თბილისის კინოფესტივალი. შაბათი

სტანდარტული

დაიწყო… ოფიციალურადაც გაიხსნა და ძალაშიც შევიდა თბილისის XIII საერთაშორისო კინოფესტივალი. წლევანდელი პროგრამა დახუნძლულია მეტად საინტერესო ფილმებით, რამაც საგონებელში ჩამაგდო. რა ვნახო? რომელი ფილმი იმსახურებს ყურადღებას? როგორ შევადგინო საკუთარი პროგრამა ისე, რომ მაქსიმუმი მივიღო ფესტივალისაგან? ცალკე ისიც უნდა გავითვალისწინო, რომ პარასკევს გამოცდაა, ლექციებიც არ შეწყვიტეს ფესტივალის გამო :D მოკლედ, პროგრამაში და ინტერნეტში რამდენიმესაათიანი ქექვის შემდეგ შევადგინე საკუთარი სია სურათებისა, რომელსაც წელს ვნახავ.

ფესტივალის პოსტერი

შაბათი

11:00

კინოთეატრი “რუსთაველი”

პრემირებული ანიმაციური ფილმები

ფესტივალი “თოფუზი 2012” წარმოგიდგენთ 2011-2012 წლის ფესტივალის გამარჯვებულ მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ სურათებს. სიმართლე გითხრათ, არც ვგეგმავდი წასვლას, მაგრამ იმდენი კარგი მესმის ამ ანიმაციების შესახებ, გადავწყვტე არ გამოვტოვო.

კინო ბავშვებისთვის, და არა მარტო…

***

15:00

კინოთეატრი “ამირანი”

სიყვარული

რეჟისორი:  სლავომირ ფაბიცკი

მარია და ტომეკი ათი წლის ცოლ-ქმარია. ორივემ გადააბიჯა ოცდაათს. ისინი პატარა ქალაქში ცხოვრობენ. ქმარი სადიზაინერო კომპანიაში მუშაობს, ცოლი – ქალაქის მერიაში. მომავალი პატარას მოლოდინში ისინი ერთად აფორმებენ თავიანთ ბინას. ერთი შეხედვით, თითქოს არაფერს შეუძლია მათი მშვიდი ცხოვრების ამღვრევა. მაგრამ ერთ დღესაც ქალაქის მერი, რომელმაც დიდი ხანია თვალი დაადგა მარიას, გააუპატიურებს მას. ქალი პოლიციაში არ განაცხადებს და არც ქმარს ეუბნება. მაგრამ ამ დღიდან მათ სიყვარულს გამოცდა ელის.

პოლონური კინოსკოლის სიძლიერე ცნობილი ფაქტია, ამიტომაც მათი ნაწარმი ყოველთვის საინტერესო გამოდის. ფილმის რეჟისორის, სლავომირ ფაბიცკის ბიოგრაფია საინტერესო მომენტებით არის სავსე: მისი სადიპლომო ფილმი „კაცის საქმე” 2002 წელს „ოსკარზე” იყო წარდგენილი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნომინაციაში, 2006 წელს გადაღებულმა პირველმა სრულმეტრაჟიანმა ფილმმა „გამოსწორება”,  კანის კინოფესტივალის ეკუმენური ჟიურის პრიზი მიიღო. „სიყვარული” რეჟისორის მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.

გაუპატიურება- არამარტო ფიზიკური ჩარევაა ქალის ორგანიზმზე, არამედ უდიდესი ტრავმაცაა ფსიქიკისათვის. ამას ყოველთვის მოყვება ღრმა დეპრესია. ამ საკითხზე მრავალი ფილმი გადაღებულა და ეს ახალი თემა ნამდვილად არ არის, მაგრამ მაინც საინტერესოა, როგორ მოახერხებს რეჟისორი ამ უმძიმესი პრობლემის წარმოჩენას და საბოლოო გადაწყვეტას.

ფილმისგან ველოდები ადამიანური კონფლიქტების ბუნების კარგად წარმოჩენას, ქცევის მოტივებზე ხაზგასმას. საინტერესოა იქნება ასევე თუ იქნება გამოსახული მშობიარობისშემდგომი დეპრესიის სინდომი, რომელსაც საოცარი ფილმი მიუძღვნა ჯორჯო კუნიომ, “ვაკუუმი”.

აღნიშნული სურათი საკონკურსოა. ვნახოთ, გამიმართლდება თუ არა იმედები.

***

17:00

კინოთეატრი “ამირანი”

დღის ბრწყინვალება 

რეჟისორი: ტიცა კოვი, რაინერ ფრიმელი

ფილიპ ჰოხმაირი ახალგაზრდა წარმატებული მსახიობია, რომელიც ვენისა და ჰამბურგის მნიშვნელოვან თეატრებშია დაკავებული.  ტექსტების სწავლა, რეპეტიციები და  სპექტაკლები მთელ მის დროს მოითხოვს, ამიტომ ის თანდათან კარგავს კავშირს ყოველდღიურ რეალურ ცხოვრებასთან. როდესაც ის ვალტერს შეხვდება, რომელთანაც ამბივალენტურ მეგობრობას გააბამს და პირისპირ აღმოჩნდება თავისი მეზობლის, ვიქტორის ბედთან, ფილიპს იმის გახსენება მოუწევს, რომ ცხოვრება სცენა არ არის.

სად გადის ზღვარი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის? რამდენად ახერხებს ადამიანი ერთმანეთისაგან გამიჯნოს ეს ორი მცნება? პროფესიონალებს ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი გამუდმებით მუშაობენ, საქმე სახლში მოაქვთ. ძირითადად, ასეთი ადამიანები მარტოსულები ხდებიან, რადგანაც მათ ემოცია აღარ რჩებათ პირად ცხოვრებაზე. მათი მოწოდება- განუწყვეტელი მუშაობაა, რადგანაც ამით ისინი სიამოვნებას იღებენ… მაგრამ, რა ხდება მაშინ, როცა ეჭვი ჩნდება, რომ საკუთარი სიცოცხლე იდეალს შესწირე, საბოლოოდ კი მარტოობისთვის ხარ განწირული…

ფილმი ნაჩვენები იქნება საკონკურსო სექციაში.

***

19:30

კინოთეატრი “ამირანი”

ისტალგია

რეჟისორი: დარია ონოშჩენკო

სამი ქალაქი. სამი სიყვარულის ამბავი. ერთი ღამე ევროპაში. გერმანიაში ემიგრირებული შუახნის უკრაინელი ქალი და ყოფილი ბოქსიორი სერბეთიდან ენის ბარიერის გამო იზოლირებულები არიან გერმანული საზოგადოებისგან. მათ სლავური კულტურის გარდა კიდევ ერთი რამ აკავშირებს: მათი შვილები სამშობლოში – ერთი უკრაინაში, მეორე კი სერბეთში – არჩევენ ცხოვრებას. რა აკავებს იქ მათ?

ემიგრაციის და გაყოფილი ოჯახების მეტი რა ვიცით საქართველოში. დარწმუნებული ვარ, გაცილებით მძიმე, რეალური ისტორიებიც გექნებათ მონასმენი. მიუხედავად ამისა, მაინც საინტერესო იქნება კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ აღნიშნულ საკითხზე.

კადრი ფილმიდან "სიყვარული"

კადრი ფილმიდან “სიყვარული”

Advertisements

3 responses »

  1. საინტერესოა. მე დღეს მხოლოდ შევძელი მენახა “ცხოვრება ჩემი დაზიანებული ტვინით”. ფილმი ტვინში სისხლჩაქცევის მქონე რამდენიმე ადამიანზეა, სადაც რეჟისორიც, მსახიობიც, პროდუსერიც ანევრიზმით დაავადებული ქალია. დოკუმენტურია და თერაპიებს ასახავს.
    გუშინ წინ “მებაღე” ვნახე, მორწმუნეებზე დაკვირვებაა აგნოსტიკის და ათეიზმის თვალიდან, ფილმს მაძიებელი და არამაძიებელი იღებს. ძირითადი იდეა რელიგიისა და ღმერთის აცდენაა. გამოყენებულია მედიტაციური სურათები, მონოტონური და განმეორებადი. გული მწყდება რომ სხვების ნახვა ვერ შევძელი და მომეწონა, რომ მათზე ვკითხულობ.

    • “ცხოვრება ჩემი დაზიანებული ტვინით” მინდოდა მენახა, მაგრამ არამგონია, რაიმე ახალი გამეგო ანევრიზმის თერაპიისა და ავადმყოფთა განხდების შესახებ.
      “მებაღე” კი ისეთი ფილმია, რომელსაც კომპიუტერთან ვნახავდი, დიალოგების შემდეგ დავფიქრდებოდი და ნათქვამს კარგად გავიაზრებდი

  2. მეც ვერ ვნახე ეს ფილმები, სხვა პროგრამა მქონდა შედგენილი შაბათისთვის და კარგია რომ აქ მაინც წავიკითხავ მათ შესახებ.
    პ.ს. ძალიან კარგი ფესტივალი გამოვიდა ბევრი მიზეზის საბოლოო ჯამში, მე კმაყოფილი დავრჩი ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s