მთვრალი ფიქრები

სტანდარტული

წვიმამ გადაიღო, როგორც იქნა, მაგრამ მზე კვლავ სანატრელია. ამას ხელი არ შეუშლია ჩვენთვის, მაშინვე აუზში ჩავხტით. ჰაერში საკმაო სიგრილე ტრიალებს, მაგრამ წყალი თბილია. კამკამა წყალში ცურვამ ხასიათზე მოგვიყვანა. ჩვენი დგაფუნის ხმაზე მეზობლებმა გადმოგვხედეს აივნიდან. მაშინვე ვთქვი, ნახე, მალე შემოგვიერთდებიანმეთქი. ასეც მოხდა. ადამიანი გონებრივი განვითარებით ევოლუციის უმაღლეს საფეხურზე კი დადგა, მაგრამ ინსტიქტები და ქცეები კვლავ მაიმუნის შემორჩა. „მაიმუნი ხედავს, მაიმუნი აკეთებს“.

განა არ შეეძლოთ აუზში ჩვენამდე ჩასულიყვნენ, მაგრამ ვერ ბედავდნენ, სიცივის გამო. ახლა კი, მიმბაძველობით იმოქმედეს. გამეცინა, აუზიდან ამოვედი და ოთახში დავბრუნდი.

დღის ბათუმი საოცრად ხალხმრავალი და ქაოტურია. ამდენი მანქანა მის ვიწრო ქუჩებში წვალებით გადაადგილდება. პარკირება გაძნელებულია. ადგილის მოპოვება გმირობის ტოლფასია. ამასაც მოევლება ალბათ.

გასაკვირად გემრიელი ხინკალი ვჭამე. სიამოვნების განცდა გაოცებამ გადაფარა. კაია.

საღამოს რესტორანს ვესტუმრეთ. მუსიკოსების რეპერტუარს ვაკვირდები. ეს უკანასკნელი ეპოქის შესაბამისად იცვლება, ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვეობას. საინტერესო დასკვნამდე მივედი. რუსეთი რამდენიც არ უნდა ვაძაგოთ, მათი მუსიკა მთვრალი ქართველის სულთან ყველაზე ახლოა. რუსული ესტრადა არ მიყვარს, მაგრამ მიმაჩნია, რომ კულტურულ აკრძალვას ერთგვარი ნაცისტური პოლიტიკის სუნი ასდის. ამიტომაცაა, რომ მუსიკის წინააღმდეგი არა ვარ, თუ კი ის ამდენ ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს.

უფრო საინტერესო მომენტებს შევესწარი რესტორანში ტრაპეზობისას. კერძოდ, როგორ გადაჯდა საკმაოდ თამამად გამოწყობილ „ნაშოჩკების“ სუფრასთან მღვდელი და დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ქადაგებას უკითხავდა მათ. მავანი იტყვის, რომ ეს ასე არ იყო, მოძღვარში მამაკაცმა და ახალგაზრდულმა წლებმა გაიღიძესო. ასეთ ინდივიდებს აქედანვე ვეტყვი: როგორ არ გრცხვენიათ? ყველანი ჯოჯოხეთში დაიწვებით ამ მკრეხელი აზრების გამო, თქვენი ეშმაკისეული, ჩიპიანი ID ბარათები შუბლში ჩაირტყით, მაინც არაფერი გეშველებათ! სატანისტებო, თქვენ! 🙂

კიდევ უფრო საინტერესოა, რას არ გააკეთებს მთვრალი მამაკაცი ქალის გულის (მუტლის) მოსაგებად. პირველად ვნახე ცეკვასთან ასე მწყრალი ადამინი, რომელიც ტრაკს იხევდა, ამ სიტყვის თითქმის პირდაპირი მნიშვნელობით,საპასუხოდ კი იყო სიცილი მანდილოსანთა მხრიდან. და ოფლად დაღვრილ ჯამბაზსაც უხაროდა თავისი წარმატების ამბავი, ქვეშიდან შესცინოდა სანატრელ დივას, ეგებ მოწყალება მოიღოს და მომცესო.

მეტის ნახვა წვიმამ არ დამაცალა, ალკოჰოლით გაბრუებული ნომერში დავბუნდი და ვიფიქრე: რა დაწერს ახლა ამ ყველაფერს? ბიძაშვილს მუსაიფი გავუბი ჩემ შავ-ბნელ წარსულზე და გამთენიისას სასთუმალს თავი მივეც….

ბათუმი

04:35

18 აგვისტო, 2012.

Advertisements

4 responses »

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s