კინოს გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე

სტანდარტული

„თუკი გექნებათ კარგი ქრონიკა, სერიოზული და საგანმანათლებლო სურათები, არაუშავს, მაყურებლი მოსაზიდად რაიმე უსარგებლო ფილმიც რომ აჩვენოთ… რათქმაუნდა, ცენზურა მაინც საჭიროა. კონტრევოლუციური და უზნეო ფილმები არ უნდა დავუშვათ“

ვლადიმერ  ლენინი

***

რა ძალა გააჩნია კინოს და რა ზემოქმედების მოხდენის უნარი შესწევს მას ადამიანის ფსიქიკაზე? რით ემსგავსება მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის პროპაგანდისტული კინო თანამედროვეობის ხანის ფილმებს? რა ზიანის მოტანა შეუძლია სინემას? მოვყვეთ ქრონოლოგიურად.

***

საკუთარი იდეოლოგიის გასატარებლად, ევროპული სახელმწიფოები კინოს გამოყენებას მეოცე საუკუნის ათიანი წლებიდან იწყებენ. 1920-იან წლების დასაწყისში კი კინემატოგრაფი მასაზე მოქმედების მძლავრ იარაღად ყალიბდება.

1922 წელს ლენინი იტყვის, რომ „კინო ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნებაა.“ მისი სიტყვები განსაზღვრავს შემდგომი ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა კინემატოგრაფის განვითარების კალაპოტს.

პროლეტარიატის კულტურული განვითარებისათვის ბრძოლაში უხმო, მოძრავი სურათები მოწინავე რიგებს იკავებენ.

პროპაგანდისტული კინო შეიძლება ორ ძირითად მიმდინარეობად დავყოთ: პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროპაგანდა. საზოგადოებრივი პროპაგანდა ნათლად წარმოაჩენდა ყოფით პრობლემებს: გაჭირვება, ჰიგიენის მნიშვნელობა, სოფლის მეურნეობის განვითარების სირთულეები. თავისი არსით, ამგვარი პროპაგანდა ხელს უწყობდა ადამიანის თვითშეგნების ამაღლებას და იგი არანაირ საფრთხეს არ შეიცავდა.

რაც შეეხება პოლიტიკურ პროპაგანდას. ამ მხრივ გამოსაყოფია კინოს თეორეტიკოსის, საბჭოთა კინოს სულისჩამდგმელი სერგეი ეიზენშტეინის ადრეული ნამუშევრები.

„გაფიცვა“

„ჯავშნოსანი „პოტიომკინი“

„ოქტომბერი“

აღნიშნული სურათები ამდენი წლის შემდეგაც კი მაყურებელში აგრესიას იწვევს. საოცრად გადმოცემულ ეკრანულ სისასტიკეს რეალობა უდევს საფუძვლად, რასაც რეჟისორი ბურჟუაზიას, „თეთრ ინტელიგენციას“ აბრალებს. შეიძლება ითქვას, იგი პროპაგანდას უწევს ადამიანთა ამ ჯგუფზე ძალადობრივ ქმედებებს, რაც იმდროინდელ მოქალაქეებში, იმდროინდელი ემოციური ფონის გათვალისწინებით, უცილობელ აგრესიას გამოიწვევდა. სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტების მოძიება ვერ ხერხდება, რადგანაც საბჭოთა სისტემა ამის გამოაშკარავებას არ დაუშვებდა.

***

პოლიტიკური, აგრესიული პროპაგანდის და ადამიანთა ფსიქიკაზე ზემოქმედების კლასიკურ მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ ფაშისტური პროპაგანდა და მისი ფლაგმანი, ლენი რიფენშტალი. მისი ფილმები,  „რწმენის გამარჯვება“,  „ვერმახტის თავისუფლების დღე“, საოცარი პათოსით არის გაჯერებული და მაყურებელს უეჭველად პატრიოტულ განწყობაზე დააყენებდა, ჯარისკაცებს საკუთარ თავში თვითდაჯერებულობას მოუმატებდა, უბრალო მოქალაქეებს კი ნაცისტური პარტიისადმი სიმპატიით განმსჭვალავდა.

„რწმენის გამარჯვება“

„ვერმახტის თავისუფლების დღე“

მისი ფილმი, „სურვილის ტრიუმფი“, არის ოდა, მიმართული ჰიტლერის პიროვნების კულტის შესაქმნელად.

სურათი იმგვარად არის გადაღებული, რომ ახლაც კი, რომ არ ვიცოდეთ ფიურერის ნამდვილი სახე, მის მიართ სიმპატიით განმსჭვალავდა მაყურებელს. არაფერს ვამბობ იმაზე, თუ როგორ იმოქმედებდა სურათი ნაცისტ ჯარისკაცებზე და მოქალაქეებზე. ფაქტია, რომ კინოს სისხლიანი რეჟიმები მასაზე მოქმედების იარაღად იყენებდნენ. ადამიანთა გონებაში ნერგავდა იდეას, რომ ყველაზე მაღლა იდგნენ განვითარებით და მსოფლიო ბატონობისათვის ყველას დამონება, ან უკეთესი, ამოწყვეტა, გამართლებული აზრი გახლდათ.

***

1971 წელს გამუსულმა, სტენლი კუბრიკის „მექანიკურმა ფორთოხალმა“ (ენტონი ბერჯესის იმავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაცია) გამოიწვია შოკი. ფილმის მთავარი მოქმედი გმირის აგრესიული ქცევის გამშვები მექანიზმი გახლდათ ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის ჰანგები.

თვითონ ის ფაქტი, რომ წარმოჩენილი იყო მუსიკის გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე, აღნიშნულ სურათს უნიკალურს ხდის. საოცარია, მაგრამ იმის მაგივრად, რომ საზოგადოება დაფიქრებულიყო ძალადობის უაზრობაზე, ფილმმა პირიქით იმოქმედა. ბრიტანეთის მასშტაბით გაიზარდა ძალადობის შემთხვევები. ხშირად თავს ესხმოდნენ უსახლკაროებს, მათხოვრებს. აღნიშნულმა ფაქტმა ცხადყო, რაოდენ დიდი გავლენი მოხდენა შეუძლია მხატვრულ სურათს ადამიანის ფსიქიკაზე და რამდენად განაპირობებს მის ქცევას.

კადრი ფილმიდან "მექანიკური ფორთოხალი"

კადრი ფილმიდან “მექანიკური ფორთოხალი”

***

საბჭოთა კავშირის დასუსტებამ გამოიწვია ცენზურის შემცირება და ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ჰოლივუდური ბლოკბასტერები. ფილმებში ნაჩვენებმა ძალადობამ იმდენად იმოქმედა ახალგაზრდებზე, რომ მათ დაავიწყდათ, რომ სურათში მთავარი გმირი ხშირად ტყვიამიუკარებელია. ამის დასტურად შეიძლება მოვიყვანოთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტებისას დაფიქსირებული შემთხვევები, როცა ახალგაზრდა მეომრები, კინოს გავლენით, ივიწყებდნენ ელემენტარულ, დაუწერელ კანონებს: აქტიური ცეცხლისას სანგრის დატოვება სიკვდილის ტოლფასია. ხშირად ისინი ჯონ რემბოს მსგავსად იქცეოდნენ ბრძოლის ველზე, რასაც ფატალური შედეგები მოჰყვებოდა. კიდევ ერთი ფაქტი იმისა, რამდენად ძლიერ გავლენას ახდენს ეკრანზე ნანახი ადამიანის გონებაზე

***

1995 წელს გამოსული, სკოტ კალვერტის ფილმი „კალათბურთელის დღიურები“ 2 შემზარავი დანაშაულების მიზეზი გახდა. 1997 წელს ჰიტის სკოლაში მოსწავლემ ცეცხლი გაუხსნა თანაკლასელებს, 1999 წელს კი კოლუმბაინის სკოლაში ორმა სტუდენტმა ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს. ორივე შემთხვევაში გამოძიებამ დაადგინა, რომ მსგავსი ქმედების იდეა დამნაშავეებმა სწორედ აღნიშნული ფილმიდან აიღეს, სადაც მთავარი მოქმედი გმირი წარმოიდგენს, თუ როგორ ხოცავს მასწავლებელსა და თანაკლასელებს.

2011 წელს ნორვეგიაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს 77 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დამნაშავემ, ანდრეს ბერინგ ბრეივიკმა აღნიშნა, რომ აღნიშნული იდეა მას მიაწოდა ლარს ფონ ტრიერის ფილმმა, „დოგვილი“

***

საკმარისად ბევრი ფაქტი ჩამოვთვალე, რომ განსჯას შევუდგე. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ფაქტორია, რა საზოგადოებას აჩვენებ ფილმს და რა პოლიტიკურ -სოციალური სიტუაცია სუფევს ირგვლივ. რომ არაფერი ვთქვათ მხატვრული სურათის ღირებულებასა და ხარისხზე. ფილმი მაყურებელზე დიდ  გავლენას ახდენს და მასში განსხვავებულ ემოციას იწვევს. ამ დროს გასათვალისწინებელია მაყურებლის ფსიქიკური მდგომარეობა და მზაობა ფილმში გამოთქმული აზრის მისაღებად. ჩემი აზრით, უმრავლეს შემთხვევაში, ავადმყოფური აზრი უკვე არსებობს დაავადებულთა გონებაში, მხატვრული სურათი კი მისი განხორციელების გამშვებ მექანიზმად გვევლინება. შესაძლოა, იგი ზოგჯერ აღნიშნული აზრის მასაზრდოებელიც კი იყოს წლების განმავლობაში, მაგრამ იმაზე მსჯელობა, რამდენად შეუძლია ფილმმა გონებაში ჩათესოს ავადმყოფური იდეა, საკმაოდ რთულია. თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ იგი ავადმყოფური იდეის პირველწყაროდ მოიაზრება, შეუძლებელია მან ავადმყოფური აზრი ჯანსაღ ფსიქიკას მოახვიოს, რადგანაც ჯანმრთელ ადამიანს ლოგიკური განსჯის უნარი აქვს. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, საკითხავია: რამდენად მზად იყო ფსიქიკა, როცა მას ფილმმა იდეა მიაწოდა? სავარაუდოდ, ქცევის განსახორციელებლად წინასწარგანწყობა, თუნდაც ქვეცნობიერის დონეზე, უკვე არსებობდა და მხატვრული ნამუშევარი დაეხმარა ცნობიერს აზრის ქვეცნობიერიდან ამოტანაში, გახდა ინსპირატორი.

პრაქტიკოსი ფსიქიატრისათვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, გაიგოს პაციენტის გემოვნება ფილმებში. ეს შესაძლოა დაეხმაროს მას ავადმყოფის ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნაში. რათმაუნდა გასათვალისწინებელი ფაქტორია, რამდენად ემოციურად აღიქვამს იგი სურათს. ეს საშუალებას მისცემს სპეციალისტს ზუსტად გაერკვეს ავადმყოფური იდეის გაჩენისა და ჩამოყალიბების მექანიზმში.

***

პიერ პაოლო პაზოლინის უკანასკნელი ნამუშევარი„სალო ანუ სოდომის 120 დღე“ საკრალური გახდა რეჟისორისათვის. ფილმში ნაჩვენები ენითუთქმელი სისასტიკე გულგრილს ვერ დატოვებს მაყურებელს ამდენი წლის შემდეგაც კი. მარკიზ დე სადის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციის გამო, ეჭვიც კი გაჩნდა, რომ რეჟისორის ფსიქიკა სრულად ჯანსაღი არ იყო, იმდენად შოკისმომგვრელი იყო ფილმში ნაჩვენები კადრები…

მისსავე შედევრს ჰგავდა პაზოლინის სიკვდილიც. 10 მოტეხილი ნეკნი, გაგლეჯილი გული, ჩამტვრეული ქვედა ყბა, მოტეხილი მარცხენა ხელი, თითქმის მოგლეჯილი ორივე ყური: ასეთ მდგომარეობაში იპოვეს გენიალური მაესტროს გვამი…

Advertisements

17 responses »

  1. ძალიან საინტერესო და დამპალი თემაა.
    ზოგადად ხელოვნებაზეც შეგვიძლია განვაზოგადოთ და იგივე ვთქვათ.
    კარგია რა, რომ წერ ესეთ თემებზე.

  2. ნუ სტატისტიკა არ ვიცი და არ შემისწავლია, მაგრამ იმჰო, არასწორია, რომ რაღაც ხელოვნების ნაწარმოები იწვევდეს აგრესიას.
    ექშენ ფილმიზ ყურებისას აგრესიისგან განთავისუფლების თეორია ბევრად უფრო დამაჯერებელია პირადად ჩემთვის.
    ეგ კამათი ძალიან ძველია – ბერძენ ტრაგიკოსებსას დებდნენ ბრალს, რომ აგრესიას უწყობთ ხელსო და ამაზე ააგო მერე არისტოტელემ თანალმობის თეორია,
    მარა შორს წავედი ძაან.

    • ამიტომაც ვამბობ, რომ დაავადებულ ფსიქიკაზე მოქმედებს უარყოფითად. ჯანსაღ გონს ვერაფერს დაუშავებს კინო.
      ადრე ტრაგიკოსებს დებდნენ ბრალს, ახლა- ვიდეოთამაშებს. ყოველთვის გამოჩნდება დასაბრალებელი

      • დასაბრალებელი კი არა – დამბრალებელი 🙂 ამაშია საქმე.
        შენ თავზე არ მიიღო (და თუ ფსიქოლოგი ხარ, მაინც არ მიიღო შენს თავზე), მაგრამ ზოგიერთი ფსიქოლოგის ლოგიკა – მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დაინახონ, სადაც არაა და ფსევდო-მოტივი მიიღონ რეალობად, არის ზე-პრიმიტივიზმი. ერთი ცნობილი ქართველი ქალბატონ-ფსიქოლოგის პონტში – ყველა არხზე რომ იჩითება ხოლმე იმის. 🙂

        ფეხბურთის გამო ომი დაიწყო ერთხელ და რა ფეხბურთის ავ-კარგი ან სპორტული ღირსება ახლა ამ კუთხით რომ შევაფასოთ. და შენ არ გემახსოვრება და ერთ ქვეყანაში “კლუბნიკის” გამო გაჟუჟეს საქართველოდან სტალინის მიერ დეპორტირებული მესხები. ახლა მარწყვის ავ-კარგიანობა რომ შევაფასოთ აქედან გამომდინარე. 🙂

      • ამ ფაქტებით კინოხელოვნების ავკარგიანობას ვერ განვსჯით და არც ვაკეთებ ამას. ავადმყოფური გონის აღქმაზე მაქვს მსჯელობა

      • ნუ არ გიწერია ეგრე და იმიტომ გამოგეხმაურე 🙂
        ავადმყოფ გონზე თუა საუბარი – ეგ სხვა საქმეა. ავადმყოფი გონი საზომად ვერ გამოდგება, ავადმყოფ გონს შეიძლება წვიმაც აღიზიანებდეს. 🙂
        მაგრამ ზოგადად რაც გიწერია, ეგ მე ბევრჯერ გამიგია და განზოგადებით და იმის დასამტკიცებლად, რომ უნდა დაწესდეს ცენზურა. ამიტომ დავწერე ის, რაც დავწერე. 🙂

      • “თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ იგი ავადმყოფური იდეის პირველწყაროდ მოიაზრება, შეუძლებელია მან ავადმყოფური აზრი ჯანსაღ ფსიქიკას მოახვიოს, რადგანაც ჯანმრთელ ადამიანს ლოგიკური განსჯის უნარი აქვს”
        არა, რა ცენზურის დაწესება! 🙂
        ავადმყოფ გონაბაზე იმიტომ მაქვს მსჯელობა, რომ აღნიშნული თემა ფსიქიატრიის ჩათვლისათვის დავწერე და მოთხოვნაც სწორედ ეს იყო: მეჩვენებინა, რა დახმარებას გაუწევს მკურნალ სპეციალისტს კინემატოგრაფის ცოდნა. თუნდაც ერთი შემთხვევა, როდესაც მხატვრული ფილმი ავადმყოფური აზრის ინსპირატორი გახდა პრაქტიკული ფსიქიატრიისთვის საინტერესოდ მეჩვენა და ამიტომ მიდის მსჯელობა მხოლოდ პათოლოგიური კუთხით

      • შენ არა, შენი მომავალი პაციენტები რომ არიან და ვერ ხვდებიან, რომ არიან პაციენტები, ისინი მოითხოვენ ცენზურას 🙂 ჭკვინი სახებით რომ მსჯელობენ ხოლმე.

  3. პრინციპში… არ მინდოდა დამმეწერა, მაგრამ მაგ სიას აკლია ბიბლია. ფილმი არაა, მაგრამ რაც ბიბლიის ქვეშ სისხლი დაღვრილა რა დოგვილზეა ლაპარაკი. 🙂
    და რამდენი სერიული მკვლელი იყო, რომელსაც ღმერთი “ელაპარაკებოდა” – უწმინდურებს ებრძოლეო? 🙂

    • ანუ თვლი, რომ კინოს არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია ფსიქიკაზე? თუ ჯანსაღ ფსიქიკას გულისხმობ?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s