Category Archives: მინი პოსტები

მარტოობა

სტანდარტული

უეცრად საოცარმა მარტოობამ მოიცვა. საშინლად მოუნდა ვინმესთვის დაერეკა, ვისაც მისი ესმოდა. ფანჯარასთან მოკალათდა და მობილური მიიდო ყურზე. რაფაზე წვიმის წვეთების წკარუნი ლურსმნებივით ერჭობოდა ყურის დაჭიმულ აპკს. წელში ტკვილმა დაუარა. ფეხები სკამზე შემოაწყო. არაფერმა უშვლა.

ტუუუ… ნეტა აიღოს, ხმა გამაგონოს! რაიმე ხომ არ… ტუუუ… ალბათ სძინავს, ან ხმა გაუთიშა ტელეფონს… ტუუუ… ამას აჯობებდა საერთოდ არ გასულიყო, მაშინ… ტუუუ…

მობილური გათიშა და მაგიდაზე მოისროლა. გარინდებული გასცქეროდა უკუნს ფანჯარაში. ესეც მობეზრდა. ზლაზვნით აიტანა დამძიმებული ტანი სკამიდან. გამომრთველს გადასწვდა და საკუთარი სულიერი უკუნი მთელ ოთახში გაამეფა.

ყველაფერი მობეზრდა, დაიღალა, გული ეტკინა. ფეხებში ძალა გამოეცალა.სუნთქვას ახერხებდა მხოლოდ. წვივებში ჟრუანტელმა დაუარა. მუხლები გაეთიშა და სხეული ახვავებული ზვავივით გაიშალა იატაკზე. ტკივილს ვერ გრძნობდა. ყოველგვარმა ემოციამ, გრძნობამ დატოვა მისი ლეში. დარჩა მხოლოდ სიბნელე და შიში.

ხმა

სტანდარტული

Kill it! Kill it with fire! Kill it! Kill it! Kill it! Do it! Just do it! Buuuuurn!
უაზროდ და დაუსრულებლად წერდა ამ სიტყვებს ვორდის ფაილში. პარალელურად შოპენს უსმენდა ყუსასმენებით.

მიხვდა რომ სიგიჟის ზღვარზე იყო. ამ აზრს არანაირი ემოცია არ გამოუწევია მასში. კარგახანია ემოციების აღქმა დაივიწყა. გამოშიგნული თოჯინასავით გრძნობდა თავს. და მაშინ გაიაზრა, რომ სხვა გზა აღარ დარჩენოდა….

***
Kill it! Kill it! Die! Die! Die!

განშორება

სტანდარტული

გაოცება…

გაბრაზება, ყვირილი, გინება…

ტკვილი, სინანული, ცრემლები…

პატიების თხოვნა, ვედრება, კვლავ ცრემლები…

ისევ ყვირილი, ჩხუბი…

სიჩუმე… ხმამაღალი, ხმაურიანი სიჩუმე…

მკრთალი აზრი ფიქრების მორევში, რომელიც ზვავდება და მთლიან არსებას შთანთქავს…

თავის დარწმუნება აზრის სიმართლეში…

გაფრენის ზღვარზე…

მრგვალი სიცივე საფეთქელზე…

შტანცმარკა…

სიცარიელე…