Война- ხელოვნების სახელით!

სტანდარტული

“კრიმინალური ხელოვნება”- ამ სიტყვების ხსენებისას დარწმუნებული ვარ თქვენს უმრავლესობას Pussy Riot და მათი ასე ცნობილი პერფორმანსი ახსენდება.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ითქვა და ასევე ბევრი დაიწერა. რამდენად მართალი იყო მათი საქციელი და შეფარდებული სასჯელი, ამაზე აქ საუბარს არ დავიწყებ, რადგანაც უკვე გვიანია მსჯელობა. ჩემდა სამარცხვინოდ, უნდა ვაღიარო, აღნიშნულ პანკ-დაჯგუფებაზე პოსტის წერა თვეების წინ დავიწყე და ასე ვერ მივიყვანე ბოლომდე… თუმცა აქ ამის დრო არაა…

სწორედ მაშინ გამიჩნდა პირველად კითხვა, სად გადის ზღვარი ხელოვნებასა და ხულიგნობას შორის? რამდენად შორს შეიძლება შეტოპოს ადამიანმა ხელოვნების სახელით?

მინდა გაგაცნოთ, ვინც იცით, გაგახსენოთ, არტ-დაჯგუფება, რომელთა შედარებით, ჩემი აზრით, “პუსი რიოტის” პერფორმანსები უბრალოდ ბავშვური თამაშია. მაშ, ასე, თქვენს წინაშეა арт-группа Война

არტ-დაჯგუფება “ვოინა” დაარსდა 2005 წელს ოლეგ ვოროტნიკოვის (მეტსახელად: Вор- ქურდი) და ნატალია სოკოლის (მეტსახელად:Козлёнок- თხა) მიერ.

ოლეგ ვოროტნიკოვი- 1978 წლის 17 აგვისტოს დაიბადა. დამთავრებული აქვს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1999 წლიდან დაქორწინებულია ნატალია სოკოლზე.

ნატალია სოკოლი- 1980 წლის 3 ივნისს დაიბადა. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. არის ფიზიკა-მათემატიკური მეცნიერებების კანდიდატი. დაქორწინებულია ოლეგ ვოროტნიკოვზე. ჰყავთ 2 შვილი.

არტ- დაჯგუფებამ სახელი მიიღო ოლეგ ვოროტნიკოვის მეტსახელიდან. War- ომი, გამოითქმის როგორც Вор- ქურდი.

დაჯგუფების მოქმედების მიზანია, შექმნას ხელოვანის რაინდული სახე, რომელსაც რეალურად შეუძლია ბოროტებასთან ბრძოლა, რომელიც ქმნის თვისობრივად ახალ, ცოცხალ, ექსპრესიულ ხელოვნებას, რაც მიზნად ისახავს მაყურებელზე ღრმა ემოციურ გავლენას. დაჯგუფება ცდილობს შექმნას ახალი არტ-ენა, რომელიც ასახავს მხოლოდ ამჟმინდელ პოლიტიკურ-სოციალურ ყოფას, ანგრევს კონფორმისტული ხელოვნების ჩარჩოებს, არ არის კომერციაზე გათვლილი, რამეთუ მთავარი, მხოლოდ ხელოვნებაა და არა ფული. არტ-დაჯგუფება ილაშქრებს ყოველგვარი გლობალიზაციის წინააღმდეგ, რათა მოახდინოს არტ-დედამიწაზე სამართლიანობის აღდგენა. “ვოინა” მოქმედებს პარტიზანული ბრძოლის პრინციპით, მათი პერფორმანსები ანარქიულ ხასიათს ატარებს.

ერთ-ერთი პირველი აქცია “Мордовский Час” შედგა 2007 წლის 1 მაისს, როდესაც აქტივისტებმა გაილაშქრეს გლობალიზაციის უპირობო წარმომადგენლის, “მაკდონალდსის” წინააღმდეგ და მომსახურე პერსონალს ცოცხალი კატები (!) დაუშინეს შეძახილით: “Свободная касса!”

“ეს არის საჩუქარი ფასტფუდის დაბალანაზღაურებადი მონა-მუშახელისთვის, რომელნიც მოკლებულნი არიან გამოსასვლელ დღეებს, რათა დატკბნენ თანამედროვე რადიკალური ხელოვნებით”– ასე შეაფასა დაჯგუფებამ საკუთარი პერფორმანსი.

აღნიშნულმა აქციამ “ყველაზე ხულიგნური პერმორმანსის” შეფასება მიიღო მედიაში.

სიმართლე გითხრათ მიჭირს რაიმე შეფასების გაკეთება… ეს ის შემთხვევაა, როცა ხულიგნობასა და ხელოვნებას შორის ზღვარის გავლება შემფასებლის სუბიექტურ ხედვაზეა დამოკიდებული. კანონის წინაშე, ეს რათქმაუნდა დანაშაულია, მაგრამ აღნიშნული დაჯგუფება კანონის უზენაესობას სრულად უარყოფს, რაც მათი შემდგომი პერფორმანსებით უფრო მტკიცდება…

საზოგადოების შოკირება “ვოინამ” 2008 წლის 29 თებერვალს კიდევ ერთხელ მოახერხა.

ამ დღეს აქტივისტებმა ბიოლოგიის სახელმწიფო მუზეუმში მოწყვეს აქცია “Ебись за наследника Медвежонка!” ისინი  დათვის ფიტულის წინ სექსით დაკავდნენ.

სექსის დროს ოლეგ ვოროტნიკოვი სკანდირებდა: “დათვები მალე ამოწყდებიან!  მხარი უნდა დავუჭიროთ დათვის ბელს! ჩვენ მათ საკუთარი სხეულიდან ენერგიას გადავცემთ! დათვი- ძველი სლავების ტოტემური ცხოველია. ჩვენ სქესობრივი კავშირი უნდა დავამყაროთ დათვის ბელის მხარდასაჭერად! გაუმარჯოს დათვის ბელს! მართმადიდებელი დათვის შთამომავალს!”

2008 წლის 7 მაისს დიმიტრი მედვედევის პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონიალი გაიმართა…

  • 2008 წლის 7 ნოემბერი

პარტიზანული ხელოვნების აქტივისტები მართავენ აქციას, სახელწოდებით “Штурм Белого Дома”. “თეთრი სახლი” რუსეთში მთავრობის შენობას ეწოდება. ხულიგანი არტისტების ერთი ჯგუფი თეთრი სახლის ეზოში შეიჭრა, მეორე ჯგუფი კი შენობის ფასადზე ლაზერის პროექტორის დახმარებით დაახლოებით 40 მეტრის სიმაღლის თავის ქალასა და ძვლებს გამოსახავს.

აქციის შემტევი ჯგუფი ეზოში შეღწევის შემდეგ სკანდირებდა: “ომი-ეს ყველა ნაციის ძალის გამოცდაა! ხელოვნება ეკუთვნის ხალხს! იქნება თავისუფლება, არ იქნება მმართველობა! ყველაზე საშიში ომში- მოწინააღდეგის ძალის დაუფასებლობაა! სწავლა, სწავლა და სწავლა!”

აღნიშნული პერფორმანსით ვოინამ კიდევ ერთხელ გაილაშქრა ტოტალიტარული რეჟიმისა და დიქტატურის წინააღმდეგ. ასევე აღსანიშნავია ლენინური ლოზუნგები, რომელიც სპეციალურად შეარჩიეს ოქტომრის რევოლუციის იუბილესთან დაკავშირებით.

თავი რომ არ მოგაბეზროთ, აღნიშნულ პოსტს ორ ნაწილად გავყოფ. დასკვნით ნაწილს ერთ დღეში შემოგთავაზებთ.
გაგრძელება

Война- Fuck The Police

Война- ანარქია ყველგან და ყოველთვის
პოსტში გამოყენებულია მასალა არტ-დაჯგუფება “ვოინას” მედია-მხატვრის Плут (Алексей Плуцер-Сарно)- ს ბლოგიდან და დაჯგუფების ოფიციალური საიტიდან free-voina.org

Advertisements

17 responses »

  1. გამოხმაურება: Война- Fuck The Police « Sgt. Pepper's Blog

  2. პასუხი კითხვაზე, არის თუ არა ყოველივე ეს ხელოვნება, მე გეუბნები “დიახ”. იმიტომ, რომ დღეს ძნელად წარმოსადგენია, კედელზე დაკიდებულმა ჩარჩოში ჩასმულმა ტილომ ისეთი ზეგავლენა მოახდინოს აუდიტორიაზე, რომ რეალური ქმედებებისკენ უბიძგოს. ამის მაგალითად ბოლო დროს მხოლოდ მუჰამედის კარიკატურა მახსენდება, თუმცა ეს საერთოდ ცალკე ფენომენია. გასული საუკუნის დასაწყისში პროპაგანდას თეატრი და კინო აკეთებდა, მანამდე – მხატვრობა და მწერლობა. დღეს თუ გინდა, საზოგადოებას სულში ხელი უფათურო, პირველ რიგში ჩარჩო, სცენა, ფურცლები და ეკრანი უნდა გადალახო. მასთან პირისპირ, ყველა განზომილებით უნდა წარდგე და სათქმელი ისე თქვა/გააკეთო. ამიტომ მიმაჩნია ყოველივე შენ მიერ ხსენებული თანამედროვე ხელოვნებად 😉

      • ნუ ეგ ჰო. შეფასებითია ყველაფერი.
        მაგრამ, საჯარო სექსი რატომ უნდა ჩათვალო ხელოვნებად ნუ აი არ მესმის :დ
        თუნდაც ჩონჩხის გამოსახვა კედელზე.

        მიუღებელია ჩემთვის.
        და ფუსი რიოთის ქცევები და პერფომანსიც მიუღებელი იყო

      • ჩონჩხის ლაზერული გამოსახულება მთავრობის სახლზე უდიდესი პროტესტი მგონია. ნუ, აქციაც მომეწონა. რათქმაუნდა, ნათ, ყველა სხვადასხვანაირად უყურებს. თვითონ წევრებიც კი გასნსხვავებულად აფასებენ თავიათ აქციებს

      • არა, მაგრამ ჩონჩხი კედელზე ლაზერით ჩემთვის ხელოვნებაა. 🙂 რავქნა, ძალიან მომეწონა ეს პერფორმანსი 🙂

  3. გამოხმაურება: Война- ანარქია ყველგან და ყოველთვის « Sgt. Pepper's Blog

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s