ამბავი სიცოცხლისთვის მებრძოლი მეცნიერისა

სტანდარტული

მესამე კურსი ახალი დაწყებული გვქონდა. პათოლოგიური ფიზიოლოგიის კურაციას გავდიოდით. ერთგვარად ახალი ხილი იყო ჩვენთვის ეს ყოველივე. მაღლივის “ბიოლოგიების” შემდეგ პირველად მოგვიწია “ქალაქად” გასვლა. ამ მეტად საინტერესო საგანს “არამიანცის” კლინიკის ეზოში გავდიოდით, ერთ უღიმღამო ორსართულიან შენობაში. მედიკებს ერთი უცნაური ჩვევა გვაქვს. ლექტორის სახელებს არ ვიმახსოვრებთ. “აი, ის ლექტორი, ამა და ამ საგანს რომ გვასწავლიდა”- ამგვარად ვიხსენებთ ხოლმე ხალხს.

ლექციის დაწყების მოლოდინში მეორე სართულის დერეფანში ვლაზღანდარობდით ბიჭები. მძიმე ნაბიჯების ხმა მისწვდა ჩემ ყურს. ყურადღება არ მიმიქცევია. დიდი ამბავი, რამდენი ადამიანი ამოივლის ხოლმე კიბეებს? ეს განსაკუთრებული შემთხვევა გახლდათ. კიბეები ამოათავა და მზერა მოგვავლო მაღალმა, ახოვანმა კაცმა. სქელი, ხშირი წვერ-ულვაში უფარავდა სახეს. დიდრონი სათვალეების მინიდან მომზირალი თვალებიდან წამოსული სხივი რენტგენის სხივივით ატარებდა სხეულში. მომენტალურად ყველანი გავჩუმდით. რატომ? ვერავინ იტყვის! არც არაფერს ვაშავებდით, კაცმა რომ თქვას.

-ვინ არის?- ჩუმად ვკითხე გვერდით მდგომ კურსელს

-კოტე ჰქვია. ლექტორია…

კონსტანტინე ჭიჭინაძე

ასე შევხვდი პირველად ბატონ კონსტანტინე ჭიჭინაძეს და ამ მოგონებას ვერ ამოშლის მეხსიერებიდან ვერაფერი. მსგავსი ქარიზმა ერთეულ ადამიანს დაჰყვებათ ხოლმე.

მოგვიანებით ბატონმა კოტემ ლექციაც წაუკითხა კურსს. მე იმ დღეს არ ვყოფილვარ. მეორე დღეს კი ლეგენდასავით ვისმენდი ლექციის შინაარსს. “იცი, რა ჩაატარა?”- მსგავსი ეპითეტი ბიჭებისგან უდიდესი შეფასებაა ლექტორისათვის. ჩვენი კრიტერიუმით, რათქმაუნდა! მეც მშურდა მათი, ვინც ლექციას დაესწრო და იმ იმედით მივდიოდი ყოველდღე, რომ ბატონი კოტე კიდევ წაგვიკითხავდა რამეს. სამწუხაროდ, ისე ჩავათავეთ პათოლოგიური ფიზიოლოგიის კურაცია, მე მისი ლექციის მსმენელი ვერ გავხდი…

შემდეგ შეხვედრამდე წელიწადნახევარმა განვლო. შეიცვალნენ ლექტორები… ბევრმა წყალმა ჩაიარა, რომ იტყვიან, მაგრამ  კვლავ გაიჟღერებდა ხოლმე კოტე ჭიჭინაძის სახელი და მისი ფრაზები სამეგობროში. თითქმის სტენოგრაფიული სიზუსტით ახსოვდათ ბიჭებს მისი სიტყვები.

ასე გაგრძელდა მანამ, სანამ არ მოაწია 2011 წლის ზაფხულმა. მეოთხე კურსს ვხურავდით. მეტად უცანური საგანი გვქონდა ცხრილში: “ადამიანის ადაპტაციის ქცევითი, ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური, ბიოქიმიური და პათოფიზიოლოგიური მექანიზმები”. ვერც არსი გავიგე აღნიშნული საგნის და ვერც მის კავშირს მივხვდი მედიცინასთან, მაგრამ ჩემი ფორიაქი მას შემდეგ შეწყდა, რაც მითხრეს, რომ აღნიშნულ კურაციას ბატონი კონსტანტინე ჭიჭინაძე გაუძღვებოდა. და მეც ვიყავი მოლოდინში, სანამ პირველი ლექცია მოაწევდა.

ამჯერად, დიღომში, ყოფილი მორფოლოგიური ინსტიტუტის შენობაში, გვიტარდებოდა ლექციები. ბატონმა კოტემ სია ამოიკითხა. პირველი, რამაც გაკვირვება გამოიწვია ჩემში, ეს იყო ამ ადამიანის განსწავლულობა თითოეული გვარის წარმომავლობაში, საქართველოს კუთხეების ადათ-წესებსა  და დამახასიათებელი თავისებურებებში. მეორე- ეს გახლდათ საოცარი სახეცვლილება. ჩემს წარმოსახვაში ამ ადამიანის ხატება მეტად მკაცრ, ულმობელ ლექტორთან ასოცირდებოდა, მაგრამ საოცრად შევცდი… საკმარისი იყო მისი ხმის გაგმონება, რომ ჩემს წინაშე გაჩნდა საოცრად კეთილი, ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანი, რომელიც მოხარული გახლდათ საკუთარი ცოდნა ახალგაზრდებისათვის გაეზიარებინა.

რაც შეეხება საკუთრივ ლექციას… მისეული თხრობის მანერა გასაოცარია, უბრალოდ დამამუნჯებელი. ისე ყვება საკითხს, რომ იძულებულს გხდის უსმინო, ყური მიადევნო მის საუბარს. განა იმიტომ, რომ უცებ გკითხავს: “აბა რა ვთქვიო”, ლექტორების უმრავლესობას რომ ჩვევია. არა, იმდენად ჩამთრევია მისი საუბრის სტილი და გადმოცემა, რომ ყველაზე მოსაწყენ თემაზეც კი რომ იყოს საუბარი, უტყვად მოუსმენ ამ ადამიანს. არ გღლის, დაძინების საშუალებას არ გაძლევს ლექციის მიმდიანარეობისას, ხელში ჰყავს აუდიტორია და ამ ყოველივეს ისე ახერხებს, რომ ერთხელაც კი არ აუმაღლებს ხმას. სტუდენტებთან პოლემიკაში შესვლა სიამოვნებდა, რადგან იცოდა, რომ ყოველთვის გამარჯვებული გამოვიდოდა კამათიდან. მსგავსი არგუმენტირებული, ლოგიკური, ღრმა მსჯელობის წინაშე უსუსურნი ვიყავით ბავშვები. ისე, ახლა ბატონ კოტესთან კამათი დიდ სიამოვნებას მომანიჭებდა და ბევრს მასწავლიდა ნამდვილად.

ბატონი კოტე და იუმორი… ამაზე ცალკე წიგნი შეიძლება დაიწეროს. მე არ მეგულება ადამიანი საქართველოში, მასზე უკეთ რომ ფლობდეს შავ იუმორს. უბრალოდ, მეფეა ამ საკითხში. მის ლექციებამდე მსგავსი სახის ხუმრობებს წარბაწეული ვუსმენდი. მომკალით და არ მეცინობოდა ამ ყოველივეზე. ჭიჭინაძის ლექციების შემდეგ შავ იუმორი ჩემ სისუსტედ იქცა და ვინ კი ახლოს მიცნობს, იცის, ისეთ რამეზეც კი შემიძლია სიცილით მოვკვდე, ადამიანს რომ მთხრობელის მკვლელობისკენ უბიძგებს. განსაკუთრებული, რაც ბატონ კოტეს ჰქონდა, ეს იყო თვითირონია, რაც მეტად იშვიათია დღევანდელობაში. “ჩეჩენი ვარო!”- ღიმილით იტყოდა და მართლაც გაგეცინებოდა მისი წვერ-ულვაშის შემხედვარეს. ჩეჩენ “ბოევიკს” ჩამოჰგავდა მართლაც იერით.

მოკლედ რომ ითქვას, იმდენი მოახერხა ამ ადამიანმა, რომ მისი პერსონის სიყვარულით მეგობარმა ყალბი Facebook-გვერდიც გააკეთა, სადაც ბატონი კოტეს სახელით მისივე ფრთიანი ფრაზებით დაგვეცემოდა ხოლმე თავს. ეს ყოველივე არ გახლდათ არანაირად შეურაცმყოფელი არც ბატონი კოტეს პიროვნებისთვის და არც ჩვენთვის. უბრალოდ, ამგვარად ვმხიარულობდით, ვიხსენებდით მეტად შთამბეჭდავ ადამიანს.

მოგვიანებით მისი მონოგრაფიის სატიტულო გვერდის სურათი გავრცელდა. “აგრესია”– ასე ჰქვია ბატონი კოტეს ნაშრომს. ჩვენც ვხუმრობდით, საცდელ ბაჭიებად ვიქეცით, ჩვენ აგრესიას აკვირდებოდა ჭიჭინაძე და ახლა წიგნად გამოსცათქო

agresia-500x500

რამდენიმე კვირის წინ ინფორმაციას წავაწყდი მედიკოს კურსელებს შორის, ბატონი კოტე ავად არისო. არ დავიჯერე. ვინმე გაბრაზებული სტუდენტი მოიგონებდა რამესმეთქი,  მეგობრებს ვუმტკიცებდი და თავს ვაჯერებდი. არ ყოფილა ეს ყოველივე ხუმრობა, სამწუხაროდ…

ბატონი კონსტანტინე ჭიჭინაძე ავადაა. მეტად მძიმე დიაგნოზი დაუსვეს ქართველ მეცნიერს: მწვავე ლეიკემია (ძვლის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ) ფაქტი სახეზეა და მისი შეცვლა ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ რაც ჩვენს ხელთაა, ეს არის დახმარება, უბრალოდ ერთი ზარით, ერთი გაღებული ლარით, რათა მოხერხდეს და შეგროვდეს საკმარისი თანხა მკურნალობისათვის, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ გასაოცარი მეცნიერესათვის.

მე თქვენთვის არაფერი მითხოვნია ამ ბლოგის არსებობის 2 წლის მანძილზე. ამჟამად, გავკადნიერდები, და გთხოვთ, ნუ დაიზარებთ, ნუ დაინანებთ და უბრალოდ დარეკეთ 09 01900 901.

გადაარჩინე სიცოცხლე

ავტორი: ელენე ფასური, ალექსანდრე ასათიანი

გაიღეთ მცირედი ძვირფასი სიცოცხლის გადასარჩენად. ვისაც ლარზე მეტის გაღება არ გენანებათ, აქვეა ბანკის ანგარიში:

მიმღები ბანკი: ს.ს. “რესპუბლიკა”
ბანკის BIC კოდი: REPLGE22
მიმღები: კონსტანტინე ჭიჭინაძე
მიმღების IBAN ანგარიშის ნომერი: GE66BR0000010390402357

მე მჯერა ჩემი ბლოგის მკითხველთა გულისხმიერების და მერწმუნეთ, ამაყი ვიქნები თითოეული თქვენგანით, ვინც გულთან მიიტანთ ამ ყოველივეს და დახმარებას არ დაიზარებთ!

დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ Facebook-გვერდს:  ქართველი მეცნიერი კონსტანტინე ჭიჭინაძე

Advertisements

23 responses »

    • იქნებ ვინმემ მომწეროთ უვხოეთიდან როგორ დავრეკო მითითებულ ნომერზე?რაღაც უცნაური ნომერია.წინასწარ გიხდით მადლობას.

      • აღნიშნული ნომერი მხოლოდ საქართველოს ფარგლებში მოქმედებს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ თანხის გადარიცხვით.
        ესეც ბანკის რეკვიზიტები:
        მიმღები ბანკი: ს.ს. “რესპუბლიკა”
        ბანკის BIC კოდი: REPLGE22
        მიმღები: კონსტანტინე ჭიჭინაძე
        მიმღების IBAN ანგარიშის ნომერი: GE66BR0000010390402357
        ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ პლასტიკური ბარათიდან პირდაპირი გადარიცხვით
        https://fundrazr.com/campaigns/eU7K5?psid=5f51bfec5bb5484cac81a298bc1e8668
        ინფორმაციას აქვე იხილავთ
        P.S. ბოდიში პასუხის დაგვიანებისთვის 🙂

  1. გამარჯობა მეგობარო, უღრმესი მადლობა მინდა გითხრა ამ სტატიისათვის!!! ძალიან ძალიან დიდი მადლობა და ამ სტატიას ახლავე წავიღებ ბატონი კოტეს დახმარებისათვის შექმნილ ფეისბუქის გვერდზე!! ❤ (ისე, ფოტოალექსანდრე ასათიანის დამზადებულიცააა და იქნებ მიაწეროთ, მაინც…სიზუსტისათვის)

  2. შეეწიოს უფალი! ჩვენ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ!

  3. konstantine matrla kargi pirovneba gaxldat)) ghmerti iyos misi mfarveli.. am statiis avtori ki zarmaci studenti.. chven sadghac erti tve gavdiodit mag sagans da erti tvis ganmavlobashi rom ertxelac ar mixval mitumetes kotes leqciaze 😀

    • პათფიზიოლოგიის ლექცია ერთხელ წაიკითხა მხოლოდ და ზუსტად იმ ლექციაზე არ ვიყავი და ადაპტაციაზე, რომელსაც ბატონი კოტე კითხულობდა დღე არ გამიცდენია 😀 თავს ვერ ვაპატიებდი მისი თუნდაც ერთი ლექციის გამოტოვებას

  4. ბატონინ კოტე მართლა გამორჩეული ლექტორი იყო რომელიც ჩემ კურსს ყავდა. შესანიშნავი ცოდნის პატრონს პათოფიზიოლოგიაში, ძალიან დიდი ფართო განათლება აქვს. ამიტომაც არასამედიცინო თემებზეც გვესაუბრებოდა ლექციებზე თუ ამის შესაძლებლობა იყო (ხშირად სტუდენტების თხოვნით)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s