ნაგავი Vol.5

სტანდარტული

ნაგავი- ასე ვეძახი მოგონებათა კასკადს, ჩემ თავში რომ გაიარეს, არაფერი დატოვეს და უბრალოდ ადგილს იკავებენ. ესაა ერთგვარი სცენები, კადრები, რომლებიც მოულოდნელად წამოტივტივდებიან, როცა მათ ყველაზე ნაკლებად ველოდები.  დროდადრო ნაგავი უნდა გაიტანო, გადაყარო ან სულაც საზოგადოდ წამოაჩინო.

P.S. ქვემოთ გამოყენებული უცენზურო ლექსიკისთვის ბოდიშს გიხდით. შევეცადე მაქსიმალურად რეალისტურად გადმომეცა ყოველივე.

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

მესამე ნაწილი

მეოთხე ნაწილი

***

საფეთქელზე თითები ისე მივიჭირე, ლამის თავის ქალა გამეხვრიტა

-რა ყლეობაში ვხარჯავ დროს!- მთელი ძალით ყვიროდა ხმა სადღაც შიგნით

***

ვეღარაფერს ვგრძნობ, გარდა უარყოფითი ემოციებისა. ვერც სიხარულს, აღტაცებას, სიამოვნებას. ერთადერთი განცდა, რაც შემომრჩა ზიზღია.  ხანდახან მომივლის, ან მოვივლენ ხოლმე დადებით განცდებს, მაგრამ იგი იმდენად უფერულია, რომ მის ჭეშმარიტებაში მაშინვე ეჭვი მეპარება. ამგვარად ყოფნა აუტალად მოსაწყენია, თუმცა მიჩვევადი

***

ავტობუსის ფანჯრიდან მკვდარი ძაღლის სხეულს ვუყურებდი. ახალი მკვდარი იყო, ავტოების საბურავებს ჯერ ვერ მოესწროთ მისი სხეულის გაგლესა ასფალტზე. ვუყურებდი და ვერაფეს ვგრძნობდი. ყურსასმენებში ხმა მონოტონურად იმეორებდა:  “Беги, кролик! Kролик, беги!

***

ტირილით გამეღვიძა. მარჯვენა მუხლის სახსარში თითქოს ლურსმანი გამიყარეს, ისეთი განცდა მქონდა. შევეცადე არ გამოვფხიზლებულიყავი და ძილი განვაგრძე. გამთენიის სიზმარში ნიღბიანი ადამიანი ფეხს მახერხავდა. ისევ ყვრილით გამეღვიძა

***

მის ხმაში სიბრალულს ვგრძნობდი. თითქოს ვეცოდებოდი, რაღაცნაირად. დავემშვიდობე და სწრაფი ნაბიჯით მოვშორდი. წამში შემზიზღდა ისიც და საკუთარი თავიც

***

დამრეც ქუჩას მივუყვებოდი. გაყვითლებული ფოთლების გროვები მთელ ტროტუარს სიგრძეზე მიჰყვებოდა. მივალაჯებდი ფოთლებზე და თავში აჩემებულ ფრაზას იმეორებდა ხმა:

Всё нормально
Каждый день.

***

ფანჯრიდან ვუყურებდი, როგორ აგინებდა ვიღაც ტელეფონზე ვიღაცას.

“რატომ ერთ დღეს არ მოგეტყვნებათ დედა?”- ისტერიკულად ყვიროდა ხმა სხეულში

***

“ვაიმე, რა ყლეა ტიპი!”- ვფიქრობდი და მეღიმებოდა. თითქოს ამგვარი ღიმილი გადაფარავდა ჩემ აზრებს

– რამდენი წლის ხარ?

– 19-ის.

– ააა… – ხმამაღლა ჩამეცინა და მის გაკვირვებულ მზერას მაშინვე კითხვა შევაგებე:

-მერე?

არ დამზარდა, გაკვირვება სახიდან მოიშორა და მაშინვე განაგრძო საუბარი.

***

-უი, რას ამბობ? როდის?- შევეცადე სევდიანი ტონი მიმეცა საკუთარი ხმისთვის

“უნდა დავურეკო! ტეხავს, უბრალოდ…”- გავიფიქრე და სტატიის კითხვა განვაგრძე

I'm not a Monster

Advertisements

6 responses »

  1. გამოხმაურება: ნაგავი Vol.6 | Sgt. Pepper's Blog

  2. გამოხმაურება: ნაგავი Vol.7 | Sgt. Pepper's Blog

  3. ასე მგონია რომ გრძნობები აღარ გამაჩნია, აღარც ემოციები, აღარც ტკივილები, აღარც სიყვარულისგან აღტაცებები, აღარც უაზრო ბედნიერება, აღარც უაზრო სიცილი, აღარც მონატრება, აღარც ცრემლები, აღარაფერი შემომრჩა ესე მგონია.
    ვზივარ სკამზე და ვფიქრობ, იქნებ არის რამე ისეთი, რაც ისევ მაქვს..
    გამახსენდა: ნერვები შემომრჩა, ხალხის წამების სურვილი შემომრჩა, სიძულვილი და გაღიზიანება შემომრჩა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s