Monthly Archives: თებერვალი 2012

ვი არ ზე ჩემპიონს, მაი Frend!

სტანდარტული

ქვემორე არსებული პოსტის დაწერისაკენ მიბიძგა გლეხის ბიჭის პოსტმა SPERMATOHOMOVIALOGIA ანუ 21+. მადლობა მას ამისთვის!

ყველანი ყალბები ვართ. ვემორჩილებით დაწერილ და დაუწერელ კანონებს. არ ვფიქრობთ, არ განვიხილავთ, არ ვმსჯელობთ. თვალახვეულები მივყვებით ცხოვრებას. გულში კი ჩუმად ვამბობთ: ფაქ ზე სისტემ!

დავცინით სხვას, მაგრამ დასაცინი თვითონა ვართ. ეს ჩვენ ვართ ნიჭიერები, მაგრამ ზარმაცები, სხვები კი „ზუბრიაჩკები“ არიან.

ეს სხვაა ტრაკის მლოკველი, ჩვენ კი შეუვალობის განსახიერებანი ვართ. ჩვენ ვართ დაუმორჩილებელი, თავისუფალი ნაცია და მერე რა, რომ სახეში გვაფურთხებენ, ეს არ გვიშლის ხელს დავტკბეთ საკუთარი მშვენიერებით.

ჩვენ ვაპროტესტებთ ამერიკის პოლიტიკას ირანთან მიმართბაში და მერე რა, რომ გადასახადებმა ლამის გაგვყვლიფეს. 80 თეთრი მგზავრობა? მადლობა, რომ ლარი არა. რა გასაპროტესტებელი ესაა. აი, მესმის, ვიღაც „ჭე“ პოლიტიკოსის გაქსუებული შვილი რომ დაიჭირონ გაგლეჯილ კაიფში! აი, ეს უკვე პოლიტპატიმრობაა და ნამდვილად იმსახურებს პარლამენტის წინ რამდენიმედღიან  მიტინგს.

ჩვენ ვიძახით: Fuck The Police და ვიცით, რაიმე რომ მოხდეს, მათვე დავურეკავთ საშველად.

„ექიმი ჰაუსი მაგარი კაცია. მაგრა აკაჩავებს პაციენტებს. იმენა ასაზიზღრებს.“ აბა ექიმმა „ბატონო-შენი ჭირიმეს გარეშე“ მოგვმართოს, ნახავს რაც მოუვა!

ეს ჩვენთან მოეთხოვება ექიმს, იყოს ღმერთი და გააცოცხლოს მიცვალებული, რომლის პირველი სიტყვები აუცილებლად იქნება: „მადლობა ღმერთო, რომ გადამარჩინე“. ალბათ ხვდებით, რომ ექიმს არ იგულისხმებს იგი. და თუ მკურნალმა ვერ შეძლო გვამის რეანიმირება, გინებით ავიკლებთ, ტელევიზიებს მოვიყვანთ, საქვეყნოდ გამოვაჭენებთ. სათაურსაც ნათლად ვხედავ „პროპაგანდის ყუთის“ კუთხეში: „მკვლელი ექიმების მორიგი მსხვერპლი!“ და ამ ჩემს …-ს ექიმი მართალი იყო, თუ არა, კომისია დაინიშნა თუ არა. ნა ხუი ვსიო!

ეს ჩვენა ვართ ყველაზე „პრადვინუტი ნაროდი“, ეს ჩვენა ვართ ევროპა. ჩვენ ათეისტებს ვუწოდებთ საკუთარ თავს და ამის დასამტკიცებლად ვაგინებთ ღვთისმშობელს. მერე რა, რომ ამით მორწმუნე თანამოქალაქეს, მეგობარს, მშობელს ვაყენებთ შეურაცყოფას. აბა ვინმემ ალაჰზე თქვას რაიმე? ან ებრაელებს დასცინოს ჩვენი თანდასწრებით! „ოოო, შე ანტისემიტო, ფაშისტო ნაბიჭვარო!“

„ქალიშვილობა? დამცინი? რაღა დროს ეგაა? რომელი საუკუნეა?“

ჰკითხე აბა „განვითარებულ“ ახალგაზრდას, მოიყვანდა თუ არა ცოლად არაქალიშვილს? „მთავარია სიყვარული იყოს და სიფრიფანა აპკს მნიშვნელობა არ აქვს!“ მაშ მეტი მტყუანს?

„ სვეცკ“ გოგოებს ჰკითხე, მიდი, ნუ მოგერიდება! ნახე, რა პასუხს მიიღებ. იქნებ ელოდები, რომ მე დავწერ სავარაუდო პასუხს? Bitch Please! არ ვიცი, და არც შევეცდები ჩემი გარყვნილი ფანტაზიის ნაყოფი მოგახვიო თავს.

სანამ მანქანა არ მეყოლება, სანახევროდ დახეული ჯინსი არ მეცმევა, რომელშიც მინიმუმ 300$ გადავაგდე, კლუბში ვიპ- კაბინაში არ ვიჯდები, მანამ ინტერნეტიდან პორნოს გადმოწერის გარდა არაფერი დამრჩენია. ფეხებზე არ ჰკიდია ყველას… კაი, არაა საჭირო ვინმესთვის თავის შეცოდება.

-ჩვენ უნდა გავუგოთ სქესობრივ უმცირესობებს და პატივი უნდა ვცეთ მათ! უნდა გვახსოვდეს, რომ ჰომოფობია ჰკლავს!

-და გაიგე, რომ თბილისში გეი-აღლუმის ჩატარებას აპირებენ? ( ჩამჭრელი და პროვოკაციული კითხვა)

-რაააა? მაგათი პიდარასტი დედა ტუუუუუუუუუუუუუუუუ.

სურამელაშვლის მუსიკის დედაც არ მოვტყან, როცა ბითლზები, ზეპელინი, პინკ ფლოიდი, ქვინი „გვყავს“? საყვარელი სიმღერა? მარტივია. ლეთ ით ბი, იესთერდეი, ზე ვოლ(აი ის, კლიპში რო რობოტი მასწავლებლები იჩითებიან) , სტეირვეი თუ ჰევენ, ვი არ ზე ჩემპიონს. დალშე? რა, არაა საკმარისი? ნუ ჩამეძიები, ინტერნეტი ჭედავს და ვერ დავგუგლავ სხვა სიმღერების სახელებს. რესტორანში რომ გავილეშები,შენი აზრით, დამკვრელებს 20 ლარიანს რომ ავფარებ სახეზე, რას ვეტყვი? „ჯიგრულად, ერთი „ბოჰემიან რაფსოდი“ შეუბერე რა!“ ხოოოო. სურამელაშვილის მუსიკის დედაც მოვტყან!

-„სიცოცხლის ხე“ მოგეწონა?

-არაააა. ნაგავია! რაში გადავყარე 2 საათი არც კი ვიცი.

– და ტერენს მალიკის სხვა კინოები გაქვს ნანახი?

-ვისი? ააა, ამ რეჟისორის? რა, სხვა ფილმებიც აქვს?

ოოო, ბლინ! კიდევ რამდენს დავწერდი, მაგრამ მეზარება წყლის ნაყვა. ამ ფუჭ ნაწერსაც რამდენიმე ადამიანი წაიკითხავს და გულს მოიფხანს მხოლოდ. იმედია, იმის ახსნა მაინც არ დამჭირდება, რომ აქ დაწერილი მოსაზრებანი ყველას არ ეხება! საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არსებობს ხალხი, რომელთაც შეუძლიათ ფიქრი, განსჯა, მაგრამ ჩუმად არიან. ერთხელაც ეს სიჩუმე დაირღვევა და მერე….

Advertisements

ნაგავი

სტანდარტული

ნაგავი- ასე ვეძახი მოგონებათა კასკადს, ჩემ თავში რომ გაიარეს, არაფერი დატოვეს და უბრალოდ ადგილს იკავებენ. ესაა ერთგვარი სცენები, კადრები, რომლებიც მოულოდნელად წამოტივტივდებიან, როცა მათ ყველაზე ნაკლებად ველოდები.  დროდადრო ნაგავი უნდა გაიტანო, გადაყარო ან სულაც საზოგადოდ წამოაჩინო.
P.S. ქვემოთ გამოყენებული უცენზურო ლექსიკისთვის ბოდიშს გიხდით. შევეცადე მაქსიმალურად რეალისტურად გადმომეცა ყოველივე.

***
-ცოლი გყავს?
-არა.
-არ გინდა, არ მოიყვანო,მაგის დედაც მოვტყან!

***
-ვისი „პრიჩოსკა“ გაქვს ახლა შენა?
-„ბითლზის“.
-ჯონ ლენონისა!- თითი მაღლა ასწია მხცოვანმა ქირურგმა.

***
-წარმოიდგინე, კარზე ზარია და ხედავ ანჯელინა ჯოლის! ამ დროს მეორე მხარეს, სხვა კარიდან მოგადგა სკარლეტ იოჰანსონი! რომელს აირჩევდი, თუ ანჯელინა ინვალიდის „კრესლოშია“ და სკარლეტს კი ხელები არ აქვს?
-ჰმ… ანჯელინას?- კითხვა იგრძნობა პასუხში.
-არასწორი პასუხია, „შენ ძმობას ვფიცავარ“!

***
-ისედაც კომპიუტერს უზიხარ სულ! მიდი, დაეჩალიჩე ვინმეს, რას კარგავ?
-მეკაიფები?

***
-თქვენ ერთმანეთი ხო არ გიყვართ?
-არა! მე და „გოჩა“  საკუთარ თავებზე ვართ შეყვარებულები!

***
-აჰა, მიდი აუმაღლე ცნობიერება!- ირონიულად შენიშნეს ჩემზე.
-ხომ ხედავ, რომ ეს საკითხი ესმის, მაგრამ…
-არა, მაგას არაფერი ეშველება!
ოჯახის შექმნზე და შვილების ყოლაზე იყო საუბარი.

***
-მგონი ფარული გეი ვარ!
-აი, ვიცოდი, უნამუსო ვიყო, რომ რაღაც ყლეობას დაახეთქებდი!- სიცილი აუტყდა მეგობარს.

***
-რა ვქნათ, დავტროლოთ?
-დავტროლოთ მაგის დედაც მოვტყან!

***
-ეკლესიაში არ წასულხარ?
-არა.
-ხედავ, ბელზებელ, მე შევასულე ჩემი საქმე!- იატაკისკენ დახრილმა დავიყვირე ეს სიტყვები.

***
-საქათველოში ნეონაცისტური ჯგუფების შესახებ იცოდი რაიმე?- ვკითხე „გოჩას“
-„კანეშნა“, შე- ჩემა! მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ!
-შენ ახლა რელიგიურ ფანატიკოსებში ნუ აურევ მაგათ!

***
-ნახე ჩემი პოსტი 9Gag-ზე?
-კი. რამდენი „ლაიქი“ გაქვს ახლა?
-13800
-Teach me, Master!

***
-ბიჯო, ეს „მის საქართველო“ არაა?
-აბა?
-აგე!- თვალით მიმანიშნეს გოგოზე.
-მართლა?

***
-ისე, კაიფობ, ხვალ ვიღაც გამოივლის ამ გზაზე და თოვლში ჩვენ ნაფეხურებს ნახავს. არ იფიქრებს, ესენი გიჟები არიანო?
-აბა ამ დროს რომელი ჭკუათმყოფელი დააბიჯებს თოვლში?

***
-„გოჩა“, ადექი, ბლიად!
-ეს ბლიად აუცილებელი იყო?
-კი, ბლიად!

***
-ჰა, გევასა ფსიქედელიური ჯაზი?
-ნი ხუია სებე!

და ბოლოს, თვის განმავლობაში აჩემებული ფრაზები:
•    Epic Boobs strikes again!
•    Attention Whore!
•    Bazinga!
•    Legen… wait for it… Dary!
•    One does not simply,  walk into the Mordor- გამოთქმული მკვეთრად გამოკვეთილი ბრიტანული აქცენტით.
•    “კლეჩატი ზამშე”.
•    “ზუბჩატი რემენი”.