დინება

სტანდარტული

ქუჩაში გამოვედი და ლამპიონს ავხედე. ისევ თოვს. ასეთი ამინდი კარგახანია არ ყოფილა. ფეხქვეშ სასიამოვნო ჭრაჭუნს ვგრძნობ. ცხვირში ცივი ჰაერი მცემს და ფილტვებს მიყინავს. უქუდოდ ვარ, მაგრამ ყურებს უზარმაზარი ყურსასმენები მიფარავს, საიდანაც Dubstep-ის უცნაური „ჰანგები“ იფრქვევა.

ძმა გავაფრთხილე, რომ არაფერი მესმის, ეს კი ნიშნავს: „ლაპარაკის ხასიათზე არ ვარ და ხმას ტყუილა ნუ გამცემ.“

ბნელ გზას ყურადღებით ვუყურებ, რომ გუბურაში არ ჩავაბიჯო. მივდივართ და ვფიქრობ: „ეს რაღაც ახალია! ჩაკეტილობა და მარტოობა ახალ მწვერვალზე ავიყვანე. სხვა რა უნდა დავარქვა საკუთარ საქციელს?“

მივდივართ მე და ჩემი ძმა უხმოდ ბნელ გზაზე და მისთვის არაფერი მაქვს სათქმელი. არა, სათქმელი როგორ არ მაქვს, მაგრამ ჯერ ადრეა მსგავსი საუბრები, ჯერ ვერ მიხვდება. სიმართლე რომ ითქვას, მის თაობასთან ენის გამონახვა ცოტა ჭირს. აბა, რაზე უნდა ელაპარაკო? კოჭს ზემოთ დევს ფაფუკი, საოცრად რბილი თოვლი და აზრადაც არ მოსდით ბავშვებს, რომ ციგებით გამოეფინონ გარეთ. სხვასთან რა მინდა, ჩემმა ძმამაც კი არ გააკეთა სასრიალო ტრასა. არადა ციგები კარგ ფორმაში სახლის წინ დევს. ის კი ზის და მთელი დღე თავის PSP-ში Pes 2012-ს აკვდება. შეგვიძლია დროს დავაბრალოთ ეს ყოველივე, მაგრამ რამდენად სწორი იქნება ჩვენი საქციელი? უმცროს თაობას, ხომ ჩვენ ვაძლევთ მაგალითს? ტექნიკურ პროგრესს ვერ გავექცევით, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სწორედ ჩვენი თაობა „დახამდა“ კომპიუტერს, ინტერნეტს, მობილურ ტელეფონებს და ა.შ. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩვენი ასაკის ხალხში კვლავ შემორჩა ერთეული ინდივიდები, ვინც ანაწილებს დროს კომპიუტერსა და გარე სამყაროს შორის. იქნებ დავკარგეთ კავშირი უმცროს თაობასთან? მაშინ, როცა მათ ყველაზე მეტად უნდოდათ თამაში,იქნებ ამ დროს მესიჯობით, ან ინტერნეტით ვიქცევდით თავს? იქნებ „ქაუნთერი“ ვამჯობინეთ ეზოში პატარებთან ბურთის გაგორებას? პატარა ხომ წაბაძვით აკეთებს ყველაფერს. რასაც დაანახებ, იმას გაიმეორებს. იქნებ ჩვენთან კავშირს ისინი კომპიუტერით ეძებენ?

ჩვენ კი საკუთარი მშობლების წინააღმდეგ წავედით. ყველაფერი უკუღმა გავაკეთეთ. ავჯანყდით და ეს ნორმალური იყო. შეგვეძლო პროტესტი გამოგვეთქვა, გვემსჯელა და გვეაზროვნა დამოუკიდებლად. სკოლაშიც რაღაცნაირად თავისუფლები ვიყავით. ვამბობდით იმას, რასაც ვფიქრბდით. მასწავლებლებსაც თავისუფლად ვეკამათებოდით, ზოგჯერ გაკვეთილსაც კი ჩაშლიდით ხოლმე. ამას მოჰყვა ის, რომ დღეს საღად და დამოუკიდებლად აზროვნება შეგვიძლია, ზოგჯერ კი (ვაი, რომ მხოლოდ ზოგჯერ) ვახერხებთ გამოვთქვათ გულისნადები ხმამაღლა და შეუშინებლად. ჩვენით მანიპულირება რთული გახდა, რადგანაც კარგშიც კი ცუდს ვეძებთ, გამუდმებით ვიღაცას ვაკრიტიკებთ, ვფიქრობთ, ვარსებობთ…

ახლანდელ ბავშვებს თითქოს აშტერებენ. თავიდანვე მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავთ, თითქოს საშიში პატიმრები იყვნენ. სკოლა ციხეს დაემსგავსა, ვიდეოკამერებით და მანდატურებით. ახლა შენ სიტყვას ძალა აღარ აქვს. ახლა ფორმიანი კაცის, თუ ქალის აზრია გადამწყვეტი.

და იზრდება მომავალი თაობა დაზომბებული, აზრგამოცლილი, გარობოტებული. „ცარიელ ქვევრებს“ ვეძახი მე მათ, რამეთუ რასაც ჩასძახებ, იმავეს ამოგძახებს. ვფიქრობ და მეშინია: ვაითუ მე და ჩემი თაობა ვართ უკანასკნელი იმედი? შეძლებს 90-იანების სიბნელეში გაზრდილი პლეადა ძირეულად შეცვალოს რაიმე? და თუ კი, რას მოიტანს ეს ყოველივე? ან, იქნებ საჭიროა, რომ…

ძლივს მივაღწიეთ სახლს. ფეხები მიმეყინა ლამის. საიდან სად გადაგაგდებს ხოლმე ფიქრთა დინება. კიდე კარგი, დროზე გავჩერდი. „ნა-უშნიკებს“ ვიხსნი და მამას ვეკითხები: „ძაღლს აჭამე?“

Advertisements

6 responses »

  1. მე ცოტა უფრო ოპტიმისტურად ვუყურებ…
    მგონია, რომ, პირიქით, ვითარდება ადამიანის გონება და მეტად ეუფლება ბევრ რამეს. კი, არის გაუცხოება და შეიძლება სულ მალე ჰომო ფაბერის ტიპის საზოგადოებაც ჩამოყალიბდეს, მაგრამ…
    კარგი და ცუდი ყველგანაა, ყველა დროში. შენ დამოუკიდებლად აზროვნებ, მაგრამ სულ ერთი წამით მიმოიხედე… ყველა, ვინც შენი თაობისაა, მასეა? სულაც არა : ))
    იყო პიროვნება, ძალიან რთულია. არ აქვს მნიშვნელობა დროსა და ადგილს, ჩემი სუბიექტური აზრით, რა თქმა უნდა : ))

    • ყველა არა, რათქმაუნდა, მაგრამ უმრავლესობა მაინც. უბრალოდ გარემოს თუ შექმნი ჯანსაღს, მეტი შანსია, რომ კარგი შედეგი მიიღო, ვიდრე არაჯანსაღ გარემოში. ამაზე მაქვს ლაპარაკი, თორე კარგი ცუდის გარეშე ვის უნახავს? 🙂

  2. მთლად ასეც განწირულები არ ვართ ჯერ-ჯერობით. მართალია, მათი მოწყვეტა ჭირს კომპიუტერული თამაშებიდან, ცოტას მაინც ხლაფორთობენ. ვისზე რას ვამბობ, ინტერნეტზე საზიზღრად დამოკიდებული ვარ :დ
    კარგია, რომ დაბრუნდი და პოსტი შემატე აქაურობას :დ

  3. გეთანხმები, გეთანხმები ყველაფერში 🙂
    აი თოვლზეც, არც ჩემთან არავინ ციგაობდა, ბოლოს 20 წლის ბიჭმა გამოვიტანე ციგა და მაგრად გავერთე 😀 ჩემს უბანში, პატარებიდან აღარავინ გადის გარეთ სათამაშოდ და ეს ალბათ ნაწილობრივ მაინც ჩვენი ბრალიცაა 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s