BIAFF 2011. Never Let Me Go

სტანდარტული

სასაცილოა, რომ ახლა ვცდილობ შარშანდელი კინოფესტივალის ქრონიკა შევქმნა.  სხვა ქალაქში კინოსთვის წასვლა, სამწუხაროდ, ჩემს ძალებს სცილდება. ამიტომაც საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალმა 2011 წელს ჩენგან შეუმჩნევლად ჩაიარა. მოგვიანებით მოვიძიე მხოლოდ ინფორმაცია ფილმების შესახებ, რამდენიმე რეცენზიას გადავხედე და ეს იყო სულ. დავგეგმე კიდეც, ამ ფილმებს აუცილებლად ვნახავთქო და როგორც იქნა, ერთი წლის თავზე მოვახერხე კიდეც. ნამუშევართა უმრავლესობა “პირატულად” გადმოვწერე და ჩავუჯექი. ამიტომაც ამ ფესტიფალს სახელიც შევუცვალე ჩემებურად: საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო პირატული ფესტივალი 2011.

თბილისის კინოფესტივალის დროსაც ვფიქრობდი “პირატული” პოსტების დაწერას. ფილმების უმრავლესობა ვნახე მაშინ… ასევე “პირატულად”. სახლიდან გასვლა დამეზარა კინოთეატრში. სიმართლე ითქვას ამდენი ფულიც არ მქონდა, რომ ყველაფერი მენახა. ჯერ კიდევ დეკემბერში ვფიქრობდი პოსტების მთელი სერიის დაწერას, მაგრამ გადავიფიქრე. არანაირი ინტერესის იმედი არ მქონდა. ახლაც ასეა, მაგრამ ამაზე აღარ ვდარდობ, ომარას რჩევას დავუჯერებ და ყველაფერს დავიკიდებ. მხოლოდ ჩემთვის დავწერ…

გახსოვდეთ, რომ მე უბრალო მაყურებელი ვარ, რომელსაც კინოსთან მხოლოდ სიყვარული აკავშირებს და ამიტომაც ფილმებისა თუ რეჟისორების შეფასება შესაძლოა მეტად სუბიექტური იყოს.

ჩემეული შეფასებები იწერება ფილმის ნახვისთანავე, ამიტომაც ემოციები შესაძლოა გადაჭარბებულიც მოგეჩვენოთ.

  • მარკ რომანეკი

სამწუხაროდ,  მარკ რომანეკის სადებიუტო ნამუშევარს, Static, ვერ მივაკვლიე რუსულად. ზოგადად, მისი მხატვრული შემოქმედება სულ სამიოდე ფილმს მოიცავს. ჰოდა, მეც წავყევი…

ფილმის დასაწყისშივე, თვალში თეთრი ოთახი გეცემათ და მეეჭვება, რომ ამან არ აგაფორიაქოთ. რამდენადაც ეს ფერი სულიერ აშლილობასთან მეტად ახლოა. ფაქტია, რომ თეთრ ფერს ადამიანის ფსიქიკაზე ძლიერი გავლენის მოხდენა შეუძლია. დაინახავთ თუ არა რობინ უილიამსის საოცრად მშვიდ სახეს, რომელსაც პედანტურობის ელფერი დაჰკრავს, მაშინვე თავში გაივლებთ: “კიდევ ერთი ჰოლივუდური ფილმი ფსიქოპატზე.”

ნაწიბლობრივ მართალნიც აღმოჩნდებით. თუმცა, არის ამ ფილმში რაღაც, რაც გაიძულებთ, რომ ბოლომდე ნახოთ. ნუ, უილიამსის თამაშზე არაფერს ვამბობ. კომედიური როლების შემდეგ მსგავსი სახესხვაობა საკმაოდ იშვიათია.

რამდენად ღირებულია ბედნიერი წამი, აღბეჭდილი ფოტოზე? ჩვენ შესაძლოა ამას ვერც ვაფასებთ. არცაა გასაკვირი. წამს კი არადა, მთელს ადამიანურ ცხოვრებას ვეკიდებით აგდებით. არადა, არსებობენ ადამიანები, ვინც შესაძლოა ნატრობს ჩვენს ადგილას ყოფნას და იმ უმნიშვნელო დეტალებით დატკბობას, რასაც ყოველდღიურ რუტინასაც ვუწოდებთ.

განსაკუთრებით საინტერესო მთავარი გმირის ფსიქოლოგიურ პორტრეტზე დაკვირვებაა. საკამოდ რეალისტურადაა აღწერილი მისი შინაგანი მდგომარეობა, რისი აღქმის საშუალებას მისი საცხოვრებელი და სამუშაო გარემო გვაძლევს.

რა არის იცით? ჰოლივუდური ნამუშევარია, მაგრამ უცხო ელფერიც დაჰკრავს. თითქოს “ლაითი” არისო, ისეთი გრძნობა დამეუფლა. თუმცა, ფაქტია, რომ რეჟისორს სათქმელი აქვს და ცდილობს ფართო მასებს მიაწვდინოს ხმა.

რაზეა წამსვლელი ადამიანი, სხვისი ბედნიერების გამო? ამის ნახვა აქ შეგიძლიათ

ჯერ მხოლოდ 4 საკონკურსო ფილმი ვნხე, მაგრამ ეს უკანასკნელი ყველაზე ჰოლივუდურ ფილმად მეჩვენა. უფრო სწორად, ჰოლივუდურ დრამად არტ-ჰაუსის ელემენტებით. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩემთვის. ფრიად საინტერესო სურათი გამოდგა. საკუთრივ იდეა აბსურდია, მაგრამ იგი იმდენად დახვეწილადაა წარმოდგენილი, რომ საათნახევრის განმავლობაში ჩემთვის რეალობად იქცა.

წარმოიდგინეთ, რომ არსებობს ბავშვთა სახლები, სადაც კლონირებულ ადამიანებს ზრდიან ერთი მიზნისათვის: საჭირო დროს მათი ორგანოები სხვას უნდა გადაუნერგონ. ცოტა ძნელია არა?

ფილმი გადაღებულია კაზუო იშიგუროს იმავე სახელწოდების წიგნის მიხედვით. წიგნისგან მიღებულ ემოციებზე ცოტნეს პოსტიდან შეგიძლიათ შეიტყოთ

მთავარი საკუთრივ აღნიშნული ფაქტი არაა. საინტერესო ამ ადამინთა ემოციები და განცდებია. ჩნდება კითხვა: ე.წ. „უსულო არსებებს“ შეუძლიათ სიყვარული? ძალუძთ მათ იცხოვრონ როგორც ნამდვილმა ადამიანებმა?

რა ღირებულება გააჩნია ფილმს? შეუძლია მას რაიმე გვასწავლოს, მიუხედავად იმისა, რომ ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება?

შესაძლოა, საკუთრივ იდეა სრულად აბსურდულია, რადგანაც მეცნიერებს რამდენიმე წელიწადში უკვე შეეძლებათ (ექსპერიმენტში უკვე დღესაც შესაძლებელია) საჭირო ორგანო რამდენიმე ღერო უჯრედის  დახმარებით გამოზარდონ, ამიტომაც  დონორების აუცილებლობა გაქრება. საქმე აქ სხვა რაღაცაშია. რით განსხვავდება კლონირებული ადამიანი ნამდვილი ადამიანისაგან?

არნიშნულ კითხვასთან ეჯახება ერთმანეთს რელიგიური და სამეცნირო შეხედულება. საკუთრივ კლონირების თემა და კლონთა ემოციები თუ დაგაინტერესებთ, გირჩევთ ნახოთ ბენედეკ ფლიგაუფის საოცარი ფილმი Womb. ეს ისეთი სურათი გამოდგა, პირადად ჩემთვის, რომ სიტყვებით ვერც გადმოგცემთ.

დავუბრუნდეთ ჩვენ კითხვას. მაინც რით განსხვავდება კლონირებული ადამიანი ნამდვილი ადამიანისაგან ? სულით? აქ უკვე საინტერესო კონცეფციამდე მივდივართ. ადამიანთა ნაწილს არ სწამს სულის არსებობა. შეუძლიათ თუ არა მათ სიყვარული? არის თუ არა მათთვის ადამიანური გრძნობები რეალური? ამის დასადგენად უფრო ღრმად მივდივართ და ვარკვევთ საკუთრივ სიყვარულის რაობას.

არის თუ არა სიყვარული, როგორც გრძნობა, ღვთით მომადლებული? ანუ იგი გარკვეულწილად ადამინთა რაღაც კატეგორიაზე ვრცელდება? პირადად ჩემთვის ეს სრული უაზრობაა. სიყვარული ყველას შეუძლია, განურჩევლად რელიგიური მრწამსისა და სქესობრივი ორიენტაციისა.

ბიოქიმიურ დონეზე, ეს სხვა არაფერია, თუ არა ტვინის საპასუხო რეაქცია უხილავი, უსუნო ჰორმონების, ფერომონების, მოქმედებაზე. აღნიშნული ჰორმონების მოქმედება იწვევს ორგანიზმში ისეთი ფიზიოლოგიური რეაქციების კომპლექსს, რასაც ჩვენ “სიყვარულს” ვუწოდებთ (სიყვარულის ბიოქიმიის შესახებ თავისდროზე რეფერატიც კი დავწერე. ერთხელაც მოვიცლი და აქაც გამოვაქვეყნებ პოსტის სახით, თუ აღნიშნული დაგაინტერესებთ)

რა არის სიყვარულის გამოხატულება? როგორ უნდა გავაჩიოთ იგი უბრალო ვნებისაგან? ამაზე საინტერესო პასუხი აქვთ ფილმის შემქმნელებს. ხელოვნებით! დიახ, სწორედაც რომ ხელოვნებით. სურათში განვითარებული აზრის მიხედვით, წყვილების ნამდვილი სიყვარულის ინდიკატორი მათ მიერ დახატული სურათებია, რადგანაც იგი აჩენს რა აქვს ადამიანს სულში. ფრიად საინტერესო კონცეფციაა. სწორედ ამას უნდა მოვეჭიდოთ ჩვენც. ეს უნდა ავიღოთ და ვისწავლოთ აღნიშნული ფილმიდან. სიყვარულს შეუძლია თავი ხელოვნებაში ასახოს და ამით დაადასტუროს მისი არსებობა. ამიტომაცაა ხელოვნების სიყვარული, თვით სიყვარულის სიყვარული.

განსხვავდებიან თუ არა „უსულო“ ადამიანები „სულიერთაგან“? ესაა ფილმის მთავარი კითხვა, რომელზე პასუხიც თქვენთვის, მაყურებლისთვის, მომინდვია.

Advertisements

15 responses »

  1. ეს უკანასკნელი ნანახი მაქვს და ამაზე პოსტი კარგა ხანს დრაფტებში მეგდო. იმ ზომოთა სამს (,,საშოს” ჩათვლით) ვნახავ უახლოეს მომავალში. ,,სარკევ, სარკევ”-ს შემდეგ ფილმი ვეღარ ვნახე იმდენად უსაშინლესი ფილმი იყო ( თავიდანვე არ უნდა მენახა).

  2. გეთანხმები სიყვარული ყველას შეუძლია! 🙂 Womb არ მაქვს ნანახი ვნახავ აუცილებლად!

    • ცოტა რთულად საყურებელი ფილმია. ვისაც ვკითხე აზრი ფილმის შესახებ ორ კატეგორიად შეიძლება დაიყოს: ვისაც საოცრად მოეწონა და ვისაც საშინლად არ მოეწონა 🙂 ვნახოთ, აბა, რომელ კატეგორიაში მოხვდები 😀

      • კი, იმდენად რომ იმ 3 ფილმს შორის შედის რომელიც ლეპტოპში მაქვს მუდმივად :დ
        შარშან ბიაფზე ნევერ ლეთ მი გოუ როდესაც გაუშვეს პლაჟზე ვნებივრობდი :დ ამიტომ, დავბრუნდი პრესკაფეში, გადმოვიწერე ეგ ფილმი, წავედი მერე ჩემს საცხოვრებელ ოთახში და ანნასთან ერთად ვუყურე კიდევ ერთხელ ❤

      • ეეე! დიდ ეკრანზე ნახვის შანსი როგორ გაუშვი ხელიდან? დანარჩენი 2 ფილმიც გვითხარი, ბარემ 🙂

  3. გამოხმაურება: Kiss Me, and Never, Never, Never Let Me Go « Tremble With Fear

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s