New პოლ მაკარტნი

სტანდარტული

პოსტი ეძღვნება thebeatles.ge-ს და ბითლომან მეგობრებს: ვასასის, ქეთის, ოთოს, ვახოს, ნათიას, ლუკას, ზურას და ანას.

ერთმა ძალიან კარგმა ქართველმა ბითლომანმა თქვა: “პოლ, არ დაბერდე!” და როგორც ჩანს, მაკარტნიც უჯერებს მის ნათქვამს. ძნელია ამ ადამიანზე თქვა, დრო რაიმეს აკლებსო. მისი შემოქმედება ღვინოსავითაა. რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო მეტად მშვენიერდება და ფასი ედება.

2012 წელს, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, მაკარტნიმ ერთგული მსმენელი არ დააღალატა და საუცხოო ალბამი, Kisses on the Bottom, გამოსცა.

Paul-Mccartney-Kisses-on-the-Bottom-cover

საოცარად ჰარმონიული, მელოდიური და ერთგვარად სენტიმენტალური გახლდათ პოლი ამ ალბომში. მსმენელს ის შორს, მეოცე საუკუნის დასაწყისისკენ გაუძღვა და სიგარის კვამლით გაბუღულ ჯაზ-კლუბებში შეახედა. მისი ამგვარი განწყობა არ გამკვირვებია. მაკარტნი ხომ სტილის ადამიანია. და ვინ, თუ არა მან, იცის როგორ ჟღერს გემოვნებიანი მუსიკა.

ალბომის გამოსვლას წინ უსწრებდა სინგლი, My Valentine, რომლის შექმნაშიც პოლს ლეგენდარული გიტარისტი და შემსრულებელი, ერიკ კლეპტონიც, შეუერთდა.

სიმღერის კლიპი ინტერნეტში გამოჩენისთანავე აიტაცა მსმენელმა. ამაში გარკვეული წვლილი ჯონი დეპისა და ნატალი პორტმანის სახელმაც ითამაშა. ასე იყო, თუ ისე, მსემენელი თბილად შეხვდა პოლის სენტემენტებს.

გამუდმებით ვრცელდებოდა ხმები, რომ მაკარტნი ახალ ალბომზე მუშაობს. ჩემთვის ცოტა ძნელად დასაჯერებელი გახლდათ ეს ყოველივე. მის ხანგრძლივ ტურნეებს Online რეჟიმში ვადევნებდი თვალსა და ყურს, და ცოტა არ იყოს მიკვირდა: “საიდან შემორჩა ამ ადამიანს ენერგია, 3 საათი სცენაზე იდგეს და მაყურებელი ექსტაზამდე მიიყვანოს? ამგვარ რეჟიმში როგორ შეუძლია ახალ პროექტზე მუშაობა?” ამიტომაც იყო ალბათ, რომ მის ახალ ალბომს, მინიმუმ უახლოესი 2 წლის განმავლობაში არ ველოდი, მაგრამ…

Paul McCartney- New 

paul-mccartney-new-

Paul McCartney- New (Deluxe Edition)

ამგვარი უცნაური სახელი მაშინვე თვალში მეცა. ერთგვარად ხაზი გაუსვა ლეგენდარულმა მუსიკოსმა, რომ ჯერ კიდევ შესწევს ძალა, რაღაც ახალი აკეთოს. იგივე სახელწოდების სინგლი მალევე გავრცელდა ინტერნეტში.

თავისი ჟღერადობით ტრეკმა მაშინვე “ბითლზის” ფსიქედელიური ჰარმონიები გამახსენა, ამჯერად ახლებური ვოკალური შესრულებით.  გასაოცარმა საუნდმა აღმოსავლური მელოდიები კვლავ დაბრუნდა თითქოს ევროპულ მუსიკაში. ისეთი განცდა დამრჩა, რომ პოლმა ახალგაზრდობა გაიხსენა და თავის განვლილ გზას გადახედა. ამგვარი დასაწყისი იმედისმომცემად მენიშნა.

შემდეგ იყო მორიგი ტრეკი ახალი ალბომიდან “Everybody Out There”. არ შემიძლია არ გამოვყო შემოქმედის აქცენტი აკუსტიკურ გიტარაზე, რაც აღნიშნულ სიმღერას საოცარ ხიბლს მატებს

არ დააგვიანა ალბომის მეორე სინგლმაც, ” Queenie Eye”

ვერაფერს იტყვი, საოცრად ენერგიული სიმღერაა. ამ ადამიანზე ვერ იტყვი ნამდვილად ასაკში შევიდაო.

გაყიდვაში მაკარტნის ახალი ალბომი 14-15 ოქტომდერს უნდა გამოვიდეს, მაგრამ მე გუშინ მოვუსმინე  და მას მერე ვეღარ ვიგდებ თავიდან. თანაც Deluxe გამოცემას გადავაწყდი, თავისი ბონუს ტრეკებით, რამაც კიდევ უფრო აღმაფრთოვანა. უბრალოდ გენიალურია, ზედმეტად კარგია მსმენელისათვის. ზოგადად, მთლიანი ალბომი საოცარი კრებულია. ერთგვარი მოგზაურობა მუსიკალურ ჟანრებში. მოისმენთ “ბითლზისეულ” ჰარმონიებს, “Wings”-ისეულ ენერგიულ როკს, აკუსტიკური გიტარის გასაოცარ  პასაჟებს, პოლის კარიერის დასაწყისისათვის სახასიათო ქანთრი მელოდიებს, 80-იანი წლებისათვის დამახასიათებელ დისკო-საუნდს და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მძიმე მელოდიურ პასაჟებსაც, რომელიც ალბათ Elbow-ს გაგახსენებთ. მოკლედ, ალბომი New ნათელი დასტურია იმისა, რომ შეუძლებელია პოლ მაკარტნი ერთ კონკრეტულ ჟანრში გამოამწყვდიო. იგი სრულიად თავისუფალია ამგვარი კლიშეებისაგან და რაც მთავარია, არ ბერდება!

თუკი გაინტერესებთ, როგორია New პოლ მაკარტნი, გადმოწერეთ და ისიამოვნეთ უბერებელი ხოჭოს მუსიკით

Paul McCartney- New (Deluxe Edition)

P.S. პოლ, არ დაბერდე!

Advertisements

One response »

  1. ეს ადამიანი არის მოვლენა მუსიკალურ სამყაროში.
    და არ არსებობს სიმღერა, რომელზეც მე არ ვიტირო. ნუ იმდროინდელი თუ არის, მითუმეტეს. მახსენდება ჩემი ბავშვობის ნათელი პერიოდი. აი ის, როდესაც მამაჩემი ძალის ძალად გვასმენინებდა 2-3 კასეტას (ხო აბა მაშინ ინტერნეტი, კომპიუტერი და cd სად იყო). დღემდე შენახული მაქვს ის კასეტები. ერთი ფითქინა თეთრი და ერთი ყავისფერი. ( თან ეს იმის გათვალისწინებით, რომ იმ დროს კასეტების უმეტესობა იყო ერთ ფერში – მორძისფრო). და ეს ორი იყო გამორჩეული. ცოცხალი თავით არ ვეკარებოდით, რომ არ გაგვეფუჭებინა. საკუთარ თავს ალბათ ვერასოდეს ვაპატიებ, რომ იმ დროს ამ ჯგუფს ძალით ვუსმენდი. არადა მამაჩემი ძველმოდურად მიგვაჩნდა, როდესაც გვთხოვდა, მოდი ამათ მოვუსმინოთ და მოდი ერთად ვიმღეროთო. შევაგდებდით Sharp-ის მაგნიტოფონში კასეტას და ვიწყებდით სიმღერას, ცეკვას მთელი ოჯახი: მე, დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი და.
    რამდენჯერაც beatles-ებს ვრთავ, იმდენჯერ ის პერიოდი მახსენდება, მამაჩემი. ნეტავ ახლაც ერთად ვუსმენდეთ და ნეტავ ახლა არ მეტირებოდეს.
    არა, პოლი არასოდეს არ უნდა დაბერდეს. არასოდეს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s