Art Is Crime!

სტანდარტული

ბევრი ვიფიქრე, როგორ დამეწყო პოსტის წერა. ჯერ აუცილებელია, განმარტება მივცე სტრიტ-არტს. ამას კი ჩემზე და ვიკიპედიაზე უკეთ, ალბათ, ეს ვიდეო გააკეთებს, რომელიც აღებულია  ფილმიდან “გასასვლელი საჩუქრების მაღაზიის გავლით”.

ფილმის რეჟისორი გახლავთ ბრისტოლელი “უსახელო ნაბიჭვარი”- ბენქსი. ცნობისათვის, აღნიშნული სადებიუტო ნამუშევარი წარდგენილი იყო 2011 წლის ოსკარების დაჯილდოებაზე, როგორც საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. (თუ დაინტერესდებით აღნიშნული ფილმი შეგიძლიათ ნახოთ აქ!)

სტრიტ-არტის იშვით ნამუშევრებს ჩვენთანაც შეხვდებით. არის რამდენიმე ნახატი, რომელიც გამოირჩევა შესრულების კარგი ტექნიკით და აზრობრივი დატვირთვით. სამწუხაროდ, მათი სურათები არ მაქვს, მაგრამ ამაზე მოგვიანებით…

ფილარმონიის ქვემოთ, რუსთაველის მეტროსკენ, მიწისქვეშა გადასასვლელში, დაახლოებით 1 თვის წინ ვნახე საკმაოდ საინტერესო ნამუშევრები. ავტორი მას ხელს აწერდა, როგორც HVITT. აქვე შემოგთავაზებთ სურათებსაც. ჩემი “ყურმილის” ხარისხზე შეგიძლიათ იცინოთ! 🙂

ამ სურათზე, ალბათ, მიშა და ვალოდია არიან გამოსახულნი. ძალიან საინტერესო ნამუშევარია, ასევე კარგი მესიჯით. აღნიშნული ნამუშევარი ცოტა მოგვიანებით გაჩნდა კედელზე.

ანონის თვალსაზრისით, ეს ვანდალიზმია, მაგრამ თქვენ თვითონ დაფიქრდით, განა ეს ხელოვნება არაა?

განსაკუთრებით საინტერესო I Love Fashion TV-ის პროექტია. სადღაც, ქართულ გამოცემაში, წავიკითხე, რომ აუცილებელია სტრიტ-არტი საბჭოთა და ფაშისტური აზროვნების წინააღმდეგ ილაშქრებდესო, და აბა ეს სხვა რამეა?

გუშინაც მოვხვდი ამ ადგილას, უფრო სწორად, სპეციალურად ჩავედი, რომ კიდევ ერთხელ მენახა ეს ნამუშევრები, და…

და ამის მერე, მე მიჩნდება კითხვა: რა არის ვანდალიზმი? საკუთრივ ეს ნახატი, თუ ის, რაც მას დამართეს? მოლიმ ვარაუდი გამოთქვა, რომ ეს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის პრეროგატივაა. შესაძლოა, სრულიად სხვისი ნამოქმედარია… თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე გული დამწყდა… როცა ამდენი კედელია დაბინძურებული უაზრო, არაფრის მომცემი წარწერით, რაღა ამას დაეტაკა მავანი? იქნებ მისთვის საშიში რამ შენიშნა ნამუშევრებში… დასკვნის გამოტანა თქვენთვის მომინდია.

P.S. არ ვიცი ვინ არის ამ ნახატების ავტორი, წაიკითხავს თუ არა ამას, მაგრამ თანა ვუგრძნობ და მოვუწოდებ: არ დანებდე! შენ ხელოვნებას ემსახურები!

დასასრულს ერთ კითხვას დაგისვამთ და გთხოვთ მიპასუხოთ კომენტარებში: არის თუ არა სტრიტ-არტი ვანდალიზმი? (სტრიტ-არტში “თავისუფლება ცოტნეს” და “1=2” არ იგულისხმება!)

Advertisements

17 responses »

  1. ახლა, ამ სურათებს რომ ვუყურებ, არა მგონია, რომელიმე სამსახურს წაეშალოს. მაშინ ბოლომდე წაშლიდა და არა ნაწილნაწილ.

    სავარაუდოდ, ვიღაცამ ინდივიდუალურად იმუშავა.

    სტრიტ-არტის და ვანდალიზმის გასარკვევად რამდენიმე ზუსტი მონაცემია აუცილებელი. სხვანაირად არ გამოვა. ჯერ ის უნდა გაირკვეს, დასაწყისისთვის, მინიმუმ, რას ნიშნავს ხარისხი (მარტო შენთვის და ჩემთვის არა, რაღაც მყარი კრიტერიუმია საჭირო), და რამდენად გვჭირდება თუნდაც გადასასვლელებში (ან სხვაგან) ასეთი არტი.

      • ომარ, ეს რომ მერიის თანამშრომლების წაშლილი იყოს, ფრაგმენტებს რატომ დატოვებდნენ? სტალინს თავი აქვს წაშლილი, ლენინის ფიგურაც ჩანს, ჰიტლერისაც. ამიტომ მგონია, რომ ვიღაცამ იმაიმუნა, თორემ მერია ბოლომდეც წაშლიდა და არც იმის აღიარება გაუჭირდებოდა, წავშალეო.

  2. ამდენ ხანს რომ არ დაწერე ამ თემაზე, ძალიან გამიკვირდა 🙂 ეტყობა, მართლა ვანდალიზმს უნდა შეეწუხებინე, პოსტად რომ გექცია ეს თემა.
    მათ კვალი უკვე დატოვეს (მართალია, დაამშვენებდა გაბანჯგვლულ ქალაქს, მაგრამ რას ვიზამთ) და, იმედია, სიახლეებით შეიცვლება მათი ნაკვალევი.
    მეგონა, სტრიტარტის მხოლოდ მცირე ელემენტებს არ დასჯერდებოდი და ,,სხვა რამეებს” ჩაურთავდი კიდე. ჩვენ რომ ვიცით 🙂

  3. მოლი, საკმაოდ რთული წასაშლელია, შესაძლოა სრულად ვერ მოახერხეს.
    სამედიცილოს მეტროს შესასვლელი სრულად გასუფთავდა წარწერებისგან (რაც დანამდვილებით ვიცი, სხვაგან რა ხდება, ვერ ვიტყვი) ეს მაფიქრებინებს, რომ აღნიშნული ადგილიც უახლოეს ხანში სრულად გასუფთავდება. ვიმედოვნებ, რომ მერიის ნამოქმედარია, რადგანაც ამას რაღაც ახსნა მაინც ექნება მერე. თუ ვინმემ ინდივიდუალურად იმუშავა (რაც მეეჭვება, სიმართლე რომ გითხრა) მოტივია საინტერესო.

    იმედია ეს მასობრივ სახეს არ მიიღებს და მხოლოდ ამ ფაქტით ამოიწურება…

    მოლი, შენი აზრით, ეს ნახატები ხელოვნებაა? პირადად შენ რას ფიქრობ ის მაინტერესებს, თორე საზოგადოება კარგახანი ვერ შეეგუება ამას, ვიცი!

  4. “თავისუფლება ცოტნეს ” 😀 ვინ ცოტნეზეა მაინტერესებს 😀
    მე მომწონს სთრით-არტი, მაგრამ სპეციალურად რომ იყოს ადგილები გამოყოფილი ბევრად უკეთესი იქნება 🙂

  5. ხო, საქართველოს ქალაქებში! 😀 😀 😀
    აბა ამერიკაში, ევროპაში და ავსტალიაში ვინ დაგანებებს კედლებზე ხატვას?

    • სწორედ მანდ ექნებათ გამოყოფილი სპეციალურად კედლები. ასე მგონია და რა ვიცი 😀
      ჩემს “ნაფტალინიან” კედლებს არ მოუხდება “თავისუფლება ცოტნეს”, თორემ მობრძანდნენ ბატონო 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s