ბათუმის კინოფესტივალი 2013

სტანდარტული

–         წელს რას აპირებ?

–         ბათუმში მივდივარ

–         აუჰ, კაია ზღვა!

–         ზღვა რა შუაშია?

–         რა?

–         კინოფესტივალზე მივდივარ, ზღვისთვის ვის სცალია?

დიალოგი მეგობართან

მართლაც რომ… ვიღას ახსოვს ზღვა, როცა ბათუმ-ქალაქი არტ-ჰაუს კინოფესტივალს მასპინძლობს, ამჯერად უკვე რიგით მერვედ. თუ არ იცით, რას ნიშნავს კინომოყვარულისათვის ამგვარ ღონისძიებაზე დასწრება, მარტივად აგიხსნით: იღვიძებ (გაღვიძებენ), თავს ძლივს სწევ ბალიშიდან, საათს უყურებ და მაშინვე გარბიხარ სახლიდან, რადგანაც უკვე გაგვიანდება. დილის 12 საათიდან შენ კინოს ეკუთვნი… ღამის 12 საათმდე. ერთმანეთს ენაცვლება კინოსეანსები, მეტად საინტერესო მასტერკლასები, ინტერვიუები და ეს ყოველივე საოცრად მეგობრულ, ინტელექტუალ ხალხთან საუბრებით გრძელდება. კინომოყვარული ბლოგერისთვის ეს  ნირვანაა, გინდაც სამოთხე, როგორც გაგიხარდეთ ისე უწოდეთ. ხელები გექავება გამუდმებით დასაწერად, გინდა ყველას გაუზიარო შენი ემოციები, განცდები და ეს ყოველივე ღამით ადრიანად დაძინების საშუალებას არ გაძლევს. პრინციპში, დასაძინებლად ხომ არ ჩამოსულხარ ამხელა გზაზე?

შარშანდელი BIAFF -სთვის საფუძვლიანად მომზადებული გახლდით. მხატვრული ფილმების სექციაში მონაწილეთა ადრეული ნამუშევრები ნანახი მქონდა, ასევე საფუძვლიანად ვიცნობდი განვლილი ფესტივალის პროგრამასაც. წელს მეტად უცნაურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. კონკურსში მონაწილე რეჟისორთა ადრეული ნამუშევრებიდან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა ნაცნობი, მაგრამ მასზე მოგვიანებით. აღნიშნულმა ინტრიგა შემოიტანა ჩემში. სრულიად ახალგაზრდა, დებიუტანტი რეჟისორების ნამუშევრების ცქერა დიდი სიამოვნებაა უდავოდ. მაქვს საკუთარი მოლოდინები რამდენიმე ფილმზე, რომლებზეც შემდგომ პოსტებში მოგითხრობთ დაწვრილებით. ამას ემატება მეტად საინტერესო ადამიანის, ჯოი ბოიდის მასტერკლასიც, რომელსაც მოუთმენლად ველოდები. ვინღაა ეგ ჯოი ბოიდიო, იკითხავთ თქვენ. ეს ის კაცია, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდა „პინკ ფლოიდს“ უწევდა პროდიუსირებას. მოკლედ, ალბათ ხვდებით, რაოდენ დამაინტრიგებლად ჟღერს თვით ეს ფაქტიც.

სიახლე, რითაც წლევანდელი ფესტივალი წინამორბედებისგან გამოირჩევა, ფილმების ღია ცის ქვეშ ჩვენების დანერგვაა. სიმართლე გითხრათ, ამის ბედნიერება აქამდე არ მქონია. რაღაც ახალის, ჯერ კიდევ გამოუცდელის მოლოდინი მიპყრობს. კარგი ტრადიციის დასაწყისის მომსწრე ვხდები უდავოდ.

კიდევ ერთი სიხარული, რამაც მთლიანად მომიცვა: საბოლოოდ ვნახავ თინათინ გურჩიანის ფილმს „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“. რამდენჯერაც მისი ნახვა დავაპირე, რაღაც გაუთვალისწინებელი დატრიალდა ჩემ თავს. ეს ფაქტი გულში მქონდა, აგერ უკვე ნახევარ წელზე მეტხანს. საბოლოო სურვილს ბათუმში ავისრულებ.

ერთადერთი, რაზეც წინასწარ მწყდება გული ისაა, რომ ყველაფრის ნახვას ვერ მოვასწრებ. სეანსები ზოგჯერ ერთმანეთს ემთხვევა და მეტად რთული დილემის წინაშე გაყენებს კინომოყვარულს. არჩევანს წინასწარ გავაკეთებ და მის შესახებ დაწვრილებით მოგვიანებით მოგითხრობთ. ვნახოთ, რამდენად მრავალფეროვანი გამოვა ჩემი წლევანდელი ბიაფი.

არ შემიძლია არ აღვნიშნო ორგანიზატორთა დამოკიდებულება ბლოგერების მიმართ. მოკლედ, სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ეს მეტად სასიამოვნო და ერთგვარად საამაყო ფაქტია, როდესაც ბლოგერის სტატუსი შენ წინ ყველა კარს აღებს, ყველანაირი გარემო გექმნება ნაყოფიერი მუშაობისთვის. ამგვარი თბილი დამოკიდებულება ფესტივალის ტრადიციად იქცა უკვე, რაც ასევე მისასალმებელი და მისაბაძი ფაქტია.

მოკლედ, რაღა დამრჩენია იმის გარდა, რომ საათები დავითვალო ბიაფის გახსნამდე, რომელიც სტარტს დღეს საღამოს, გიორგი დანელიას ადრეული ნამუშევრის ანიმაციური გადამღერებით, „კუ! ქინ-ძა-ძა“, გაიხსნება.

წინ ბედნიერი კვირა ელოდებათ კინომოყვარულებს ბათუმში.

"კუ! ქინ-ძა-ძა"

“კუ! ქინ-ძა-ძა”

Advertisements

2 responses »

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s