ვი არ ზე ჩემპიონს, მაი Frend!

სტანდარტული

ქვემორე არსებული პოსტის დაწერისაკენ მიბიძგა გლეხის ბიჭის პოსტმა SPERMATOHOMOVIALOGIA ანუ 21+. მადლობა მას ამისთვის!

ყველანი ყალბები ვართ. ვემორჩილებით დაწერილ და დაუწერელ კანონებს. არ ვფიქრობთ, არ განვიხილავთ, არ ვმსჯელობთ. თვალახვეულები მივყვებით ცხოვრებას. გულში კი ჩუმად ვამბობთ: ფაქ ზე სისტემ!

დავცინით სხვას, მაგრამ დასაცინი თვითონა ვართ. ეს ჩვენ ვართ ნიჭიერები, მაგრამ ზარმაცები, სხვები კი „ზუბრიაჩკები“ არიან.

ეს სხვაა ტრაკის მლოკველი, ჩვენ კი შეუვალობის განსახიერებანი ვართ. ჩვენ ვართ დაუმორჩილებელი, თავისუფალი ნაცია და მერე რა, რომ სახეში გვაფურთხებენ, ეს არ გვიშლის ხელს დავტკბეთ საკუთარი მშვენიერებით.

ჩვენ ვაპროტესტებთ ამერიკის პოლიტიკას ირანთან მიმართბაში და მერე რა, რომ გადასახადებმა ლამის გაგვყვლიფეს. 80 თეთრი მგზავრობა? მადლობა, რომ ლარი არა. რა გასაპროტესტებელი ესაა. აი, მესმის, ვიღაც „ჭე“ პოლიტიკოსის გაქსუებული შვილი რომ დაიჭირონ გაგლეჯილ კაიფში! აი, ეს უკვე პოლიტპატიმრობაა და ნამდვილად იმსახურებს პარლამენტის წინ რამდენიმედღიან  მიტინგს.

ჩვენ ვიძახით: Fuck The Police და ვიცით, რაიმე რომ მოხდეს, მათვე დავურეკავთ საშველად.

„ექიმი ჰაუსი მაგარი კაცია. მაგრა აკაჩავებს პაციენტებს. იმენა ასაზიზღრებს.“ აბა ექიმმა „ბატონო-შენი ჭირიმეს გარეშე“ მოგვმართოს, ნახავს რაც მოუვა!

ეს ჩვენთან მოეთხოვება ექიმს, იყოს ღმერთი და გააცოცხლოს მიცვალებული, რომლის პირველი სიტყვები აუცილებლად იქნება: „მადლობა ღმერთო, რომ გადამარჩინე“. ალბათ ხვდებით, რომ ექიმს არ იგულისხმებს იგი. და თუ მკურნალმა ვერ შეძლო გვამის რეანიმირება, გინებით ავიკლებთ, ტელევიზიებს მოვიყვანთ, საქვეყნოდ გამოვაჭენებთ. სათაურსაც ნათლად ვხედავ „პროპაგანდის ყუთის“ კუთხეში: „მკვლელი ექიმების მორიგი მსხვერპლი!“ და ამ ჩემს …-ს ექიმი მართალი იყო, თუ არა, კომისია დაინიშნა თუ არა. ნა ხუი ვსიო!

ეს ჩვენა ვართ ყველაზე „პრადვინუტი ნაროდი“, ეს ჩვენა ვართ ევროპა. ჩვენ ათეისტებს ვუწოდებთ საკუთარ თავს და ამის დასამტკიცებლად ვაგინებთ ღვთისმშობელს. მერე რა, რომ ამით მორწმუნე თანამოქალაქეს, მეგობარს, მშობელს ვაყენებთ შეურაცყოფას. აბა ვინმემ ალაჰზე თქვას რაიმე? ან ებრაელებს დასცინოს ჩვენი თანდასწრებით! „ოოო, შე ანტისემიტო, ფაშისტო ნაბიჭვარო!“

„ქალიშვილობა? დამცინი? რაღა დროს ეგაა? რომელი საუკუნეა?“

ჰკითხე აბა „განვითარებულ“ ახალგაზრდას, მოიყვანდა თუ არა ცოლად არაქალიშვილს? „მთავარია სიყვარული იყოს და სიფრიფანა აპკს მნიშვნელობა არ აქვს!“ მაშ მეტი მტყუანს?

„ სვეცკ“ გოგოებს ჰკითხე, მიდი, ნუ მოგერიდება! ნახე, რა პასუხს მიიღებ. იქნებ ელოდები, რომ მე დავწერ სავარაუდო პასუხს? Bitch Please! არ ვიცი, და არც შევეცდები ჩემი გარყვნილი ფანტაზიის ნაყოფი მოგახვიო თავს.

სანამ მანქანა არ მეყოლება, სანახევროდ დახეული ჯინსი არ მეცმევა, რომელშიც მინიმუმ 300$ გადავაგდე, კლუბში ვიპ- კაბინაში არ ვიჯდები, მანამ ინტერნეტიდან პორნოს გადმოწერის გარდა არაფერი დამრჩენია. ფეხებზე არ ჰკიდია ყველას… კაი, არაა საჭირო ვინმესთვის თავის შეცოდება.

-ჩვენ უნდა გავუგოთ სქესობრივ უმცირესობებს და პატივი უნდა ვცეთ მათ! უნდა გვახსოვდეს, რომ ჰომოფობია ჰკლავს!

-და გაიგე, რომ თბილისში გეი-აღლუმის ჩატარებას აპირებენ? ( ჩამჭრელი და პროვოკაციული კითხვა)

-რაააა? მაგათი პიდარასტი დედა ტუუუუუუუუუუუუუუუუ.

სურამელაშვლის მუსიკის დედაც არ მოვტყან, როცა ბითლზები, ზეპელინი, პინკ ფლოიდი, ქვინი „გვყავს“? საყვარელი სიმღერა? მარტივია. ლეთ ით ბი, იესთერდეი, ზე ვოლ(აი ის, კლიპში რო რობოტი მასწავლებლები იჩითებიან) , სტეირვეი თუ ჰევენ, ვი არ ზე ჩემპიონს. დალშე? რა, არაა საკმარისი? ნუ ჩამეძიები, ინტერნეტი ჭედავს და ვერ დავგუგლავ სხვა სიმღერების სახელებს. რესტორანში რომ გავილეშები,შენი აზრით, დამკვრელებს 20 ლარიანს რომ ავფარებ სახეზე, რას ვეტყვი? „ჯიგრულად, ერთი „ბოჰემიან რაფსოდი“ შეუბერე რა!“ ხოოოო. სურამელაშვილის მუსიკის დედაც მოვტყან!

-„სიცოცხლის ხე“ მოგეწონა?

-არაააა. ნაგავია! რაში გადავყარე 2 საათი არც კი ვიცი.

– და ტერენს მალიკის სხვა კინოები გაქვს ნანახი?

-ვისი? ააა, ამ რეჟისორის? რა, სხვა ფილმებიც აქვს?

ოოო, ბლინ! კიდევ რამდენს დავწერდი, მაგრამ მეზარება წყლის ნაყვა. ამ ფუჭ ნაწერსაც რამდენიმე ადამიანი წაიკითხავს და გულს მოიფხანს მხოლოდ. იმედია, იმის ახსნა მაინც არ დამჭირდება, რომ აქ დაწერილი მოსაზრებანი ყველას არ ეხება! საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არსებობს ხალხი, რომელთაც შეუძლიათ ფიქრი, განსჯა, მაგრამ ჩუმად არიან. ერთხელაც ეს სიჩუმე დაირღვევა და მერე….

Advertisements

16 responses »

  1. ყველაზე შესაფერისი რეაქცია FACEPALM !
    100 %-ით გეთანხმები და მეც მინდოდა ამაზე პოსტის დაწერა 🙂
    ისე ცუდია, რაღაცებში საკუთარი თავი ამოვიცანი :შ

  2. ერთხელ აღვნიშნე, გამოთავისუფლება უნდა იმ ენერგიას, ადამიანები ერთად რომ ფლობენ-მეთქი. ვერ უშველის ამ სამყაროს ვერც ახალი ღმერთი, ვერც ”2012′, ვერც სიყვარული და ვერც ვერაფერი. მონური სისტემა ყოველთვის იარსებებს, შეფუთავენ მას პამპერსებში თუ სადღესასწაულო საჩუქრად :)) რადგან there is no time for us, there is no place for us…

    • მონურ სისტემას დამონებულთა გონება წარმოადგენს. იმისათვის, რომ სისტემა დაინგრეს, აზროვნების სწავლა უნდა შევძლოთ

  3. ნაღდი, პირდაპირი და ძალიან მაგარი პოსტია. აქ რაც არის გადმოცემული ნაწილ-ნაწილ მითქვამს ზოგჯერ მეც, მაგრამ ასე ერთიანად და კარგად ვერა. ყველანი ყალბები ვართ მართალია, უდიდესი ნაწილი მაინც. რაღაცებში ალბათ მეც მეხება აქ დაწერილი, რაღაცაში სხვას, თუმცა ყველაზე ცუდი ისაა, რომ ძალიან ბევრს აქ დაწერილი ყველაფერი ეხება

    • კეთილი იყოს შენი მაუსი Pepperland-ში. 🙂
      ხო, ეგაა სამწუხარო, რომ რაღაც კატეგორიას ყველაფერი ზუსტად მიესადაგება, თორე უნაკლონი არცერთი არ ვართ 🙂
      პ.ს. მადლობა აზრის გამოთქმისათვის 🙂

  4. ნწ, ეს პოსტი ჩემზე არაა. ვერცერთ კონტექსტში ვერ ამოვიცანი ჩემი თავი.

    და პ.ს ჰაუსი ძალიან მაგარია :> ცინიკოსი იდიოტია, და ძალიან გამიხარდება ოდესმე თუ შემხვდება ეგეთი ექიმი და არა ისეთი, სულ ღიმილ-ღიმილით რომ გაკეთებინებს ყველა საჭირო თუ არა საჭირო ანალიზს.

    • შესანიშნავია, თუ თავი ვერ ამოიცანი! მომილოცავს, ბედნიერი უნდა იყო! 🙂

      ჰაუსი გენიაა 🙂 მაგრამ დამიჯერე, ჩვენც გვყავს კარგი ექიმები (ნუ, ჰაუსის დონის არა, ალბათ), რომლებიც თავიანთ საქმეს შესანიშნავად ასრულებენ და ადამიანთა დამცირება არ სჭირდებათ ამისათვის. ავადმყოფთან ნახევარ საქმეს მკურნალის დამოკიდებულება, მიდგომა აკეთებს.

  5. რამდენი ხანია მაგას ვყვირივარ :დ მუსიკიდან დაწყებული დამოკიდებულებით დამთავრებული. სხვის ომში და ჭირში ძალიან ჭკვიანები ვართ და იდეების კორიანტელი ყველა ნახვრეტიდან გადმოგვდის მაგრამ აბა ჩვენ შეგვეხონ?! ფუ ეგ გეი , აუ ჩემი პოლიციაში რა გინდა მაგათი ძაღლი დედა ******, შეყვარებულს როგორ უნდა ვაკოცო რა ნაშა კი არაა(ეს ბოლო საკუთარი ყურებით გავიგე როგორ აღმოხდა ჩემს კლასელს), ევროპა ვართ აბა რა ვართ ,მაგრამ ჩვენ იქ გვერხევა სადაც იდეოლოგიაზე დაიწყება ლაპარაკი.

    • “შეყვარებულს როგორ უნდა ვაკოცო რა ნაშა კი არაა”
      ამაზე დავწექი რასაც ჰქვია! 🙂
      მადლობა შეფასებისთვის 🙂

  6. ორჯერ წავიკითხე პოსტი.
    გეთანხმები.
    ქალიშვილობაზე და ა.შ. გამუდმებული საუბარი კომპლექსების დაფარვის მცდელობაა.
    მეცინება ხოლმე, აბიტურიენტი ვარ და ,,თავისუფლად მოაზროვნე ადამიანთა ნაწილი” მხოლოდ ჩარჩოებში მოქცეული რომ აფასებს ნებისმიერ ნაწარმოებს ან იმდენად აბსურდულად, რომ არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება.
    მათ, სინამდვილეში, სულ არ ადარდებთ კითხვა ,,რატომ?”
    მათ, სინამდვილეში, არ უნდათ საზოგადოებასთან კონფლიქტი, რადგან მასთან დაპირისპირება ზედმეტი პრობლემაა, ამიტომ თვალს ხუჭავენ და ისე მიყვებიან დინებას.
    “ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას არავითარი აზრი, არავითარი წარმოდგენა არ გააჩნია!” (მასების ამბოხი)
    მაგრამ არსებობს რჩეული საზოგადოებაც, რომელიც ჯანსაღად აფასებს მოვლენებს.
    მიუხედავად სირთულისა, დიდი იმედი მაქვს, რომ მთელი ცხოვრება ამ უკანასკნელ კატეგორიაში მყოფი გავატარებ.

    და მაინც…
    ,,ერთხელაც ეს სიჩუმე დაირღვევა და მერე….” დაირღვევა კი? თუ კი… როდის დაირღვევა? ოდესმე? დადგება კი ეს ოდესმე? და როდის? 🙂

    • ოდესმე დაირღვევა! ოდესმე ყველა რეჟიმი დაინგრევა და მონობა აღარ იარსებებს. საკუთარი მონობის გაანალიზება კი თავისუფლებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია! (Mr. Freeman)
      P.S. მადლობა კომენტარისათვის

      • იცი… მგონი ეს რეჟიმიც არ არის. ასე იყო ყოველთვის, არის და იქნება.
        იქნება, რადგან ყველა იფიქრებს, რომ ‘ოდესმე’ აუცილებლად დაინგრევა.
        ოდესმე კი არასდროს დადგება.
        ჩემი აზრით, მთავარია ის, ვინც ჯანსაღად აფასებს ყველაფერს, არასდროს დაიმალოს, თამამად გამოთქვას საკუთარი აზრი და გარკვეულწილად შეცვალოს სამყარო.
        რევოლუცია ვერ მოხდება, მაგრამ შეიძლება მოხდეს ევოლუცია. მასა, ვისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება მოდაში(მთავარია მოდაში იყოს), ყოველთვის იქნება.
        პს. კარგ აზროვნებასთან ერთად შესანიშნავი წერის მანერა გაქვს: )

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s