ნაგავი Vol.4

სტანდარტული

ნაგავი- ასე ვეძახი მოგონებათა კასკადს, ჩემ თავში რომ გაიარეს, არაფერი დატოვეს და უბრალოდ ადგილს იკავებენ. ესაა ერთგვარი სცენები, კადრები, რომლებიც მოულოდნელად წამოტივტივდებიან, როცა მათ ყველაზე ნაკლებად ველოდები.  დროდადრო ნაგავი უნდა გაიტანო, გადაყარო ან სულაც საზოგადოდ წამოაჩინო.
P.S. ქვემოთ გამოყენებული უცენზურო ლექსიკისთვის ბოდიშს გიხდით. შევეცადე მაქსიმალურად რეალისტურად გადმომეცა ყოველივე.

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

მესამე ნაწილი

***

იმდენად მომეშალა მისი ყლე ლაპარაკის გამო ნერვები, რომ მზად ვიყავი დამენაწევრებინა და გვამი მისივე მშობლებისთვის გამეგზავნა. მერე ვიფიქრე, რომ ამგვარი საქციელი მეტად სახიფათო იქნებოდა. ამიტომაც უმჯობესი იქნებოდა, თუ  მისი სხეულის ნაწილებს მტკვარში ჩავძირავდი.

***

ფრჩხილები ისე ღრმად ჩამერჭო ხელისგულში, რომ კინაღამ სისხლი გამდინდა. მაშინ დავფიქრდი პირველად, რომ უაზროდ ვხარჯავ საკუთარ დროს და რაიმე უნდა შევცვალო. სუნთქვა გამიჭირდა, ერთ ადგილას ვერ გავჩერდი. წამოვდექი და სირბილით გავეცალე იქაურობას.

***

„ნერვებს მიშლის თქვენ სახეზე
მოცეკვავე დუმილი“

მთვრალი რობი ღრიალებდა მიკროფონში და სახეზე ეწერა, რომ იმ მომენტში ვერცერთს ვერ გვიტანდა. გამახარა მისმა გულწრფელობამ.

***

წამით გავიფიქრე, რომ ზედმეტად ბევრს ვიღიმი. მართალია, ხშირად ყალბად, მაგრამ მაინც. ალბათ, ამის ბრალიცაა, რომ სერიოზულად ცოტა თუ აღმიქვამს. დროა, ახალი ნიღბის მორგება ვცადო- ვფიქრობდი და მეღიმებოდა საუბრისას.

***

Yes! She is!- ყვიროდა მაკარტნი ყურსასმენში. უნებურად ცალყბად გამეღიმა ამ სიტყვებზე.

***

დამღალა ყველაფერმა… საშინლად დამღალა… ამგვარი ფიქრებისას ყველაზე მეტად ვერ ვიტან საკუთარ თავს.

***

მატარებელში, ორ სავარძელზე წამოწოლილი, წვიმის წვეთებით დასველებულ ფანჯარას ვუცქერდი და ყურსასმენებიდან პირდაპირ ტვინში ცოის „ტრანკვილიზატორი“ იღვრებოდა. ამდენი მოსმენის შემდეგ, პირველად ვიგრძენი ეს სიმღერა

***

ხანდახან ვფიქრობ, არანაირ ურთიერთობას აზრი არ აქვს. გამკრავს ხოლმე ამგვარი აზრი თავში და მაშინვე მუცელში გვრემა მომივლის. ჯერ ვერ შევაგუე საკუთარი თავი ამ აზრს. ეგ დროც მოვა.

***

დარბაზში სიცილის ხმა გაისმა. აუტანლად შემზიზღდა საკუთარი თავი. მომინდა სადღაც, შორს გადავკარგულიყავი, ოღონდაც ეს ხმა აღარ გამეგონა

***

„ტვინი მეტყვნება, ბლინ!“- ბოლო ხმაზე ყვიროდა ხმა ჩემ თავში, მე კი  კბილს-კბილზე ვაჭერდი. ხმამაღლა არაფერი მითქვამს.

***

-მომენატრა! სისხლი მომენატრა, ბიჯო!

პაბში ვისხედით და ლუდს ვსვამდით აუჩქარებლად

splat

***

თავში ასობით ფილმმა გაირბინა. უხმოდ, მხოლოდ მუნჯი კადრები. ვერაფერი ვერ მოვიფიქრე. რაღაც ძველი ამბები გავიხსენე, კონტექსტს აცდენილი. ვერ შევაკოწიწე, აზრები ვერ დავაწყვე. ამგვარად საკუთარ უძლურებაზე ნერვები არასდროს მომშლია…

-ბლინ, ია ბეზ ნაძიოჟენ!

 

Advertisements

4 responses »

  1. გამოხმაურება: ნაგავი Vol.5 | Sgt. Pepper's Blog

  2. გამოხმაურება: ნაგავი Vol.6 | Sgt. Pepper's Blog

  3. გამოხმაურება: ნაგავი Vol.7 | Sgt. Pepper's Blog

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s