რკინის დეფიციტი

სტანდარტული

სანამ პოსტის კითხვას შეუდგებით, ვაშლი თუ მოგეძებნებათ ახლომახლო, მოიმარჯვეთ და ნება-ნება შეუყევით კითხვას.

დასაწყისში ვიფიქრე პოსტი ჰაუსის სტილში დამეწერა, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ მე გენიოსი არა ვარ და ჩემი პოსტის წაკითხვა არცთუ სასიამოვნო იქნებოდა….

***

„რა ფერმკრთალი ხარ, ანემია ხომ არ გჭირს?“

გემოგლობინი” ჰქონია დაბალი და იმიტომ გახდა ცუდად“

„ვაშლი ჭამე! რკინას შეიცავს და კარგია ორგანიზმისთვის“

დარწმუნებული ვარ, თქვენს უმრავლესობას მოუსმენია მსგავსი ფრაზები. მეც არ გახლავართ გამონაკლისი. ალბათ, ამიტომაა, რომ ვაშლი გამორჩეულად მიყვარს და ამ პოსტის წერისასაც კი თან შევექცევი. ადრეულ ბავშვობაში, ვაშლში რკინის არსებობას რომ წარმოვიდგენდი, მეგონა, რაც უფრო მეტ ვაშლს შევჭამდი, ჩემი „მუსკულებიც“ რკინასავით მაგარი გახდებოდა, მე კი საოცარი ძალა მომეცემოდა მკლავებში. რათქმაუნდა ასე არ მომხდარა, თუმცა, აღსანიშნია, რომ „გ“ემოგლობინის დაბალ დონეს არ ვუჩიოდი.

რა არის ასეთი ეს რკინა და რისთვის არის აუცილებელი ორგანიზმისათვის?

სისხლი წითელია, როგორც იცით. მის აღნიშნულ შეფერილობას ერითროციტები, ანუ სისხლის წითელი უჯრედები განაპირობებენ. მისი ძირითადი შემადგენელია ჰემოგლობინი (და არა „გემოგლობინი“) ჰემოგლობინის მთავარი  კომპონენტი კი სწორედ მიკროელემენტი რკინაა. სუნთქვისას ორგანიზმში მოხვედრილი ჟანგბადი უკავშირდება მხოლოდ რკინას, ამოსუნთქვისას ნახშირორჟანგიც სწორედ რკინას გამოაქვს. ძალიან რომ არ დაგღალოთ, მოკლედ ვიტყვი: სისხლში რკინის გარეშე სუნთქვა წარმოუდგენელია!

ანემია, ხშირად გესმით ალბათ ეს სიტყვა, პირდაპირი თარგმანით სისხლის ნაკლებობას ნიშნავს, თუმცა ეს ასე არ არის. ანემია- ორგანიზმში რკინის სიმცირეს აღნიშნავს. ამის ხშირი მიზეზი სისხლის დაკარგვაა (სწორედ აქედან მოდის ტერმინი- ანემია), თუმცა ეს აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს! ანემია შესაძლოა სისხლის დაკარგვის გარეშეც განვითარდეს. რკინა ასევე ეხმარება კუნთებს ჟანგბადის შენახვასა და მოხმარებაში.

რკინის დეფიციტი (სიმცირე) გულისხმობს ორგანიზმში რკინის მარაგის გამოლევას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გარეშე, შემდგომში რკინა-დეფიციტური ანემიის განვითარებით, რომელიც უარყოფითად მოქმედებს სხვადასხვა ორგანოთა სისტემის ფუნქციონირებაზე.

რკინის დეფიციტი საკმაოდ ვერაგი რამ არის, მეგობრებო. ხშირ შემთხვევაში ამ დროს ადამიანი ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ გრძნობს, ანუ არ აქვს არანაირი სიმპტომი. სწორედ ამიტომაც, წინასწარ გამოკვლევას, ანუ პროფილაქტიკას დიდი როლი ენიჭება.

რკინის დეფიციტი, თუ დროულად არ იქნა გამოვლენილი, შემდგომ იწვევს რკინა-დეფიციტური ანემიის განვითარებას, ანუ ამ დროს ორგანიზმის მდგომარეობა მძიმდება. დამახასიათებელია ადვილად დაღლა, სისუსტე. ქვეითდება მუშაობის/სწავლის უნარი. ორგანიზმის დამცველობითი სისტემა (იმუნიტეტი) სუსტდება, ამიტომაც ადამიანი ხშირად ხდება ავად.

განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ბავშვები, რადგანაც მათი ორგანიზმი სწრაფად იზრდება და რკინასაც უფრო მეტი რაოდენობით საჭიროებენ. ასევე ორსული დედები, რადგანაც მათ ორგანიზმს ნაყოფზე ზრუნვაც უხდება. აღნიშნულ პერიოდში რკინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განუვითარებლობა, ნაადრევი მშობიარობა. ახალშობილს კი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეიძლება შეექმნას.

ასევე მუდმივი რისკის ჯგუფში არინ ქალები, რადგანაც მენსტრუაციული ციკლის დროს სისხლის კარგვა ხდება, ეს კი თავის მხრივ ანემიის გამომწვევი შეიძლება გახდეს.

რკინის დეფიციტთან ბრძოლა საოცრად მარტივია!

  1. წინასწარი (პროფილაქტიკური) გამოკვლევა
  2. რკინით მდიდარი პროდუქტით კვება

პროფილაქტიკური გამოკვლევა რას ნიშნავს?

ადექით და მიმართეთ ექიმს! მერე რა, რომ არაფერი გაწუხებთ, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის. რკინის დეფიციტის დასადგენად ხდება სისხლის აღება და ლაბორატორიული კვლევის ჩატარება. ალბათ ტანში გაგაჟრჟოლათ, მაგრამ, მერწმუნეთ, სჯობს ახლა ჩაიტაროთ გამოკვლევა და თავი დაიზღვიოთ, ვიდრე შემდგომ ავადმყოფობის შედეგებთან მოგიწიოთ შერკინება.

რკინით მდიდარი პროდუქტი

  • მჭლე ხორცი (საქონლის და ღორის ღვიძლი)
  • თევზი

ცხოველურ საკვებში არსებული რკინა 2-3-ჯერ უფრო კარგად შეიწოვება მცენარეების რკინასთან შედარებით

  • ბოსტნეული (წითელი წიწაკა, სალათის ფოთოლი, კარტოფილი, ნიორი)
  • პარკოსნები (ლობიო)
  • რძე და რძის პროდუქტები
  • კომბოსტო (ყვავილოვანი კომბოსტო), ჭარხალი
  • ხილი (გარგარი, ანანასი, ყურძენი, ვაშლი)

თუ დააკვირდებოდით, შეამჩნევდით, რომ ვეგეტარიანული დიეტის  სწორი დაგეგმვით შესაძლებელია ორგანიზმის მიერ შეთვისებული რკინის რაოდენობის გაზრდა. ამისათვის აუცილებელია C ვიტამინით მდიდარი საკვების (ციტრუსები, მწვანე ბოსტნეული, პომიდორი, კარტოფილი) და რკინის შემცველი პროდუქტით ერთდროული კვება. თუ არადა შეგიძლიათ ბავშვობაში ასე საყვარელი „ყვითელი ბურთულები“ დაიხმაროთ.

პოლივიტამინების მიღებაც არ გაწყენთ. ეს დაეხმარება ორგანიზმს, რკინის დეფიციტს წარმატებით გაუმკლავდეს.

გახსოვდეთ: წინასწარი (პროფილაქტიკური) გამოკვლევა და ექიმთან კონსულტაცია თქვენი ჯანმრთელობის გარანტიაა!

P.S. ამ პოსტის წერისას 5 ვაშლი შემომეჭამა უკვე. და თქვენ?

ესეც ჩემი საყვარელი ვაშლი

P.P.S. იქნებ ადამს სწორედაც რომ რკინა-დეფიციტური ანემია სჭირდა და ევა უბრალოდ მის დახმარებას ცდილობდა?

პოსტი საკონკურსოა და მონაწილეობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კამპანიაში.

Advertisements

12 responses »

  1. არ ვიცი, რამდენად სიმართლეა, მაგრამ სადღაც წავიკითხე, რკინის გადამეტებული რაოდენობა მიდრეკილებას იწვევს სუიციდისკენო და მაგალითებიც იყო, ცნობილი ადამიანების, რომელთა სასხლშიც რკინის მეტობა აღმოჩნდა.

  2. კარგია! წარმატებები კონკურსში! დასაწყისზე განსაკუთრებით გეთანხმები, თან ინგლისური ანდაზა – “ყოველდღე ერთი ვაშლი გიხსნის ექიმისგან.” სწორედ, რომ ამას ადასტურებს! (არ ვიცი რა ხნისაა ეს ანდაზა, თუმცა უდავოა რომ რკინის სიმიდირით გამოწვეული დადებითი თვისებების შედეგია.)

  3. რკინის ფქვილი რო მიიღო ცოტცოტა ვერ შეივსებ მარაგს?. ან ჟანგიანი ლურსმნები რო წუწუნო. (არა, სვანი არა ვარ)

  4. სისულელეა..რკინადაფიციტური ანემიის დროს რზის პროდუქტი მინიმუმამდე უნდა დავიდეს, რადგან კაცლი, რომლითაც რძის პროდუქტია მდიდარი , რკინის შეთვისების მტერია… გარდა ამისა, არის ლატენტური ფორმის ანებია, რომელიც გემოგლობინში არ ისახება. გემოგლობინი ნორმალურია, მაგრამ ორგანიზმს სასტიკად აკლია რკინა, სისხლი ნორმაშია, მაგრამ ორგანოები იწყებენ დაავადებას. ამ დროს სისხლის საერთო ანალიზი კი არა ფერიტინის ანალიზია საინტერესო, რომ გაირკვას როგორია რკინის მარაგები ორგანიზმში.ზოგადად პროდუქტების მიღებასაც აქვს თავის ტანამიმდევრობა. რძის პროდუქტები დილით, რკინისშემცველები საღამოს, რადგან რკინა-შიმშილს ორგანიზმი განიცდის საღამოს 9-10 საათიდან დილის 5 საათამდე.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s