Jealous Guy- უსისხლო ბრძოლის ქრონიკები. ნაწილი 2. დასასრული.

სტანდარტული

დასაწყისი იხილეთ აქ.

1970 წლის 11 დეკემბერი.

გამოვიდა ჯონ ლენონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალბომი John Lennon/Plastic Ono Band.

ეს ალბომი იმით არის საინტერესო, რომ პირველად აქ წარმოჩინდა ჯონის ტალანტი სრულად. სიმღერების ტექსტებში გაჩნდა ღრმა აზრი…

სიმღერით God ლენონი თითქოს ღმერთს და მთლიან სამყაროს დაუპირისპირდა…

სწორედ ეს სიმღერა დაიხვია შემდეგ ხელზე წყეულმა მარკ ჩეპმენმა. (თითქოს ამან უბიძგა, რომ ჯონისთვის ზურგში ესროლა! ნაბიჭვარი!)

1971 წლის 12 მარტი. დიდი ბრიტანეთი.

ამით ყველაფერია ნათქვამი! წლების შემდგომ ეს სიმღერა სახალო მოძრაობის ჰიმნად იქცევა.

ლენონი მონაწილეობას იღებს ირლანდიის განმანთავისუფლებელი არმიის მიტინგებში. ირლანდია მისთვის რომ უბრალოდ სახელი არაა რუქაზე, შემდგომაც ვიხილავთ.

1971 წლის 9 სექტემბერი. აშშ.

გამოდის ლეგენდარული ალბომი Imagine.

ამ კრებულში შევიდა პოლიტიკური, საპროტესტო სიმღერები. საკუთრივ Imagine-ზე არაფერს ვამბობ, ამას პოსტი არ ეყოფა, რომ დავიწყო.

ესეც პროტესტი ვიეტნამის ომს!

მოკლედ საოცარი პერიოდი გახლდათ. მაშინ ჭეშმარიტ მუსიკას შეეძლო რაღაცის შეცვლა. ქარიზმატული მუსიკოსები ლიდერები იყვნენ და მათ სიტყვებს ათასობით ადამიანი უსმენდა და ამით საზრდოობდა. ახლა კი…

1972 წლის 12 ივნისი.

გამოდის ჯონის ყველაზე პოლიტიკური ალბომი Sometimes In New York City.

ამ დროისათვის უკვე ლენონი და ონო ამერიკის მოქალაქეები არიან და ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებში მეტად აქტიურად არიან ჩართულნი. კრებულში შესული ყველა სიმღერა პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია. დაწყებული გენდერული თანასწორობის პრობლემიდან, გაგრძელებული ირლანდიაში დატრიალებული გენოციდით, დამთავრებული პოლიტ-პატიმრების თემით.

მოკლედ საოცრად აქტუალური ალბომი ჯონის შემოქმედებაში, თუმცა ნაკლებად დაფასებული…

ამის შემდგომ ჯონმა შეწყვიტა პოლიტიკური აქტივობა. ეს მის შემდგომ ალბომებში კარგად გამოჩნდა. თითქოს ის მუხტი დაიკარგა, მაგრამ ლენონი მაინც დარჩა კერპად ათასობით მელომანისთვის. მისი შემდგომი კომპოზიციებიც არანაკლებ საინტერესო და სასიამოვნო მოსასმენია.

1980 წლის 8 დეკემბერი.

ჯონ ლენონმა უკანასკნელი ავტოგრაფი გაუკეთა თავის ბოლო ალბომს Double Fantasy და იგი საკუთარ მკვლელს გადასცა. ეს გახლავთ მარკ დევიდ ჩეპმენის თავისუფლებაზე ყოფნის უკანასკნელი დღე…

Advertisements

17 responses »

  1. შთამბეჭდავი პოსტია… ❤ :))) ყოჩაღ, ლაკონური, ყოვლისმომცველი, და ნებისმიერ დროს განვრცობადია, თავის თავში კიდევ უამრავ თემას შეიცავს.
    ნუ ჯონ ლენონზე სათქმელს რა გამოლევს… :)))

      • ხო გამოუშვეს ჩეპმენი? განსაკუთრებით ეს ფრაზა მომეწონა “მოკლედ საოცარი პერიოდი გახლდათ. მაშინ ჭეშმარიტ მუსიკას შეეძლო რაღაცის შეცვლა. ქარიზმატული მუსიკოსები ლიდერები იყვნენ და მათ სიტყვებს ათასობით ადამიანი უსმენდა და ამით საზრდოობდა. ახლა კი…” <== კარგა ხანია ასეთი სიმართლე არ მომისმენია

      • არა, რა გამოუშვეს! მესამედ ითხოვა უკვე, მაგრამ ონო საპასუხო წერილს წერს და ციხეში ტოვებენ. იდეაში, რომ გამოუშვან, სასიკვდილო განაჩენი იქნება მისთვის. ვიღაც ფანატი მაშინვე მოკლავს.

      • ეჰ, მეც მინდა დღესდღეობით მუსიკას უფრო მეტი დატვირთვა ჰქონდეს საზოგადო ცხოვრებაში, მაგრამ სადაა ასეთი სიკეთე? ამ მხრივ რუსეთი საკმაოდ წინ გვისწრებს….

  2. ჰო რა ვიცი რუსული ლიტერატურისა და ენის იქით რუსეთისა არაფერი ვიცი, მაგრამ მე ძველი მუსიკაც მყოფნის :დ ის კი არა ახალს ვერც ვერასდოს მივეჩვევი… დიდი სიამოვნებით დავახლიდი ჩეპმენს შუბლში ტყვიას :დ ხელი არ ამიკანკალდებოდა ისე :დ

    • “ის კი არა ახალს ვერც ვერასდოს მივეჩვევი”- 100%-ით მართალი ხარ!

      “დიდი სიამოვნებით დავახლიდი ჩეპმენს შუბლში ტყვიას :დ ხელი არ ამიკანკალდებოდა ისე :დ”
      გრძელ რიგში მოგიწევს ჩადგომა! :დ

  3. კარგი პოსტია ^^ ჩეპმენს მგონი მეექვსედ უთხრეს უარი განთავისუფლებაზე…

    პ.ს კომენტარის დატოვება არ მიყვარს, მაგრამ იცოდე ყველა პოსტს ვკითხულობ :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s