10 ფილმი, რომელიც უნდა ვნახო ახალ წლამდე.

სტანდარტული

მოკლედ, გადავხედე მეგობარ ბლოგებს და აღმოვაჩინე, რომ უმრავლესობა 10 წიგნის წაკითხვას აპირებს 2012 წლის დადგომამდე. შესანიშნავია, მაგრამ  არამგონია 31 დეკემბრამდე ონკოლოოგიისა (სავალდებულო) და ქირურგიის (სიამოვნებისათვის) წიგნის გარდა ხელი მოვკიდო რაიმეს. მაგრამ, უქმად მეც არა ვარ, მეგობრებო! სინემასადმი ჩემი ავადმყოფური ლტოლვის ამბავი უკვე იცით. 30-მდე ფილმი მორჩილად ელოდება თავის რიგს,ჩემს კომპიუტერში. ბევრს რომ არ მივედ-მოვედო, გადავწყვიტე თანადგომის გამოხატვის მიზნით დავიწყო აქცია: “10 ფილმი, რომელიც უნდა ვნახო ახალ წლამდე.” რათქმაუნდა გაცილებით მეტის ნახვა მომიწევს, მაგრამ მე შევარჩიე 10 მეტ-ნაკლებად “ჰოლივუდური” ( უმრავლესობისთვის ნაცნობი) კინოსურათი. მაშ ასე, ვიწყებ:

1.Submarine

ამ ფილმზე კარგის მეტი არაფერი მსმენია. თანაც ისეთი ხალხისგან, ვისაც რაღაც მაინც დაეჯერება კინოში. თუმცა ჩემთვის ეს ამოსავალი წერტილი არასოდეს არაა, მაგრამ სხვის აზრს შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებ. რამდენჯერ გადავწყვიტე მენახა, და ვერ მოვაბი თავი. მოკლედ, ერთ საღამოს თბილად მოვეწყობი და შევაფასებ 🙂

2.Inception

“ფენომენალური!… გენიალური!… ასეთი ფილმი არასოდეს ყოფილა!… ერთხელ ნახვა არ კმარა… ყოველ-ჯერზე რაღაც ახალი აღმოვაჩინე….”- ასეთი გამოხმაურება ჰქონდა ფილმს მოყვარულთა წრეებში. მოკლედ, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო- ზუსტად ამაზეა ნათქვამი. ვგონებ არაერთხელ მომიწევს კიდევ ამ ფილმის ნახვა, მაგრამ ჯერ საჭიროა ერთხელ მაინც ვუყურო. დროს ამისთვისაც გამოვძებნი…

3. Shutter Island

ტელევიზორში წავაწყდი ერთხელ. შუა ნაწილში იყო ფილმი (ყოველშემთხვევაში, მე ასე მომეჩვენა). ნანახმა 5 წუთმა ისე მომხიბლა, რომ ყურება მაშინვე შევწყვიტე, იმ იმედით, რომ გადმოვწერდი და წესიერად ვნახავდი თავიდან ბოლომდე… როგორც ხედავთ, ჯერაც ვერ ჩავუჯექი.

4. American History X

“აბა, შენა ყოფილხარ! რა ფილმები არ გქონია ნანახი და აქ კინოს სიყვარულზე დებ თავსო”- გაიფიქრებთ ალბათ. რა ვიზამ? ეს  სია ჩემი “შავი ლაქაა”, რომლის გაქრობასაც ახალ წლამდე შევეცდები. სამაგიეროდ, ალბათ ხვდებით როგორი “მისალოცი” ვარ! 🙂

5.  The King’s Speech

ჩაწერილი მქონდა თავის დროზე, მაგრამ “Windows”-ის გადაყენებამ შეიწირა 😀 მერე გულზეც გადამვარდა. ახლახანს გამახსენდა, ისიც სრულიად შემთხვევით. რამდენიმე დღის წინ სალისთან საუბრისას გავიხსენე ფილმი ““პერსონაჟი”, შემდეგ აღვიდგინე ფილმში მწერლის როლის შემსრულებელი ემა ტომპსონი. მისმა გახსენებამ გონებაში ამოატივტივა ფილმი “რეალური სიყვარული”. ამ ფილმიდან გამახსენდა კოლინ ფერტი… და აი აქ გავიაზრე, რომ “მეფის სიტყვა” ასეც არ მქონდა ნანახი 🙂 (ასე გაერთობა კინომოყვარული რიგითი კლიმი მოწყენილობისას)

6. Biutiful

ხავიერ ბარდემს “ოქროს პალმის რტო” მისცეს ამ როლის შესრულებისთვის, და განა კაცმა იმისთვის იწვალა, რომ ჩემნაირ ადამიანს დაეზაროს ფილმის გადმოწერა? არავითარ შემთხვევაში. უახლოეს ხანში გამოვასწორებთ ამ ლაფსუს!

7. The Artist

ჟან დუჟარდინი “99 ფრანკი” -ს ნახვის მერე შევიყვარე. საოცრად გავოცდი, როცა აღმოვაჩინე, რომ სწორედ მან ითამაშა “აგენტი 117”. ეს კომედია საკმაოდ ადრე მქონდა ნანახი და ეს ორი, სრულიად განსხვავებული როლი ერთ ადამიანთან ვერ დავაკავშირე. უფრო საინტერესოდ ის მეჩვენა, რომ “აგენტი 117”-ის ორივე ნაწილი მიშელ ჰაზანავიჩუსის გადაღებული აღმოჩნდა და მისმა ბოლო ნამუშევარმა უცებ კანის კინოფესტივალზე ამოყო თავი. თან დუჟარდინს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზიც აუღია. ამ ფაქტმა იმდენად დამაინტერესა, რომ ფილმი მოვინიშნე “უახლოეს ხანში სანახავთა” სიაში.

8. Hara – Kiri

იაპონური კულტურა და ხელოვნება ჩემი სისუსტეა. სამურაებზე და მათ თავგადასავლებზე ვაფანატებ. ჰარაკირი კი ჩემთვის მეტად საინტერესო პროცესია და ასეთმა სათაურმა წამსვე მიმიზიდა. ვერც მოვასწარი მომეძებნა, თუ დევს ფილმი სადმე რუსული გახმოვანებით. თუ არადა, არაუშავს. 2012 წელს ხომ მაინც შევძლებ ნახვას? 🙂

9. X-Men: First Class

სადაც ყველა წინა ნაწილი მაქვს ნანახი, ესეც იმსახურებს ჩემ ყურადღებას. თანაც განტვირთვისათვის კარგი საშუალება უნდა იყოს…

10. Harry Potter and the Deathly Hallows: Part II

ამ ფილმით დავასრულებ პოტერის ეპოქას ჩემ ცხოვრებში. ფანი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ბავშვობის გაფერადებაში და გახანგრძლივებაში კი მეხმარებოდა. წიგნების სერიის კითხვას კარგა ხნის წინ მოვრჩი. ჯერი ბოლო ფილმზე მიდგა…

Bonus: I’m Not There

ბობ დილანის მუსიკა ძალიან მიყვარს, და მის პიროვნებასაც პატივს ვცემ, ამიტომაც ჩემთვის მეტად საინტერესოა მის შესახებ შექმნილი ფილმი, რომელიც ვარსკვლავთა სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის.

ასეთი გახლდათ ჩემი მცირე ჩამონათვალი. და როგორია თქვენი სია???

Advertisements

18 responses »

  1. აუ ჰარი პოტერი რომ დავინახე თვალებში გულები ამენთო და მუცელში პეპლებმა იწყეს ფრენა ❤ ან ბოლო ლუკმად შემოინახე, როგორც ყველაზე გემრიელი <3<3

    და ისა, ინსეფშენზე იმდენს ლაპარაკობენ სულ აღარ მაქვს სურვილი ვნახო :შ

      • 11-ის ვიყავი პირველი ნაწილი პირველად რომ წავიკითხე : ) კი, ზღაპარი იყო. მეორეც, მაგრამ თუ ყველა გაქვს წაკითხული და მაინც ზღაპრად მიიჩნევ მაშინ.. მაშინ არ ვიცი :დ

      • მე კი 14-ის. რომ გითხრა, ჩემი ცხოვრება შეცვალათქო, არა, მაგრამ ნებისმიერ დროს შემიძლია გადმოვიღო და ისევ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხო, როგორც პირველად. ზღაპარია, მაგრამ ზღაპარზე მეტია…. თითქოს შენი ნაწილი ხდება, ხვდები, რასაც ვამბობ? :დ

      • ჩემზე კარგად ძალიან ცოტა თუ მიხვდება იმას რომ შენი ნაწილი გახდა ჰარი, ჰერმიონი, რონი ❤ რამდენჯერმე მაქვს წაკითხული თითოეული წიგნი ❤ ძალიან მიყვარს. ერთ-ერთი საუკეთესო. და ძააალიან ძალიან გული მწყდება რომ მორჩა, მაგრამ რაღაც 0.00001 % იმედი იმისა რომ კიდევ დაწერს მაინც არსებობს.

        პ.ს მე სიკვდილის საჩუქრების ნიშანი მაქვს <3<3 და ქუჩაში ან უნივერსიტეტში რომ ცნობენ ხოლმე და ხელს იშვერენ და აუ სად გააკეთებინე და სად იყიდე და ა.შ კითხვები საოცრად მსიამოვნებს ხოლმე.

    • მე უფრო დილანის ხათრით 🙂 ისე, საინტერესოა, ამდენი განსხვავებული Star-ი რომ ერთ ადამიანს გაითამაშებს

  2. რა საინტერესო ჩამონათვალია, სიამოვნებით დავჯდები და ვუყურებ მეც, მითუმეტეს რომ ჩამონათვალიდან მხოლოდ “მეფის სიტყვა” მაქვს ნანახი.
    X-Men: First Class ეს მეც მაინტერესებს, და გული დამწყდა ჰიუ ჯეკმანი რომ ვერ დავინახე, გამოგიტყდები და მისი ხალისით ვუყურებ ამ ფილმის ყველა ნაწილს. :)))
    Inception და Shutter Island ორივე ძალიან მაინტერესებს,დიდი ხანია ნახვა მინდა, მიუხედავად იმისა რომ ლეონარდო დიკაპრიო არ მიყვარს, ნელ-ნელა ვხვდები რომ მისი ნიჭით აღფრთოვანება მემჩნევა და საკუთარ თავს არ ვუტყდები, ალბათ მალე მომიწევს ამის აღიარება, როგორც თავის დროზე ტომ ჰენქსზე დამემართა, ერთ დღესაც აღმოვაჩინე რომ მისი თითქმის ყველა ფილმი ნანახი მაქვს და ყველა ძალიან მომწონს. :))
    ჰარი პოტერზე რა ვთქვა აბა, მხოლოდ პირველი და მეორე ნაწილები მაქვს ნანახი და პირველი ტომი მაქვს წაკითხული, პოტერომანი არც ბავშვობაში ვყოფილვარ და მითუმეტეს ახლა, რაღაც ვერ დავუმუღამე და სურვილი არ მქონია რომ მისი დანარჩენი ნაწილები მენახა.
    ასეა თუ ისე, ჩამნათვალი მომეწონა, ამ პოსტს საგულდაგულოდ შემოვინახავ და უახლოეს თავისუფალ დროს დაველოდები რომ სასწრაფოდ ვიხილო. :))

    • კეთილი იყოს პეპერლანდში თქვენი გამოჩენა! 🙂

      X-men-ს მეც “რასამახას” ხათრით ვუყურებდი 😀 ახლა ფაქტის წინაშე ვარ, მაგრამ გულს არ ვიტეხავ. იმედია შემდეგ გამოჩნდება კიდევ….

      საკუთარი სია შეადგინე. რაც მართლა ძალიან გინდა რომ ნახო. ასე უფრო საინტერესო იქნება

  3. Inception და Shutter Island ალბათ იმდენ ხანს მექნება გადმოწერილი სხვა ფილმებთან ერთად, სანამ ჩემს windows-საც არ მოუვა რამე 🙂 როგორმე უნდა “დავუბრუნდე” კინოსამყაროს 🙂
    …ყოჩაღ, კოლინ! :)) კარგი მეფე აღმოჩნდა :))

  4. მშვენიერი ათეულია! ყველა მაქვს ნანახი არტისტის გარდა, დევს უკვე სადმე? ყველა კარგია საკმაოდ 🙂

  5. inseption პირველად ვერ გავიგე და არ მომეწონა. კიდევ კარგი, მეორედაც ვნახე.
    I’m not there-ც ძალიან მიყვარს
    და ფენტეზიდან x-men ჩემი უსაყვარლესი ფილმია (სონის თამაშის აშკარა ,,ინფლუენცია” იგრძნობა ჩემზე) :დ

  6. ყველა ეს ფილმი http://www.filmix.net -ზე მაქვს ნანახი და გადმოწერაზე არ იწვალო ონლაინში ნახე. ჰარი პოტერი ბოლო ლუკმად შემოინახე (თუპოტერომანი ხარ).

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s