მენატრება

სტანდარტული

მენატრება ხის სუნი, მხოლოდ ჩემ სახლში რომ ტრიალებდა.

მენატრება დივნის ნაჭრის ზედაპირში საქსოვი ჩხირების გაყრა.

მენატრება ცხელი ვერმიშელის ოხშივარი და ნივრიანი მაწვნის სუნი.

მენატრება ჩემი ბზრიალა და აკუმულატორის განათებაზე „რა? სად? როდის?“ თამაში საკუთარ თავთან.

მენატრება ნავთის ლამპის სულის შებერვით ჩაქრობა და მკრთალი ბოლის მოძრაობა გაცხელებულ შუშაზე.

მენატრება თივის მოტკბო სურნელი, ვენახში შესვლისას რომ დამეტაკებოდა ცხვირში.

მენატრება ზაფხულის თაკარა სიცხე და საოცრად მოკლე ჯინსის შარვალი.

მენატრება „ცუგა დ’არტანიანი“.

მენატრება ახალი პლასტმასის სუნი, ახალნაყიდი „ტერმინატორის“ (იგივე „დენდის“ კომპიუტერი) ყუთს რომ ასდიოდა.

მენატრება 10 წუთიანი რეკლამა, 20:15 წუთზე რომ იწყებოდა საინფორმაციოს დროს, რადგან ამ დროს შემეძლო სწორედ კომპიუტერზე თამაში.

მენატრება „ხრუშა“ და რუსული ძილისპრული.

მენატრება ახალდაბანილს და თავწაკრულს გაკრახმალებულ, თეთრ, უხეშ თეთრეულში ჩაწოლა, ყოველთვის „მზის“ სურნელი რომ ასდიოდა (ასე ვეძახდი გამზეურებულ თეთრეულს)

მენატრება მამაჩემის სიტყვები: აბა მკვდარი საათი! „უპაკოვკის“ დროა.

მენატრება თითოეული წუთი, გატარებული საწოლში 14-დან 18 საათამდე.

მენატრება  მაგიდის თეთრი საათის ისრების ტიკტიკი კარადის თავზე.

მენატრება სიმინდის ულვაშების, ოქროს, ან ვერცხლის კბილების  გაკეთება შოკოლადის ფოლგისაგან.

მენატრება საბავშვო ბიბლიოთეკის სუნი.

მენატრება საახალწლო სამსაზიდისი ოჯახში და ტელევიზორში ლუი დე ფიუნესის „ჟანდარმები“.

მენატრება მოჭირხლულ ფანჯარაზე ფრჩხილის გასმა.

მენატრება გასაშრობად გაფენილი, გაყინული შარვლის ტოტების „გადატეხვა“.

მენატრება ფანჯარსთან დგომა ძლიერი თოვისას და მაღლა, ცისკენ ყურება, როცა გეჩვენება, რომ ფიფქები ჰაერში ჰკიდია უმოძრაოდ და ეს შენ მიჰქრიხარ საოცრად სწრაფად.

მენატრება ფიფქის დაცემა თბილ ხელისგულზე.

მენატრება ის სასიამოვნო განცდა, გულზე რომ მიღიტინებდა, როცა თავზე მამალს შემომატარებდა ბებია ჩუმი ლოცვით.

მენატრება სახლში ჩამოქნილი სანთლის სუნი.

მენატრება ჯემპრით სიარული სუსხიან დილას.

მენატრება ციცინათელების დათვლა წყვდიადში.

მენატრება ცის კაბადონის ყურება იმის იმედად, რომ ეგებ ვარსკვლავი ჩამოვარდეს და სურვილის ჩაფიქრება მოვასწრო.

მენატრება რამოდენიმე წამით უსულოდ გაყინვა, სანამ „ჩიტი გამოფრინდება“.

მენატრება ჭის წყლის ცივი ორთქლი.

მენატრება ზაფხულის ღამის სურნელი.

მენატრება „დოპინგი“ შოკოლადის რბილი გემო.

მენატრება ბაბუაწვერას „პარაშუტების“ გაშვება.

მენატრება თბილისის თბილი, განუმეორებელი სურნელი.

დრო მენატრება…

ბავშვობა მენატრება…

 

Advertisements

8 responses »

      • იმ მულტფილმს “ცუგა დ’არტანიანი” ერქვა??
        რამდენი ხანია, მაგის ინტროს ვეძებ, არადა, რა კარგად მახსოვს მუსიკა, ვღიღინებ ხოლმე 🙂

        დივანში საქსოვი ჩხირების გაყრა მეცნო ძალიან და ახალი პლასტმასის სუნი. თან იმ ჩხირს რომ ჩაარჭობდი, რაღაცნაირი ხმა რომ ჰქონდა… 🙂

      • ხო, ასე ერქვა. “დ’არტან ცუგა”-საც ეძახდნენ. 🙂
        ახლა არც ის დივანი მაქვს და არც საქსოვი ჩხირები 😦

    • 😦 ბედნიერება შეიძლება დაბრუნდეს, მაგრამ ბავშვობა არა. და ორმაგად ცუდია, როცა ეს ორი ერთმანეთს საოცრადაა შეზრდილი

  1. მაგ ჩამონვალს ბევრი ჩემი მონატრება დაემთხვა. მე უინტერნეტობა და უკომპიუტერობა მომენატრა, ხალხს ერთმანეთთან კონტაქტი მეტად რომ ეხალისებოდა, მაშინ დრო ნელა გადიოდა ხოლმე, ეხლა კი…. 🙂 ოხ ეს ინტერნეტი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s