საპასპორტო მონაცემები

სახელი: დიმიტრი (დიტო)

გვარი: ლიპარტელიანი

მამის სახელი: გიორგი

სქესი: მამრობითი

დაბადების თარიღი: 1990 წელი

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

პროფესია: მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი

Examen Subjectivum

უჩივის ბიტლომანიას, წერის მწვავე სურვილს (ეპიზოდურად), ხელოვნების სიყვარულს, პროტესტის განცდას “საზოგადოების” მიმართ, ეგოიზმს.

Anamnesis Morbi

მისივე გადმოცემით, ხელოვნების სიყვარულით დაავადდა ბავშვობიდან. 8 წლის ასაკიდან დაავადდა მხატვრული ლიტერატურით, 13 წლიდან კინემატოგრაფით. დაასრულა მუსიკალური შვიდწლედი პიანინოს განხრით, მშობლების და დეიდის დაჟინებული მოთხოვნით და კლავიშებიანი ინსტრუმენტის ზიზღით. 14 წლის ასაკში თავი დაიავადა კლასიკური მუსიკით და ასე საძულველი პიანინო დაიმეგობრა. დღემდე მადლობელია ახლობელთა ძალისხმევის. 17 წლის ასაკში შეეყარა უკურნებელი სენი- ბიტლომანია. 2011 წლის მარტიდან აწარმოებს ბლოგს.

Status Functionalis

ნორმოსთენიული აგებულების, მელანქოლიკი, უჩივის უძილობას/ძილიანობას

Anamnesis Vitae

ცხოვრების პირობები- დამაკმაყოფილებელი. იკვებება წვნიანი და ვიტამინებით მდიდარი საკვებით. მავნე ჩვევები: თამბაქო, ალკოჰოლი, სოციალური ქსელები.

საკონტაქტო ინფორმაცია

Facebook

Twitter

Advertisements

6 responses »

  1. ,,დაასრულა მუსიკალური შვიდწლედი პიანინოს განხრით, მშობლების და დეიდის დაჟინებული მოთხოვნით და კლავიშებიანი ინსტრუმენტის ზიზღით.” – რა ნაცნობი სიტუაციაა 😀

    p.s. საინტერესო ადამიანი ჩანხარ 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s