Война- ანარქია ყველგან და ყოველთვის

სტანდარტული

პოსტის წაკითხვამდე გადახედეთ წინა ნაწილებს

Война- ხელოვნების სახელით!

Война- Fuck The Police

  • 2008 წლის 6 სექტემბერი

არტ-დაჯგუფება “ვოინა”, მოსკოვში, სავაჭრო ცენტრში, მართავს აქციას სახელწოდებით: «Памяти декабристов (ПэДэ)» ანუ “Пестель на хуй не упал!”. ეს გახლდათ საჩუქარი ქალაქის დღესთან დაკავშირებით მერ ლუჟკოვს. პერფორმანსის დროს არტისტებმა 3 არალეგალი მუშა და 2 ჰომოსექსუალი “ჩამოახრჩვეს”

განსასჯელები მწკრივში დააყენეს. რის შემდეგაც ოლეგ ვოროტნიკოვმა წარმოთქვა: “არა პიდარასტებს! არა ვიწროთვალება ჩუქჩებს! ჩუქჩებო-დაბრუნდით ჩუქჩისტანში! შავტრაკებო- გოუ ჰოუმ! ციმბირი-ციმბირელებისთვის! დიდება მოსკოვს!”

ამ სიტყვების შემდეგ განსასჯელები “ჩამოახრჩვეს”

პარალელურად, დაჯგუფების აქტივისტებს გაშლილი ჰქონდა ლგბტ-ის დროშა წარწერით “Пестель на хуй не упал!”.

ყველაზე საინტერესო მაინც პუბლიკის რეაქცია გახლდათ. აქციას მაყურებელი ბევრი ჰყავდა, თუმცა იყვნენ ზოგიერთები, ვინც ყურადღება არ მაიქცია მოქანავე “გვამებს” და საყიდლების თვალიერება განაგრძო…

“ტაჯიკი მუშები- თანამედროვე მონობის სიმბოლოა. ისინი მონურ შრომას ეწევიან, რაც უსამართლობაა. ლიბერალური ფასეულობების განვითარებისა და წარმოჩენის სიმბოლოდ ავირჩიეთ ჰომოსექსუალები, რომელთაც ლუჟკოვი არ აძლევს ქუჩის აქციების ჩატარების უფლებას. ეს ერთგვარი საჩუქარია ქალაქის დღეზე ჩვენი მერისათვის”-დაახლოებით მსგავსი ახსნა გაუკეთა ვოროტნიკოვმა აღნიშნულ აქციას.

საოცრად ლაკონურად და გასაგებად გადმოსცა აღნიშნულმა პერფორმანსმა მოსკოვში გამეფებული შოვინისტური და ჰომოფობური გარემო. ეს გახლდათ ერთგვარი გამოძახილი საზოგადოებისა. არტისტები არ შეუშინდნენ თამამ პროვოკაციას და დაანახეს ყველას ადამიანთა რეალური დამოკიდებულება ეროვნული და სქესობრივი უმცირესობისადმი. მსგავსი პერფორმანსი ჩვენც არ გვაწყენდა მგონი… ოღონდ ჩვენ ტაჯიკების ნაცვლად სომხები, თურქები, ჩინელები, აფროაამერიკელები  “ჩამოვახრჩოთ” ჩვენივე ქვეყნის ჰიმნის ფონზე… ჰომოსექსუალები საჯაროდ “დავხვრიტოთ” შეძახილით “შვილების გვიპიდარასტებენ, ხალხო!”…

  • 2008 წლის 3 ივნისი.

“ვოინა” ატარებს აქციას “Ментопоп” ანუ სუპერმარკეტის დაყაჩაღება”.ოლეგ ვოროტნიკოვი მღვდლის ანაფორაში გამოწყობილი, თავზე მილიციის მუშაკის ქუდით შედის სუპერმარკეტში.

ყიდულობს საკვებს, ალკოჰოლს, ეროტიკული ხასიათის ჟურნალს და მიდის სალაროსკენ. ისე, რომ ფულსაც არ იხდის, ტოვებს ადგილს. არ გეგონოთ, რომ გარბის! თავაწეული, ამაყად გამოდის ცენტრალური შესასვლელიდან, ისე რომ ვერავინ უბედავს თანხის გადახდა მოსთხოვოს.

ეს გახლდათ ასე გავრცელებული სოციალური შიშის გაშიშვლება. აღნიშნულმა პერფორმანსმა ხაზი გაუსვა საზოგადოებაში გავრცელებულ მანკიერ შეხედულებას, რომ მილიცია და სამღვდელოება ხელშეუხებელია. თურმე რამდენს ნიშნავს „ფორმა“ (იქნება ეს მილიციის თუ სამღვდელოების) დაჩლუნგებული, შეშინებული სოციუმისთვის. „ვოინა“ მილიციას რომ ვერ იტანს, ახალი ფაქტი არაა. ანაფორის პრივილეგირებულობას მათ პირველად გაუსვეს ხაზი. როგორც ჩანს, ესეც მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელზეც ყველა დუმილს ამჯობინებს.

  • 2009 წლის 29 მაისი

გაიმართა პერფორმანსი “Хуй в Очко”, რომლის დროსაც გააპროტესტეს ანდრეი ეროფეევის გასამართლება.  აღნიშნული აქცია  სასამართლო შენობაში გაიმართა. სხდომამდე დაჯგუფებამ ქალაქში გამოაკრა პლაკატები, სადაც ხალხს ეპატიჟებოდნენ სასამართლო დარბაზში პანკ-ჯგუფის „XBO”-ს კონცერტზე. აქციაში მონაწილეობდნენს „ „პუსი რიოტის“ ამჟამად დაპატიმრებული აქტივისტები ნა­დეჟ­და ტო­ლო­კო­ნი­კო­ვა და ეკა­ტე­რი­ნა სა­მუ­ცე­ვიჩი.

არტისტებმა მოახერხეს სასამართლო სხდომის დაბაზში მალულად შეეტანათ აპარატურა: ელექტრო და ბას- გიტარა, გამაძლიერებელი, მიკროფონი. კონფერსანიეს მცირე წარდგენის შემდეგ მათ იმღერეს “Все менты ублюдки, помните об этом”

აღნიშნული პერფორმანსი ერთ-ერთი უსაყვარლესია ჩემთვის „ვოინას“ შემოქმედებიდან. პანკ-მუსიკა, როგორც ანარქიის, პროტესტის ფლაგმანი უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგ. თან ეს ყველაფერი მსგავს გარემოში. უბრალოდ საოცრებაა.

აღნიშნული აქციით დაჯგუფების წევრებმა ხაზი გაუსვეს სასამართლოს რეალურ სიბრმავეს, გააპროტესტეს ძალადობრივი სტრუქტურის არსებობა, აჩვენეს მუსიკის დაუმორჩილებლობა და სრული თავისუფლება.

  • 2010 წლის 12 ივნისი

აღნიშნულ პერფორმანში მთავარი როლი შეასრულეს „ვოინას“ ყოფილმა წევრებმა, „პუსი რიოტის“ ამჟამად დაპატიმრებულმა აქტივისტებმა  ნა­დეჟ­და ტო­ლო­კო­ნი­კო­ვამ და ეკა­ტე­რი­ნა სა­მუ­ცე­ვიჩმა. მათ გააპროტესტეს სასამართლო პროცესი ეროფეევისა და სამადუროვის წინააღმდეგ. ამისათვის კი სასამართლო შენობაში მალულად, “ბურბუშელას” ყუთებით,  ასობით  დიდი ზომის ტარაკანი შეიყვანეს და ისინი შენობაში გაუშვეს.

„არა ტარაკანებს თავში“ ყვიროდნენ აქტივისტები. აღნიშნული აქციის ვიდეო და ფოტო მასალა არ არსებობს. მოიპოვება მხოლოდ ხმოვანი ჩანაწერი.

პროტესტის გამოხატვის ფრიად საინტერესო მეთოდია, ვერაფერს იტყვით. რამდენადაა არტ-პერფორმანსი, თქვენი გადასაწყვეტია.

ყველაზე გამაოგნებელ, შოკისმომგვრელ და ჩემთვის მეტად რთულად გასაგებ პერფორმანსს, შემდეგისთვის მოვიტოვებ. გემრიელი ლუკმაა და არ მინდა ნაჩქარევად, დაუმუშავებლად მოგაწოდოთ.

ბონუსად პერფორმანსი “Леня Ёбнутый крышует Федералов” უკომენტაროდ

პოსტში გამოყენებულია მასალა არტ-დაჯგუფება “ვოინას” მედია-მხატვრის Плут (Алексей Плуцер-Сарно)- ს ბლოგიდან და დაჯგუფების ოფიციალური საიტიდან free-voina.org

Advertisements

4 responses »

  1. გამოხმაურება: Война- Fuck The Police « Sgt. Pepper's Blog

  2. გამოხმაურება: Война- ხელოვნების სახელით! « Sgt. Pepper's Blog

  3. ჩვენთან საშიშია “ჩამოხრჩობის” პერფორმანსი, ხალხი იფიქრებს ამათ ნებართვა აქვთ უმცირესობათა წამებაზეო და საჩქაროდ შეიტანენ ამ ყველაფერში თავიანთ წვლილსაც :/

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s