დაგვიანებული, მაგრამ მაინც პროტესტი

სტანდარტული

ჯანსაღი პროტესტი ჩაისახა და პოლიტიკურმა მაშამ აბორტის წესით დაანაწევრა უსუსური ნაყოფი და მასთან ერთად ყველანაირი იმედი. ჩვენ შანსი გვქონდა მართლა შეგვეცვალა რაღაც. ჩვენი ხმა არ ყოფილიყო „ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“, არ გვეგრძნო თავი სრულ არარაობად. შეგვეძლო მომავალში უმცროსი თაობისათვის გვვეთქვა, რომ ერთხელ, ყველა როგორც ერთი, დადგა ქუჩაში და გაილაშქრა ძალადობის წინააღმდეგ… რომ ჩვენი თაობა არ იყო ეკრანს მიმჯდარი „კლავიატურის ბიჭების“ თაობა…

და რას ვაკეთებთ? გამოვდივარ და ვაწყდები პოლიტიკური პიარის მცდელობის მაგალითებს, ქაოტურ, ჩამოუყალიბებელ მოთხოვნებს. სირცხვილია, რომ პროტესის გამოხატვის კულტურაც არ გვაქვს…

ძალადობა- ეს ისეთი მოვლენაა, რომლის წინააღმდეგ ყველა უნდა აღსდგეს, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა და მრწამსისა. დატოვონ თავანთი დროშები და ტრიბუნები ოპოზიციონერებმა სახლში და როგორც რიგითი მოქალაქეები ისე დადგნენ ხალხის გვერდით! ნუთუ ასეთი უგულოები არიან, სხვის უბედურებაზე თავიანთი რეკლამის გაკეთება რომ არ ეთაკილებათ….

შე კაი ადამიანო, რომ გამოდიხარ და პირდაპირ სააკაშვილის გადაყენებას ითხოვ, დაგიკმაყოფილებს ვინმე ამ მოთხოვნას? ადექი და მოითხოვე პენიტენციალურ სისტემაში ძირეული რეფორმა! ძირეული რამდენმე ადამიანის დაკავებას კი არ გულისხმობს, არამედ მთელი შემადგენლობის განთავისუფლებას უკანასკნელ პაიკამდე ( აღნიშნულმა მეთოდმა საოცრად გაამართლა პოსტრევოლუციური პოლიციის რეფორმის შემთხვევაში)

სოციალური მედია გაფუჭებულ ტელეფონად იქცა. დეზინფორმაციამ წალეკა ფეისბუქი. „ვენდეტას“ ნიღბის დაყენება პროფილის სურათად ან მისი დაშეარება პრობლემას არ აგვარებს. ან იცით კი „ვენდეტას“ ფილოსოფია? ან ანონიმუსის? მათ ჩვენგან განსხვავებით საოცრად კონკრეტულად ჩამოყალიბებული მოთხოვნები აქვთ და ძალაც შესწევთ საკუთარი მიზნებისაკენ წელგამართულებმა იარონ.

სიტყვების „ცოცხი და ტრაკი“ საერთო კონტექსტში გამოყენებით დაზარალებულებს რომ შეურაცხყოფას აყენებთ თუ ხვდებით? ასეთი დელიკატური პრობლემისას მეტი დაფიქრება და თავშეკავებულობა გვმართებს.

ძალადობა უნდა დაიგმოს, მხოლოდ არა ძალადობითვე! „თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ“ ბუკვალურად არ უნდა იქნეს აღქმული!

ჩემი ბლოგის მკითხველმა უწყის, რომ პოლიტიკაზე არასოდეს ვწერ. ეს პოსტიც არაა გამონაკლისი. ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე ვარ, სადაც ნაჩვენები იქნა ნორვეგიელი დოკუმენტალისტი რეჟისორის, პერტ ლომის ფილმი „ისევ მოედანზე“, სადაც აღწერილია რევოლუციის შემდგომ ეგვიპტეში ადამიანთა უფლებების დარღვევის შემთხვევები. აღნიშნულ ფილმზე პოსტიც დავწერე, მაგრამ უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით, გამოქვეყნება გადავდე. აბა როგორია, დავგმო წამება ეგვიპტეში, როცა აქ ასეთი კადრები ვრცელდება მედიის საშულებით? დუმილი ამ დროს სირაქლემის პოზიციაში ყოფნის ტოლფასად მეჩვენა.

პროტესტი აუცილებელია, მაგრამ საკუთრივ პროტესტის ფორმამ და გამომხატველობამ ახალი პროტესტი არ უნდა წარმოშვას!

ბათუმი

19-20 სექტემბერი

2012

გავიღვიძე თუ არა, თემუჩინმა მითხრა, ყველა შეიცვალა ციხის სისტემაშიო… უკლებლივ ყველაო…  ბადრაგად პატრული შევიდაო…

Advertisements

13 responses »

  1. კარგი პოსტია!
    ჩემი თავდაპირველი აღშფოთება სწორედ იმ ფაქტმა გაზარდა, რომ ზოგიერთები ქულებს იწერენ და პროტესტის გამოხატვის კულტურა აშკარად ნულზე ქვემოთ გვქონია…

  2. მედროვეებს არ სძინავთ! არაა ეგ ახალი ამბავი. ჯაყოობა სენია ამ ქვეყნის. ამიტომაც ვერ გავცდით ეტყობა განვითარებადობის სტატუსს და საპარალელედ მუდამ ჩამორჩენილი ქვეყნები გვესადაგება.

  3. შეიცვალა არა ის… ქსნის ციხეში პატიმრებს პირები ამოუკერეს და რუსთავის ციხეში ერთ მსჯავრდებულს ყური მოაჭრეს. ამ აქციების პარალელურად მოხდა ეს.

  4. გამოხმაურება: ბათუმიდან დანახული ეგვიპტე « Sgt. Pepper's Blog

  5. გამოხმაურება: ბათუმიდან დანახული ეგვიპტე « Sgt. Pepper's Blog

  6. გამოხმაურება: ბათუმიდან დანახული ეგვიპტე « Sgt. Pepper's Blog

  7. გამოხმაურება: ყვითელი პროტესტი « Sgt. Pepper's Blog

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s