებელ ტრაგედიას იგი მხოლოდ ერთი კადრით გადმოგვცემს: სასაფლაოს თეთრი ჯვრები. ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს ჩემ წინ საზარბაზნე ხორცმა გაიარა. თუმცა, რა დროს ესაა? ჩვენ ნიცაში ვართ! ვის სცალია ასეთი შემაწუხებელი ფიქრებისთვის? მიდის ცეკვა-თამაში!იქით  ვიღაცის სამგლოვიარო პროცესიაა. აქეთ- კვლავ მხიარულება. ხალხი ჯურღმულიდან უყურებს ზეცას. ერთ შემთხვევაში, ეს  მატერიალურ მდგომარეობას ასახავს, მეორეს მხრივ- სულიერ დაცემას. ასე გვათამაშებს რეჟისორი ერთი უკიდურესობიდან მეორეში, სასაფლაოდან- საოცარ მხიარულებამდე და ბოლოს გვეუბნება: სიკვილის შვილებს გვმართებს ცხოვრებას, დროს გავუფრთხილდეთ, ამის გაგებას სიტყვებივ კი არ სჭირდება.

ფრიად კმაყოფილი დავრჩი ამ სურათით. ამან მიბიძგა, რომ შემდგომ ნამუშევრებს უფრო გულით დავკვირვებოდი.

ჟან ვიგოს რიგით მეორე ნაშრომი გახლდათ ტარისი, წყლის მეფე. ფილმი გადაღებულია 1931 წელს.

10 წუთიანი დოკუმენტური ფილმი გვაცნობს მარავალგზის ჩემპიონს ჟან ტარისს, რომელიც გვიხსნის ცურვის წესებს, ტექნიკას, მოკლედ “მასტერკლასს” ატარებს 🙂

შინაარსობრივად ფილმი იმდენად საინტერესო არაა, რამდენადაც ვიზუალურად. შენელებული, უკან დაბრუნებული,  წყალქვეშა კადრები ნამდვილად ესთეტიურ სიამოვნებას მოგანიჭებთ. აქ კი მივხვდი, რომ ვიგო ჭეშმარიტად, დაბადებით რეჟისორი გახლდათ.

ესეც სულსწრაფებისთვის… 🙂

ვისაც სურვილი გაუჩნდა გადმოწეროს ორივე ფილმი მაღალ ხარისხში (BD Rip),  შეუძლია დააჭიროს ტორენტ-ფაილს აქ!

გისურვებთ სასიამოვნო კინოსეანს!

P.S. იმედია საკუთარი აზრის გამოთქმისაგან თავს არ შეიკავებთ!

Advertisements

2 responses »

  1. გამოხმაურება: ვორქშოფზე მონაწილე ბლოგერების შერჩევის პროცესი დასრულდა |

  2. გამოხმაურება: BIAFF კინოფესტივალის ბლოგერების კონკურსის გამარჯვებულები |

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s