ყვითელი პროტესტი

სტანდარტული

ყვითელი ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ დღეს დილიდან.

medianews.ge

როგორც აღმოჩნდა აღნიშნულ გაფიცვას წინ უსწრებდა გამაფრთხილებელი აქცია მერიასთან. ასევე გამართხილებელი აქცია მოაწყვეს მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა, თუმცა ისინი დღევანდელ გაფიცვას არ შეუერთდნენ.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სახლიდან ვერ გავედი დღეს, თუმცა წარმომიდგენია, რა რთული მდგომარეობაა შექმნილი ქალაქში. მახსენდება  რამდენიმე წლის წინ სამარშუტო ტაქსების (“მარშუტკების”) მძღოლები გაიფიცნენ 1 დღით. წვიმდა. საშინელება იყო. ტაქსები გასამმაგებულ თანხას ითხოვდნენ, ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას ჰგავდა ეს ყოველივე…

“ამ ხალხის არ მესმის პირველივე დღიდან რომ გაფიცვები დაიწყეს აქამდე სად იყვნეენ? მოსწონდათ ხელფასები და ეხლა აღარ მოსწოონთ?”

“ეს ხალხი აქამდე ორმოში იჯდა? ეხლა გაახსენდათ, რომ დაბალი ხელფასები აქვთ?

“პირველ დღეს როცა დაიწყეთ მუშაობა, რატომ არ მოითხოვეთ უფრო დიდი ხელფასები. ვიცი, თავს იკლავდით, ოღონდ მანდ გემუშავათ, თან რომელ ხელშეკრულებაზე გაქვთ ხელი მოწერილი, თუ იცით? ყველა დაქირავებული ვართ იმ მთავრობის მიერ. როცა უნდათ, მაშინ გაგანთავისუფლებენ. რატომ ვაწერდით ხელს მაშინ იმ ხელფასებს? მოითმინეთ ხალხო, რა გჭირთ?”

“ყველა ამ დროს რომ იფიცებით, არ გრცხვენიათ??? ნაცებს რატომ არ სთხოვდით ხელფასების გაზრდას???ყველა ეხლა რამ გაგაგიჟათ???ან ვინ გყავთ დირიჟორი??? ამ ეტაპზე ასეთი გაფიცვები ღალატის ტოლფასია….თორემ ხელფასის მომატება ყველაზე მეტად მე მინდა”

“რატო აქამდე არ იღებდით ხმას?”

ასეთ კომენტარებს ვაწყდები ძირითად და ნერვები მეშლება… მერე მეცინება… სიმწრით…

“ბრბოც ყოველთვის მხოლოდ ერთს ითხოვს, : გთხოვ, გამხადე, გამაუპატიურე.”

“ჰანუსენი”. რეჟისორი: იშტვან საბო

ეტყობა საოცრად მოკლე მეხსიერება აქვს ხალხს. მე ჯერ არ ვუჩივი ჩემს გონებას.

ყვითელი ავტობუსების შემოსვლისას უმუშევრობის დონე გახსოვთ? რაღა არის გასაკვირი, რომ კაპიკებზე მუშაობასაც დათანხმდებოდა ხალხი, ოღონდ ოჯახი გამოეკვება! უარს იტყოდა და მეტს მოითხოვდა? მაშინვე მოიძებნებოდა ადამიანი, ვინც ამ კაპიკებზე იმუშავებდა.

ამდენი ხანი სად იყვნენ და რატომ არ იღებდნენ ხმას?  როგორც ჩანს აღარ გახსოვთ საზოგადოდ გავრცელებული შიში ხალხში, ამდენი ხანი რომ სუფევდა ირგვლივ! აღარ გახსოვთ არც 7 ნოემბერი, არც 25 მაისის ღამე! ვინც ხმას ამოიღებდა, სამსახურიდან რომ მოისვრიდნენ, ეტყობა ესეც არ იცით!

მე მიხაროდა, როცა ვნახე ხალხის მიერ შიშის დაძლევა და პატიმრების წამების გაპროტესტება! ასევე მიხაროდა, როცა ვხედავდი დაუსრულებელ რიგებს საარჩევნო უბნის წინ! ვიგრძენი, რომ ადამიანებმა გამოფხიზლება დაიწყეს. გამიხარდა, როცა ცხოვრებაში პირველად ვნახე, როგორ შეიძლება არჩევნების გზით მთავრობის შეცვლა! ახლა კი ვზივარ და მათ პირველ ნაბიჯებს ვაკვირდები ძალაუნებურად…

რკინიგზის მუშაკთა გაფიცვამ შექმნა ჯანსაღი პრეცენდენტი. აჩვენა, რომ თანამედროვე ეპოქაში მონობა მიუღებელია და ჯერ კიდევ შეგვწევს ძალა საკუთარი უფლებები დავიცვათ.  რკინიგზელთა პროტესტს უმრავლესობა მხარს უჭერდა. იმიტომ ხომ არა, რომ კონკრეტულად აღნიშნული პრობლემა, რეალურად მათ პირად კეთილდღეობას არ აწუხებდა და მათი პროტესტი სოციალურ ქსელებში სხვა არაფერი იყო, თუ არა ერთგვარი პოზის დაჭერა?

პროტესტი იმისაა, რომ ერთნაირად მიიტანოს  სატკივარი უმაღლეს ეშელონებთან და უბრალო ადამიანებთან. პროტესტი სწორედაც რომ უნდა შეგეხოს, შენ, უბრალო ადამიანს, რომ ადგე და შენც გამოხატო საკუთარი პოზიცია! ავტობუსის მძღოლებზე კი არა, მთავრობაზე უნდა გაბრაზდე ადამიანი! დიახ, სწორედაც მთვრობაზე! მერე რა, რომ ახალარჩეულია და ჯერ მხოლოდ სწავლობს ნაბიჯების გადადგმას. რაკი არჩევნებში მონაწილეობდნენ, გამარჯვებაზე ჰქონდათ პრეტენზია, სწორედაც რომ უნდა შეძლონ ახლა აღნიშნულ პრობლემებთან გამკლავება. გამოუცდელობა გამართლება არ არის!

წარმოვიდგინოთ, რომ ექიმთან ხართ, რომელიც გეუბნებათ, “იცით, მე ჯერ გამოუცდელი ვარ და რომ შემომაკვდეთ მკურნალობის პროცესში, არავინ გამამტყუვნებს, მე ხომ წინასწარ გაგაფრთხილეთ!” დარწმუნებული ვარ, თქვენ ადგებით და სხვა ექიმს მოითხოვთ, უფრო გამოცდილს და საკუთარი საქმის მცოდნეს. ექიმს, რომელიც ავადმყოფს მკურნალობას იწყებს, ზურგს უნდა უმაგრებდეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რომელსაც იგი სტუდენტობის პერიოდში იძენს. თუ რაიმე პრობლემა ექმნება, უფრო გამოცდილი სპეციალისტისათვის დახმარების თხოვნის არ უნდა ეშინოდეს.  (შეიძლება ეს არასწორ შედარებად მოგეჩვენოთ, მაგრამ იმედია მიმიხვდით, რისი თქმაც მსურს).

ამ ეტაპზე ასეთი გაფიცვები ღალატის ტოლფასია” –  ამგვარი პოზიცია ყოვლად გაუმართლებელი და მიკერძოებულია. საკუთარი უფლებების დაცვა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნა ნებისმიერ ეტაპზე გამართლებულია. დარწმუნებული ვარ, რომ მძღოლების უმრავლესობამ ამჟამინდელ სამთავრობო ლიდერს მისცა არჩევნებში ხმა უკეთეს მომავალზე “ოცნებით”. თუნდაც ასეც რომ არ იყოს და “მეტი სარგებლის” იმედით შემოეხაზა ბიულეტინი, რა, ეს ფაქტი მათ მოღალატეებად და მთავრობისგან გარიყულ ინდივიდებად აქცევთ მათ? დღევნდელი მმართველი ძალა ერთნაირად მმართველია მისდამი პოზიციურად და ოპოზიციურად განწყობილი ხალხისათვის!

რატომ მაინცადამინც დღეს გაიფიცნენ? იმის გამო ხომ არა, რომ “ქამრების შემოჭერის” საფინანსო პოლიტიკის პირობებში საპატრიარქოს დაფინანსება 22 800 000 მილიონი ლარიდან 25 მილიონამდე გაიზრდება. საპატრიარქოს ნამდვილად არ უჭირს დღეს და არც გაუჭირდება მრევლის სიმრავლის გამო. სამთავრობო პრიორიტეტები გლახაკ მოკვდავთა სურვილებისგან საკამოდ განსხვავდება, როგორც ჩანს!  უბრალო ხალხს წელი ისედაც გაწყვეტაზე აქვს და კიდევ ქამრის შემოჭერა რამდენად გვიშველის, მალე გამოჩნდება. ფრთხილად უნდა ვიყოთ! ემანდ, წელზე არ გავწყდეთ საერთოდ!

ფაქტია, რომ დღეს შიში აღარ არის საზოგადოების ქმედებების წარმმართველი, რაც დღევანდელ მთავრობას უნდა უხაროდეს, რადგანაც ეს ერთგვარად დემოკრატიის საწყისის ლაკმუსად შეგვიძლია მივიჩნიოთ. შეწუხებულ მგზავრებს ვურჩევდი, მძღოლებზე გაბრაზებას, უმჯობესია მხარი დაუჭიროთ მათ, რათა დროულად მოგვარდეს აღნიშნული კრიზისი.

P.S. ხვალ გამოცდა მაქვს მაღლივ კორპუსში. ნეტა, როგორ მოვახერხებ მისვლას?

Advertisements

12 responses »

  1. “თუ რაიმე პრობლემა ექმნება, უფრო გამოცდილი სპეციალისტისათვის დახმარების თხოვნის არ უნდა ეშინოდეს. (შეიძლება ეს არასწორ შედარებად მოგეჩვენოთ, მაგრამ იმედია მიმიხვდით, რისი თქმაც მსურს).”- კი,მიგიხვდი)))))
    ადრე ადექით და ფეხით წადით გამოცდაზე.good luck!

  2. საინტერესოა როდემდე გაგრძელდება და ჩვენ რატომ არ ვადარდებთ ვინმეს? 😀 ჯერ სად ხართ : )))

    • ჯერ სად ხართ 😀 მთავრობამ უნდა დააკმაყოფილოს მძღოლთა მოთხოვნების ნაწილი მაინც, ცოტა რომ განიმუხტოს სიტუაცია

  3. მე ვფიქრობ საზოგადოებამ არ უნდა მისცეს საშუალება ხელისუფლებას, კარგად მოირგოს სავარძლები და რამოდენიმე თვეში, კარგად დასვენებულ გულზე, დაიწყოს პრობლემების მოგვარება. შესაბამისად, მართალია, ყველა, ვისაც აქვს პროტესტი, უნდა დააფიქსიროს ის. ცხადია, კანონმდებლობის ფარგლებში. და ისიც უნდა გაითვალისწინონ გაფიცულებმა, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და მათი ხანგრძლივი და არაფრისმომცემი გაფიცვით მოქალაქეები არ უნდა დააზარალონ. სწორად მოიქცნენ რკინიგზელები. 2 საათიანი მუშაობის შეწყვეტა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მათთვის ყურადღება მიექციათ. იბრძოლეს და ახლა ელოდებიან შედეგებს, რომლებიც აუცილებლად დადგება (ასე თქვა მეოცნებე მინისტრმა). მოკლედ. ვუერთდები ყველას, ვინც საკუთარ უფლებებს იცავს, თუმცა მე ნურავინ დამაზარალებთ!

  4. აუ რა არის იცი?
    ავტობუსის მძღოლების გაფიცვა არის ღორობა და მეტი არაფერი. მოითხოვონ ადეკვატური რაღაც და არავინ გააპროტესტებს მაგათ გაფიცვას.

    • ეს ერთგვარი ფანდია, ნათ. მძღოლები ბევრს ითხოვენ, მთავრობა ცოტას შესთავაზებს და რაღაც საშუალოზე შეთანხმდებიან საბოლოოდ

      • როგორ უნდა შესთავაზოს ის ცოტაც როცა ბიუჯეტი არაა საკმარისი? კარგი რა.
        12 დღეში 800 ლარი ცოტაა?
        მოეთხოვათ პირობების გაუმჯობესება და დღეში ერთი ადამიანის ნაცვლად ორის მუშაობა და იქნებოდა ყველაფერი იდეალურად. არა, უნდა გაღორდნენ 😐

      • თავიდან პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გამოვიდნენ, მერე დაემატა ხელფასის გაზრდა და ვიღაცეების გადაყენების მოთხოვნები… და ბიუჯეტი სად გაქრა? თუ საკმარისი არაა, გაუზარდოს მთავრობამ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s