თბილისის კინოფესტივალი. სამოთხე: მაყურებელი

სტანდარტული

თბილისის კინოფესტივალი აგერ უკვე მესამე კვირაა რაც დამთავრდა, მაგრამ დასკვნითი პოსტის დაწერას ვერა და ვერ მოვაბი თავი. ალბათ იმიტომ, რომ მიჭირს ამ აზრთან შეგუება…

ფესტივალის პოსტერი

ინგლისურს იმდენად კარგად ვერ ვფლობ, რომ თარგმანის და სუბტიტრების თანხვდომაზე ვისაუბრო. ვერც ტექნიკურ მხარეს შევაფასებ… რა ბევრ ფესტივალზე მე ვყოფილვარ. რათქმაუნდა, ვიცოდი, რომ მცირეოდენი ხარვეზები იქნებოდა, მაგრამ ეს ხელს არ შემიშლიდა საინტერესო ფილმის ცქერაში. პატარა ფესტივალს ვერ მოვთხოვთ დააკმაყოფილოს კანის სანაპიროს უმაღლესი სტანდარტები. იმედია, უკეთესობისკენ ვითარდება მთლიანი ღონისძიება. ამაზე ის იმსჯელებს კარგად, ვინც თბილისის წინა წლების ფესტივალებზე აქტიური მაყურებელი გახლდათ. ერთადერთი, რასაც შევეხები, დარბაზში მსხდომი აუდიტორიაა.

დიდი მნიშვნელობა აქვს რას უჩვენებ და ვინ არის შემფასებელი. ამ მხრივ, სამწუხაროდ, შესაშურად ვერა გვაქვს საქმე.

როდესაც საავტორო კინოს სანახავად მოდიხარ, პოპკორნს და კოლას ყიდულობ და ისე მიაბიჯებ დარბაზში, დამერწმუნეთ, აშკარად შინაგანი კულტურის დეფიციტს განიცდი. ეს  ჩემთვის, კინომოყვარულისთვის, იგივეა, რაც მორწმუნე ადამიანისათვის ეკლესიაში ანთებული სიგარეტით შესული პიროვნების შემჩნევა. დიდი არაფერი, კინოს და ირგვლივმყოფთა პატივისცემაზე და ელემენტარულ კულტურაზე მაქვს საუბარი.

როცა ფილმს უყურებ… არა, როცა დარბაზში ზიხარ და მობილურის ეკრანს თვალს ვერ წყვეტ, მესიჯს მესიჯზე აგზავნი, ფეისბუქზე აჩექინებ, რომ კინო რუსთაველში/ამირანში ხარ და მერე, ალბათ, თავი მოგაქვს, ესაოდა მაღალინტელექტუალურ კინოს ვეზიარეო, თვალთმაქცი იდიოტი ხარ და მეტი არაფერი.

როცა დარბაზში ხარ, ეკრანზე სურათს თვალს ზერელედ ავლებ და მთელი 90-120 წუთის განმავლობაში ენას არ აჩერებ… ნუ, აღარ დავამთავრებ, ნერვები მომეშალა უკვე.

ფაქტია, რომ დარბაზში იჯდა ან „პერო“ საზოგადოება, ან კლასიკური კინოს მოყვარულთა ჯგუფი, რომელთათვისაც თანამედროვე არტ-ჰაუსის გაგება ცოტა რთულია, ან შეყვარებული წყვილები, სადღაც უკანა რიგში. მცირერიცხოვანი ჯგუფი იყო მხოლოდ ახალგაზრდებისა, ვისაც ესმის, ხვდება ნახატის არსს და პრობლემას. უხმოდ, გატრუნულნი, თვალდაუხამხამებლად მისჩრებოდნენ ეკრანს და აშკარა სიამოვნებას იღებდნენ პროცესისაგან.

რეჟისორთან გასაუბრება ნამდვილად იშვიათი სიამოვნებაა. გაიგო, როგორ მოუვიდა იდეა, რა ტექნიკური მხარე გამოიყენა, როგორი იყო მუშაობის პროცესი, ანუ  კინო -Behind The Scenes. ნაცვლად ამისა რომ ისმის კითხები: „ბოლოს დედა იყო მკვლელი?“ „გადარჩა საბოლოოდ?“… სირცხვილია.

ზოგადად ჩემთვის, საკმაოდ უსიამოვნო იყო აღნიშნული პროცესი. ფილმს რომ ვნახულობ, დრო მჭირდება რომ გავიაზრო, სიღრმეს ჩავწვდე, სხვადასხვა კუთხიდან შევხედო და ამ დროს, ვიღაც აიძულებს რეჟისორს საკუთარი კითხვით, რომ დეტალურად განიხილოს, რა და რატომ გააკეთა. ფაქტიურად ლუკმას მიღეჭავს და პირში მტენის. მთელ სიამოვნებას მიკაგავს. დავრწმუნდი, რომ კითხვის დასმის კულტურა არ გაგვაჩნია…

ხალხი, რომელიც ფილმის დასასრულს პირველი ტიტრის გამოჩენას ელოდება, რომ წამოხტეს და გაიქცეს, უპატივცემულობას ავლენს, ჩემი აზრით. მგონი იმსახურებს სურათის შემქმნელთა კოლექტივი პატივს, რომ მაყურებელი, სიმბოლურად, საფინალო ტიტრების დასასრულს დაელოდოს.

არ გეგონოთ, ვინმეს მორალს ვუკითხავდე. პირიქით, ეს ნაწილობრივ თვითკრიტიკაცაა, მაგრამ ადამიანები ვართ, კულტურული ზრდა უნდა შეგვეძლოს.

ზოგჯერ გვავიწყდება, რომ არტ-ჰაუსი აუცილებლად გაუგებარ, ჩახლართულ და რთულად აღსაქმელ კინოს არ ჰქვია. ზოგჯერ ეს მარტივად გასაგები მწარე რეალობაა და არ სჭირდება მას გამოცანების შეთხზვა. როცა ფილმის სათქმელს ვერ გებულობ, ნუ დაიწყებ ყვირილს, რომ ეს გენიალური სურათია. ზოგჯერ რეჟისორს სათქმელიც არაფერი აქვს და ცდილობს გადაღების ეშმაკური ხრიკებით გონი აგირიოს. გაიძულოს იფიქრო, რომ ეს შენა ხარ ერთადერთი, ვინ ყველაფერი გაიგო და ყველა დანარჩენი, შენნაირ გენიასთან შედარებით, უბრალოდ არარაობაა.

Kazimir-Malevich-Black-Suprematist-Square-

მალევიჩის კვადრატი

ბიაფთან გავავლებ პარალელს. თბილისში, დარბაზში მინიმუმ 30- 50 ადამიანი მაინც ესწრებოდა თითოეულ ჩვენებას, მაგრამ, აქედან სურათის სანახავად, რეალურად დაახლოებით 10-15 კაცი იყო მოსული. დანარჩენი, უბრალოდ, „აქ იყო გიო და თიკო“ ტიპის მაყურებელი გახლდათ. ბათუმში, დარბაზში შესაძლოა 15-20 ადგილი იყო დაკავებული, მაგრამ უკლებლივ ყველა კინოს სიყვარულით იჯდა სავარძელში. ფაქტია, საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად მსგავსი ტიპის კინოჩვენებებისათვის, რაც ესოდენ სამწუხაროა.

კულტურულ დეფიციტს განვიცდით.

P.S. ეკრანზე გამოჩენილი სიშიშვლისას რომ სიცილი ისმის დარბაზში, ალბათ შეგიმჩნევიათ. ეს ერთგვარი ისტერიულად გასროლილი ემოციაა, რაც დაფარულის, ტაბუირებულის გასაჯაროებას ახლავს თან. ულრიხ ზაიდლის „სამოთხე: სიყვარული“-ს ჩვენებისას დარბაზის სიცილს თურმე ნებისმიერი კომედიური ფილმი ინატრებდა…

P.P.S. კრისტიან მუნჯიუს ფილმში, „გორაკებს მიღმა“ არის სცენა, როდესაც მთავარ გმირს მონაზვნები ცოდვების სიას უკითხავენ და ესეც ფურცელზე იწერს, რაც ჩაუდენია. მოკლედ რომ ვთქვათ, სულიერად შიშვლდება მაყურებლის წინაშე… ამ კადრებმაც ვერ ჩაიარა გადახარხარების გარეშე…

Advertisements

4 responses »

  1. Samcuxaroa, rom chveni kultura dzalian dabal donezea. Zogjer martla mrcxvenia, rom mec qartveli var da isic, Filmi mxolod gasartobi rom gonia… mixaria es kinopestivali da imedia rodesme mec movxvdebi. Tkven blogeris statusit ikavit ?

  2. ფილმს გააჩნია ჩემი აზრით, მე როგორც რიგითი მაყურებელი, მასეთი სტატუსით დავესწარი რამოდენიმე ფილმს და მაყურებელი ხელში ეკავა ეკრანს. საერთო ჯამში რაც შეეხება პოსტში აღნიშნული “მასოვკის” შეხედულებებს, საკმაოდაა დაბინძურებული თანამედროვეების გონება უხარისხო ფილმებით და ზუსტად მაგიტოა, ესეთი რეაქცია რომ აქვთ…
    გემოვნებიან კინოს რაც შეეხება, რითი განსაზღვრავთ გემოვნებას,ანუ გემოვნებიანი ფილმი ისაა თქვენთვის რასაც მსოფლიო აღიარებს, თუ რასაც თქვენი გული თუ გონება მიიჩნევს?

    • გემოვნებიანი კინო- საკმაოდ სუბიექტური დეფინიციაა. პირადად მე მსოფლიო აღიარებას არაფრად მივიჩნევ მსგავს საკითხში. ამას ჩემივე გონება წყვეტს და არაა აუცილებელი. რომ ყველასთვის მოსაწონი იყოს ჩემი არჩევანი.
      გონების დაბინძურებას რაც შეეხება, უხარისხო პროდუქტით, 100%-ით გეთანხმები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s