გეტო

სტანდარტული

გეტოში ცხოვრება საინტერესოა. იგი განსხვავდება ჭეშმარიტი გეტოსაგან, მაგრამ , მაინც, რაღაცნაირად ჩაკეტილი სივრცეა. საღამოს 9 საათის შემდეგ აქედან ვერც გახვალ, ვერც შემოხვალ. დღე სიმშვიდეა, არაუშავს. ნუ, ბანკის ძარცვის ფაქტს თუ არ ჩავთვლით ერთხელ, და ერთხელაც ჩანთის გატაცებას. სხვა მხრივ სიწყნარეა, მაგრამ მოჩვენებითად. დაბნელებასთან ერთად იცვლება გეტოც და საშიშ მონსტრს ემსგავსება. უკუნის გამეფებასთან ერთად ციდან დიონისეს ავხორცი სურვილები იბუდებს აქ. გაისმის სიმღერა, არა, უფრო ღრიალი, გადაძახილ-გადმოძახილები, უაზრო ყვირილი. როგორც წესი, ასეთი ელემენტების თავყრილობის ადგილი ჩემი კორპუსის წინაა. თუ უფრო დავკონკრეტდებით, ჩემი საძინებელი ოთახის ფანჯრებქვეშ.

კორპუსის პირველი სართული ყველასათვის ცნობილ 24 საათიან წითელი მარკეტების ქსელის ერთ-ერთ ფილიალს უჭირავს. ამიტომაცაა, რომ ყველანაირი მობანცალე ობიექტის გზა ჩემ კორპუსამდე მოდის. კარგი სიმთვრალე მშვენიერი რამაა. საერთოდ ვერ ვგრძნობ მას. აი, „გაჭედვებია“ ყელში რომ ამომოვიდა და ამ პოსტს მაწერინებს. დროდადრო საოცარი ღრიალის ჰანგები მაღვიძებს, და ვფიქრობ, ქართული ფოლკლორის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის რომ ასამართლებდნენ, ცუდად იქნებოდა ჩვენი, ბახუსში მყოფი, ქართველების საქმე. ამ დროს საქმეში ერთვება კორპუსის უჩინარი გმირი, რომელსაც მე „წყალმენი“ შევარქვი. ეს ადამიანი არავის პატიობს მისი სიმყუდროვის დარღვევას და „ტკბილად მოგალობეთა“ გუნდს თავს ატყდება მისი წყლიანი პარკების რისხვა. რათქმაუნდა ამას მოჰყვება 9-სართულიანი, მაღალინტელექტუალური ქართული დალოცვა, რომელიც იდუმალ „წყალმენს“ და მის ყველა მოკეთეს გამრავლებას უსურვებს ოჯახსა თუ პირად ცხოვრებაში. „მაღალინტელექტუალური“ ტყუილად კი არ დამიწერია! ასეთი ეპიტეთებისა და სინონიმების ცოდნა, ცხოველთა სამყაროში ღრმა ექსკურსი, ნამდვილად განსწავლულობაზე მიანიშნებს შეზარხოშებულ მამაკაცთა მხრიდან. და როდესაც ეს უკანასკნლნი საბოლოოდ დაშოშმინდებიან, „წყალმენი“ კვლავ ახორციელებს დარტყმას სიბნელიდან. და იწყება კვლავ თავიდან მისი დალოცვა (ამ კონტექსტში ჟირაფის მონაწილეობა სწორედაც მსგავსი რიტუალის დროს მოვისმინე და დღემდე არ ამომდის თავიდან)

ფრიად საინტერესოა მთვრალი დაჯგუფებების შეჯეხება. ერთგვარი „განგსტა“ გარჩევები, რომლებიც იმით სრულდება, რომ პლასტიკური ქირურგი, სავარაუდოდ, უახლოეს ხანში ოჯახს გაახარების გამომუშავებული ხელფასით.

„განგსტა“ გარჩევებში მალევე ერევა პოლიცია. ხშირად ისინი ორივე მხარეს დაუმატებენ რეზინის ხელკეტებს განწყობილების გამოსაკეთებლად და განყოფილებისაკენ გააქანებენ. ახლა მახსენდება ფაქტი, არცთუ შორეული წარსულიდან, როდესაც გამზოვებელი ფორმიანები იძულებულები გახდნენ ჰაერში გაესროლათ.

სიმართლე უნდა ითქვას, „ძია პარტული“ საკმაო მოთმინებით გამოირჩევა, და მაქსიმალურად უკონფლიქტოდ აგვარებს საქმეს. ცოტა უფრო ფიცხები არიან განყოფილების თანამშრომლები. ერთხელ დაიყვირებენ და გამგები გაიგებს, თუ არადა გააგებიებენ… საკმაოდ მწარედ…

მარკეტის თანამშრომლების შეურაცხყოფას დაცვის პოლიცია არ პატიობს არავის. მოვლენ ავტომატგადაკიდებულნი, მივლენ ამრევ ელემენტთან და რკინის კონდახი მათ მაგივრად ამბობს სათქმელს.

ღამით ეზოში ჩასვლა ერთი გმირობაა. გზა უნდა აუქციო ვენაფხანია ბიძებს სადარბაზოში, ეზოში უნდა აუხსნა (უფრო სწორი იქნება, „უნდა მოატყუო“) მომლხენთა ჯგუფს, რომ ავად ხარ და ანტიბიოტიკებს სვამ (ყოველთვის ჭრის, თუ დაამატებ, რომ სამედიცინოზე სწავლობ და მცირედი ალკოჰოლიც კი მკურნალობის კურსს წყალში ჩაგიყრის), სწორედ ამიტომაც ვერ დალევ შენსკენ გამოწვდილ უცნაური კონტსისტენციის ჭიქას, მაგრამ დაილოცები და წახვალ. მერე შეიძლება კრიმინალურის თანამშრომლებს „საეჭვო ელემენტად“ მოეჩვენო ( არ მითხრათ, რომ არ ეჭვდებით ადამიანში, რომელიც ნაგავს ყრის… ნაგვის კონტეინერში)  და გიწევს ახსნა, რომ აქ ცხოვრობ, ამა-და-ამ სართულზე, ბინა ნომერ …-ში, სტუდენტი ხარ, მარტო ცხოვრობ, მშობლებისგან შორს, უბრალოდ ნაგავი გადაყარე, ჯიბეში არაფერი გაქვს (არავინ გიჯერებს და ხელს გადებენ. იცი, არ აქვთ უფლება, მაგრამ შეწინააღმდეგება ეჭვს აძლიერებს), ამ დროს იმიტომ გღვიძავს, რომ უბრალოდ დაძინებას ვერ ახერხებ, რათქმაუნდა აქედან სახლში მიდიხარ.

ზიხარ ფანჯარასთან, უკუნს გაჰყურებ და ფიქრობ: „ამათთვის იბრძოდა აღმაშენებელი?“ (ჰა, დაიჭირეთ მსუბუქი სარკაზმი რელიგიური ფანატიკოსი ჰომოფობების მიმართ?)

მერე მიდიხარ, წვები და ხვდები, რატომ არ გვაქვს ქვეყანაში პორნოინდუსტრია. ჩვენი ცხოვრება ხომ ისედაც Hardcore პორნოა ჩვენივე მონაწილეობით!

„საქართველოს გაუმარ – ჯოს!“- გესმის ეზოდან.

შენც უერთდები გუნებაში…

Suck-ART-ველოს გაუმარ – ჯოს!

P.S. გაიმეორეთ სამგზის. განსაკუთრებით მონდომებულებმა ბოლოს  „ჯოს! ჯოს!“ დააყოლეთ!

 

Advertisements

6 responses »

    • კარგი ხალხი ცხოვრობს ალბათ ირგვლივ. იმედია, აქ აღწერილი სიტუაცია ბევრისთვის იქნება უცხო…

      • ნორმალური ხალხი უფრო.

        ისე მე ის სიტუაცია ბევრად მეცნობა, ავტობუსში ბილეთს რომ არ იღებენ და კონტროლიორებს ეკაჩავებიან, ორი გაჩერებაა და რას მელაპარაკებიო. და მერე რომ ასეთ ხალს ამართლებენ, აბა, ფეხით ხომ არ წავიდოდაო.

      • ეგ სერიოზული პრობლემაა. მე ასეთსაც შევესწარი: ერთი მგზავრი ეუბნებოდა მეორეს
        -რა აუცილებელია ბილეთი აღება, ვინ მავალდებულებსო? აქ წერია, “გთხოვთ, ბილეთი შეიძინოთ ავტობუსში ამოსვლისთანავე” და ეს ხომ არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა ვიყიდოო?
        ალბათ დიდი ასოებით უნდა დააგინო, “ვინც არ იყიდოს…”, რომ ხალხმა რაღაც შეიგნოს.
        და კიდე, გუშინ შევესწარი, ქალი ამბობდა: “ეს გათახსირებული კონტროლიორი, ამხნის კაცს როგორ შებედა ჯარიმის დაწერაო”

  1. დიტო, მე მგონი 90–იანების საქართველო აღწერე შენ უფრო. აღარ მეგონა ასე თუ იყო სადმე კიდევ, რა ვიცი მე არ მხვდება ალბათ : )

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s