წვიმიანი ფიქრები

სტანდარტული

არ გაგვიმართლა… ბათუმში 2 დღეა წვიმს. წვიმასაც ვერ დაარქმევ, უფრო თქორავს, ჟინჟლავს. საკმაოდ სიგრილე და ნესტი ტრიალებს ჰაერში. კედებს უკვე სპეციფიური შმორის სუნი ასდის, იმიტომ რომ უკვე 2 ჯერ დამისველდა მთლიანად, მაღალი ტენიანობი გამო კი სრულად გაშრობას ვერ ასწრებს. რაღა დამრჩენია? ოთახში ვზივარ და მარტინ შულიკის ფილმებს ვუყურებ. მერე პოსტისათვის ჩანაწერს ვაკეთებ. 6 ფილმი უნდა განვიხილო. ვფიქრობ, საკმაოდ დიდი გამოვა, ამიტომაც ორ ნაწილად ხომ არ გავყოთქო? შეიძლება ასეც. საქმესაც არ უნდა დავიწყება და მოდუნება. ტოპოგრაფიული ანატომიის ატლასს ვათვალიერებ, ურგენტულ აბდომინალურ ქირურგიას და ქირურგიულ ცნობარსაც ვავლებ თვალს. სიმპტომების დასაზეპირებლად ვერა და ვერ მოვიცალე. ამასაც მოევლება, ალბათ. ჩანთაში ჩავიხედე დღეს და აღმოჩნდა, რომ გამოუსადეგარი ტანსაცმლით გამიტენია. მხოლოდ ერთი ჯინსი და ერთი თხელი გრძელმკავიანი მაქვს წამოღებული. მეცინება. მე ხომ ყველაფერში ასე მემართება. ქუვეიტში რომ ჩავიდე საცხოვრებლად, იმ დღესვე ეკონომიკური კრიზისი დაიწყება და კიდევ ერთხელ ირანი დაარტყამს ალბათ. Mindfuck!

ბათუმს ვეღარ ვცნობ საერთოდ. არცაა გასაკვირი. 5 წლის წინ ვიყავი აქ ბოლოს. მაშინ ერთადერთი ღირშესანიშნაობა მედეას ძეგლი იყო მხოლოდ.

დღემდე მიკვირს, ამ ბოზის ძეგლს რატომ არ იღებენ? რისი სიმბოლოა, ოქროს საწმისით ხელში რომ გამოხირულა? კაცზე გადარევის და ყლეზე დახამების? თუმცა, მედიცინის ქალღმერთობას არ დავუკარგავ. სიტყვა „მედიცინა“ ხომ სწორედ მედეას სახელიდან მოდის.

ანბანის კოშკი მომეწონა, მინდა გითხრათ. დღისით დიდი ვერაფერი, ღამით- მართლა ლამაზი სანახავია. იუსტიციის სახლის დანახვაზე სულ „ძირითადი ინსტიქტი“ მახსენდება. ამ ფილმის გახსენებაზე… საკმარისია, მეტის გახსენება და მოგონება არაა საჭირო. ამაზე ისედაც ბევრი დაიწერა და ითქვა სოციალურ მედიაში თავისდროზე.

ის კედელიც ვნახე, „ბათუმი თურქების გარეშე“-ო რომ მიუწერია Homo Sapiens-ად წოდებულ „უმაღლესი ინტელექტუალური გავითარების“ ცხოველს. შემრცხვა…

ჩვენ აქ რუსეთში არსებულ ნეონაციმს ვაკრიტიკებთ და მათი მთავრობის მიერ ქართველთა დევნას ქსენოფობიად ვაფასებთ, თვითონ კი… იქაც ეგრე დაიწყებოდა, რა გგონიათ. დღეს- კედელზე წარწერა, ხვალ- გინების მიყოლება ხმამაღლა (გულში თქმაში მაგრები ვართ, ხო იცი!), ზეგ- ცემა-ტყეპა, მერე კი… მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და პროცესს ნუ დავაჩქარებთ. მიკვირს, რატომ არ წაშალეს აქამდე? რა იცი, რა აზროვნების ადამიანი წაიკითხავს? ასეთი მესიჯები ავადყოფ ფსიქიკაზე ყოველთვის უარყოფით გავლენას ახდენდა. გავიხსენოთ: წარსულიდან- ჩარლზ მენსონი (ამ უკანასკნელს ხალხის ხოცვის დაწყება ბითლზის Helter Skelter-ის მოსმენის შემდეგ გაუჩნდა),

თანამედროვეობიდან- ანდრეს ბერინგ ბრეივიკი (მისი სიტყვებით, მის ქმედებაზე დიდი გავლენა ლარს ფონ ტრიერის „დოგვილმა“ იქონია)

ორივე მეზიზღება ჩემთვის უსაყვარლესი ხალხის შემოქმედების შებღალვის გამო.

რას ვამბობდი? ხო, არაა გამორიცხული, ამანაც კი ვინმეზე გავლენა მოახდინოსმეთქი. აბა, ჩემი ნაწერი თუ მოახდენს ვიმეზე გავლენას? ეჰ, მეეჭვება, სამწუხაროდ.

მოკლედ, ასე დაიწყო ჩემი მცირეხნიანი ვოიაჟი აჭარაში. სექტემბერში საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალს ვეწვევი და ასე… ეს იქნება ჩემი დასვენება წელს. მანამდე კი, სანამ აქ ვარ, რამდენიმე პოსტსაც შემოგთავაზებთ. ზღვის მარილიანი ჰაერი და ტალღების დგაფუნის ხმა ჩემ ფანტაზიას ზედმეტად აღიზიანებს.

ბათუმი

05:22

16 აგვისტო, 2012.

Advertisements

13 responses »

  1. “ის კედელიც ვნახე, „ბათუმი თურქების გარეშე“-ო რომ მიუწერია Homo Sapiens-ად წოდებულ „უმაღლესი ინტელექტუალური გავითარების“ ცხოველს. შემრცხვა…”

    Yep!!!
    ქართველები რომ მოდებულები არიან მთელს ევროპას ხავსივით, ამაზე რატომ არ ფიქრობენ. იქაც რომ ეგეთი დისკრიმინაცია იყოს დამეთანხმები ალბათ და მრავალი ქართული ოჯახი ულუკმა-პუროდ დარჩებოდა.
    მაგრამ ამ ყველაფერს გააზრება და ფიქრი სჭირდება. რაც უმეტესობას ეზარება და იმპულსებს აყოლილები ვიღაცეების ნათქვამზე მოქმედებენ.

    • აი, ზუსტადაც! ნახევარი საქართველო უცხოეთში გადახვეწილ ქართველობაზე დგას. აბა გავიგოთ, რომ ჩვენებსაც ასე ექცევიან! გინებით გავსკდებით ალბათ. 100%-ით მართალი ხარ

  2. “ბათუმს ვეღარ ვცნობ საერთოდ. არცაა გასაკვირი. 5 წლის წინ ვიყავი აქ ბოლოს. მაშინ ერთადერთი ღირშესანიშნაობა მედეას ძეგლი იყო მხოლოდ.”” getyoba ro martla 5 wlis win yofilxar 😀

    • ხო 😀 ნაცნობ ადგილებსაც კი ვერ ვცნობ 🙂 სულ სხვა ქალაქია 🙂 მაშინდელი ბათუმის მიღწევა მომრავლებული ნაგვის ურნები და სუფთა ქუჩები იყო…

  3. “დოგვილის” ყურება რამდენი ხანია, მინდა და ვერ მოვაბი თავი 😦

    ჰო, როგორც მაგნუმის აღიარებული დიზაინერი, ერთ პატარა რჩევას მოგცემ: ბექგრაუნდის ოპციებში “fixed” მონიშნე, მე მგონი, ეგრე აჯობებს 🙂

    • გამოძებნე როგორმე დრო! არ ინანებ 🙂

      “fixed” რომ მივეცი ჰარისონი ჩამოიჭრა და სუბმარინაც აღარ ჩანს საერთოდ 😦 ცოტა ხანი დავტოვებ, როგორც არი და მერე სურათს დავაპატარავებ და ისე გავაკეთებ ბექგრაუნდს 🙂 მადლობა რჩევისათვის, თამ 🙂 კიდე რამე რჩევას ან შენიშვნას ხო არ მომცემდი? დიზაინში და ბლოგის აწყობაში საკმაო პრობლემები მაქვს 🙂 მადლობელი დაგრჩებოდი 🙂

      • რას ამბობ, თუ რაიმე იდეა მექნა, სიამოვნებით მოგაწვდი:) პირიქით, ვიფიქრე, იქნებ სულ ჰკიდია დიზაინი და უადგილოდ ვუკომენტარებ მეთქი 🙂

        ნუ, ეს ბექი მომწონს, გიხდებათ შენს და შენს ბლოგს და ცოტა თუ დახვეწავ, ჯერ იყოს 🙂

      • არაფრის, ფილმს რაც შეეხება ჩავინიშნავ და ვნახავ, 🙂 და ქსენოფობიას რაც შეეხება, გვაქვს ქართველებს. არ მიკვირს, უბრალოდ გული მწყდება. იმედია ოდესმე ამაზე გამეცინება. 🙂

      • საინტერესო ისაა, რომ ჩვენ საკუთარ ქსენოფობიას გამართლებასაც ვუძებნით, ესაა უფრო გულსაწყვეტი. გაკვირვებით აღარ მიკვირს უკვე არაფერი…

      • ზოგადად ადამიანის სენია “სხვის თვალში ბეწვსაც ვხედავთ, საკუთარში კი დირესაც ვერ ვამჩნევთ”. 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s